დღეს - 04 მაი
სტანდარტი
ინტერესთა გამოხატვა - სადღესასწაულო ფორმის დამზადება
ბათუმი
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: m.shotadze@bsma.edu.ge
ტელეფონი: +995 595 135 753
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: ტენდერი/კონკურსი
კონკურსი, ტენდერი
სსიპ სასწავლო უნივერსიტეტი - ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის განაცხადი ინტერესთა გამოხატვის თაობაზე
სსიპ სასწავლო უნივერსიტეტი - ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია აცხადებს ინტერესთა გამოხატვას სსიპ სასწავლო უნივერსიტეტი - ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის სტუდენტთა ფორმის (საზაფხულო და ზამთრის, სადღესასწაულოდ განკუთვნილი და სამუშაო) არსებული ესკიზების შესაბამისად დამზადების მომსახურების მომწოდებელი ფიზიკური ან/და იურიდიული პირის შერჩევის მიზნით და იწვევს დაინტერესებულ ფიზიკური ან/და იურიდიული პირიებს ინტერესთა გამოხატვაში მონაწილეობის მისაღებად.
წინამდებარე ინტერესთა გამოხატვა ცხადდება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 319-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, რომლის თანახმადაც: „კერძო სამართლის სუბიექტებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი. მათ შეუძლიათ დადონ ისეთი ხელშეკრულებებიც, რომლებიც კანონით გათვალისწინებული არ არის, მაგრამ არ ეწინააღმდეგება მას”.
ზოგადი აღწერილობა
- საუკუნის განმავლობაში საქართველოში წარმატებით ხორციელდება საზღვაო განათლება. დარგის განვითარების თოთოეულ ეტაპზე სტუდენტები ღირსეულად ატარებდნენ ტრადიციულ საზღვაო ფორმას, რომელსაც გააჩნია როგორც ესთეტიკური ასევე პრაქტიკული დანიშნულება. ფორმის ტარების კულტურა ითვალისწინებს გარკვეული წესების დაცვას, რაც ზრდის სტუდენტის ზოგად საზღვაო კულტურას და ქმნის საერთაშორისო საზღვაო ტრადიციის ერთობლიობას.
- ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის სტუდენტისთვის ფორმის ტარება მხოლოდ გარეგნული ატრიბუტი არ არის — ის წარმოადგენს პროფესიული კულტურის, დისციპლინისა და იდენტობის მნიშვნელოვან ნაწილს, რაც უზრუნველყოფს მათ ადრეულ ადაპტაციას საზღვაო სფეროს სტანდარტებთან და ამზადებს მომავალი პროფესიული საქმიანობისთვის.
აკადემიაში განისაზღვრება უნიფორმის სამი ძირითადი ტიპი:
- ყოველდღიური ფორმა – სასწავლო პროცესისთვის, კომფორტული და პრაქტიკული გამოყენებისთვის;
- სამუშაო ფორმა – პრაქტიკული და საწვრთნელი საქმიანობისთვის, ფუნქციური და უსაფრთხოების მოთხოვნებზე მორგებული;
- სადღესასწაულო ფორმა – ოფიციალური და საზეიმო ღონისძიებებისთვის, აკადემიის იმიჯისა და პრესტიჟის წარმოსაჩენად.
ყოველდღიური ფორმა - წარმოადგენს დისციპლინის ინსტრუმენტს, რომელიც უზრუნველყოფს სასწავლო პროცესის ორგანიზებულობას, ამაღლებს პასუხისმგებლობის გრძნობას ყოველდღიურ საქმიანობაში და ამზადებს სტუდენტს რეალური სამუშაო გარემოსთვის. ამასთანავე, იგი არის პროფესიული იდენტობის სიმბოლო — სტუდენტი საკუთარ თავს უკვე სწავლების პროცესშივე აღიქვამს, როგორც მომავალი მეზღვაური, რაც ზრდის მის მოტივაციასა და პროფესიულ თვითშეფასებას.
სადღესასწაულო ფორმა - განსაკუთრებულად უსვამს ხაზს მეზღვაურის პროფესიას, როგორც ღირსეულ, საპასუხისმგებლო და ტრადიციებით მდიდარ საქმიანობას.
