დღეს - 22 მაი
სტარტი
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: მარკეტინგი/ საზოგადოებასთან ურთიერთობა (PR)
ბრენდ - მენეჯმენტი - ინდუსტრია / სფერო: მშენებლობა
სამშენებლო მასალები - გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- განაკვეთი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- გამოცდილება აუცილებელია:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია(აუცილებელი):მარკეტინგი/ საზოგადოებასთან ურთიერთობა (PR)
ბრენდ - მენეჯმენტი - ინდუსტრია / სფერო(აუცილებელი):მშენებლობა
სამშენებლო მასალები - ენები: ინგლისური,თურქული
- მართვის მოწმობა: B კატეგორია
- საკუთარი ტრანსპორტი:კი მსუბუქი ავტომობილი)
სამშენებლო მასალების მწარმოებელი, იმპორტიორი და ექსპორტიორი კომპანია “ნოვა” (www.NOVA.ge) აცხადებს ვაკანსიას საღებავების ბრენდი ,,Fawori"-ის „ბრენდის წარმომადგენლის“ პოზიციაზე თბილისში.
კომპანია დასაქმების თანაბარ შესაძლებლობებს სთავაზობს ყველა თანამშრომელს და დასაქმების კანდიდატს რასის, კანის ფერის, ენის, სქესის, ასაკის, მოქალაქეობის, წარმოშობის, დაბადების ადგილის, საცხოვრებელი ადგილის, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, რელიგიის ან რწმენის, ეროვნული, ეთნიკური ან სოციალური კუთვნილების, პროფესიის, ოჯახური მდგომარეობის, ჯანმრთელობის მდგომარეობის, შეზღუდული შესაძლებლობის, სექსუალური ორიენტაციის, გენდერული იდენტობისა და გამოხატვის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულების ან სხვა ნიშნის მიუხედავად. პოლიტიკა ძალაშია დასაქმების ყველა პირობის შემთხვევაში, მათ შორის: დაქირავების, დაწინაურების, ხელშეკრულების გაფორმების, კომპენსაციის, პროფესიული განვითარების და ა. შ.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- ბაზრის კვლევა (კონკურენტები, ფასები და ა.შ.);
- ბრენდის განვითარების დაგეგმვა და ანალიზი;
- ბრენდის პოზიციონირების სტრატეგიის შემუშავება / განვითარება, ბიუჯეტის შედგენა და მართვა;
- პროდუქციის ვიზუალური სტენდების შექმნა და წარმოჩენა მაღაზიათა ქსელებში;
- გაყიდვების გეგმის შედგენა, ანალიზი, მონიტორინგი და სტიმულირება;
- პრომო-აქციების დაგეგმვა და მართვა;
- რეპორტინგი;
ძირითადი მოთხოვნები:
- აუცილებელია გაყიდვების მიმართულებით გამოცდილება (საღებავების ცოდნას მიენიჭება უპირატესობა);
- აუცილებელია მართვის მოწმობა და საკუთარი ავტომობილი;
- აუცილებელია ინგლისური და თურქული ენების ცოდნა;
- აუცილებელია Word, Excel-ის ცოდნა.
ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს:https://hel-ai.com/apply/4V3aKKud
მარკეტინგი/ საზოგადოებასთან ურთიერთობა (PR)
ბრენდ - მენეჯმენტი
ნახვები
უნიკალური ნახვები