სადღესასწაულო ფორმა წარმოაჩენს მეზღვაურს, როგორც დისციპლინირებულ, სანდო და მაღალი სტანდარტების მქონე პროფესიონალს. სადღესასწაულო ფორმით სტუდენტი წარმოადგენს არა მხოლოდ საკუთარ თავს, არამედ აკადემიას, ქვეყანას და ზოგადად საზღვაო სფეროს. სადღესასწაულო ფორმა იქცევა სიმბოლოდ, რომელიც აერთიანებს ტრადიციას, ღირსებას და მეზღვაურის პროფესიის მნიშვნელობას.
სსიპ სასწავლო უნივერსიტეტი - ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის მიერ შესყიდული იქნა ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტისთვის საზაფხულო და ზამთრის უნიფორმის, აგრეთვე სადღესასწაულო და სამუშაო ფორმის დეტალურივი ზუალიზაცია (ესკიზი) (იხ.დანართი).
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია დაინტერესებულია, რომ არსებული ესკიზების შესაბამისად, სტუდენტებმა შეძლონ შეიძინონ ხარისხიანი, კომფორტული ფორმები, რომელიც როგორც უკვე აღინიშნა, მნიშვნელოვან როლს ასრულებს პროფესიული კულტურის, დისციპლინისა და იდენტობის ნაწილში და რომელიც , უზრუნველყოფს მათ ადრეულ ადაპტაციას საზღვაო სფეროს სტანდარტებთან.
არსებითი პირობები
- აღნიშნული ინტერესთა გამოხატვის ფარგლებში გამარჯვებულმა ფიზიკურმა ან იურიდიულმა პირმა ხელშეკრულების დადებიდან 1 წლის განმავლობაში უნდა დაამზადოს (შეკეროს - არსებული ესკიზების შესაბამისად) და მიაწოდოს სსიპ სასწავლო უნივერსიტეტი - ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის სტუდენტებისათვის ექსკლუზიურად განკუთვნილი ფორმები (საზაფხულო და ზამთრის, სადღესასწაულოდ განკუთვნილი და სამუშაო). აკადემიის სტუდენტები აღნიშნული საქონლის მიღების სანაცვლოდ, გამარჯვებულ ფიზიკურ ან/და იურიდიულ პირს აუნაზღაურებენ წინასწარ განსაზღვრულ ღირებულებას.
- პრეტენდენტმა, სსიპ სასწავლო უნივერსიტეტი - ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის სტუდენტებისათვის ექსკლუზიურად განკუთვნილი ფორმები (საზაფხულო და ზამთრის, სადღესასწაულოდ განკუთვნილი და სამუშაო) დროულად, შემჭიდროებულ ვადებში, არაუმეტეს წელიწადში ორჯერ (გაზაფხული-შემოდგომა) უნდა განახორციელოს სტუდენტებისათვის მიწოდება. მიწოდებული საქონლის შემდგომ, 10 (ათი) სამუშაო დღის განმავლობაში მოხდება შესაბამისი ანაზღაურება სტუდენტის მიერ.
პრეტენდენტმა, საჭიროების შემთხვევაში უნდა უზრუნველყოს, დამკვეთთან შეთანხმებით, ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის სტუდენტებისათვის ექსკლუზიურად განკუთვნილი ფორმების (საზაფხულო და ზამთრის, სადღესასწაულოდ განკუთვნილი და სამუშაო) არსებული ესკიზების დიზაინის მცირეოდენი ცვლილებების მომზადება, ასევე, დამზადება (შეკერვა) და მიწოდება მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრულ ვადებში.).
შენიშვნა: ბათუმის საზღვაო აკადემია, უფლებამოსილია ინტერესთა გამოხატვაში მონაწილე პრეტენდენტებს მოსთხოვოს ტენიკური მახასიათებლების შესაბამისად მასალების ნიმუშების წარმოდგენა.
პრეტენდენტმა უნდა უზრუნველყოს:
სადღესასწაულო ფორმა (ქალი და მამაკაცი ) – არაუმეტეს 530 (ხუთა ოცდაათი) ერთეულის მოწოდება ხელშეკრულების გაფორმებიდან 2026 წლის 15 ივნისამდე;
ყოველდღიური და სამუშაო ფორმა (ქალი და მამაკაცი ) – არაუმეტეს 875 (რვაას სამოცდათხუთმეტი) ერთეულის მოწოდება 2026 წლის 30 სექტემბრიდან 2026 წლის 30 ოქტომბრამდე;
შენიშვნა: მნიშვნელოვანია, რომ პრეტენდენტს გათვიცნობიერებული ქონდეს პროექტის მნიშვნელობა და პრესტიჟულობა, ასევე ის, რომ გამარჯვებულ პრეტენდენტთან ანგარიშსწორება განხორციელდება აკადემიის სტუდენტის/სტუდენტების მიერ მხოლოდ საქონლის მოქოდების შემდომ, 10 (ათი) სამუშაო დღის განმავლობაში, პრეტენდენტის საბანკო რეკვიზიტებზე.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
ინფორმაცია გამოცდილების შესახებ:
- პრეტენდენტს უნდა გააჩნდეს, შესაბამის სფეროში, საქართველოს ბაზარზე ოპერირების მინიმუმ 3 (სამი) წლიანი გამოცდილება დღეის მდგომარეობით; შესაბამისად უნდა წარმოადგინოს პორტფოლიო;
- უნდა ჰყავდეს სათანადო კადრები, რომლებიც უზრუნველყოფენ ფორმების დროულად და ხარისხიანად დამადებას (შეკერვას). შესაბამისად უნდა წარმოადგინოს კადრების არსებობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია;
- უნდა გააჩნდეს ფინანსური მდგრადობა, იმისათვის, რომ არ შეფერხდეს ფორმების მოწოდების პროცესი. შესაბამისად უნდა წარმოადგინოს შესაბამისი დამადასტურებელი დოკუმენტაცია (ფინანსური ბრუნვის შესახებ ისტორია);
შეფასების კრიტერიუმები:
- კომერციულად მომგებიანი წინადადების წარდგენა (მინიმალური ღირებულება , ხარისხისა და მოწოდების ვადების გათვალისწინებით) – 0,5 ქულა;
- გამოცდილება და კვალიფიკაცია - 0,3 ქულა;
- ანალოგიური პროექტების მართვის გამოცდილება - 0,2 ქულა;
გამარჯვებული კომპანიის გამოვლენა მოხდება ამ პროცესისათვის სპეციალურად შექმნილი სამუშაო ჯგუფის მიერ, დაინტერესებული პირების მიერ წარმოდგენილი შემოთავაზებების შეფასების საფუძველზე. დალუქული კონვერტები გაიხსნება და წარმოდგენილი შემოთავაზებები გაეცნობა ყველა მონაწილე მხარეს. კონვერტების გახსნიდან არაუგვიანეს 5 (ხუთი) სამუშაო დღისა სამუშაო ჯგუფი დეტალურად შეაფასებს წარმოდგენილ მასალას და გამოავლენს გამარჯვებულ პირს წინასწარ დადგენილი შეფასების კრიტერიუმების გათვალისწინებით.
გამოქვეყნებული ინტერესთა გამოხატვის გამოცხადება არ ავალდებულებს სსიპ სასწავლო უნივერსიტეტი - ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიას გააფორმოს შესაბამისი ხელშეკრულება დაინტერესებულ პირებთან. აკადემია იტოვებს უფლებას, საკუთარი მოსაზრებით ნებისმიერ მომენტში შეწყვიტოს ან შეცვალოს პროცედურა, გამორიცხოს ნებისმიერი მხარე პროცედურიდან ან უარი თქვას გამოხატულ ინტერესებზე ყოველგვარი ვალდებულების გარეშე.
დაინტერესებულმა პირებმა უნდა წარმოადგინონ წინამდებარე განაცხადის შესაბამისად მომზადებული შემოთავაზება 2026 წლის 3 მაისის 18:00 სთ–მდე, დალუქულ კონვერტებში სსიპ სასწავლო უნივერსიტეტი - ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემის ადმინისტრაციულ შენობაში (ქ. ბათუმი , შოთა რუსთაველის გამზირი №53).
გამარჯვებული კომპანიის გამოვლენა მოხდება ამ პროცესისათვის სპეციალურად შექმნილი სამუშაო ჯგუფის მიერ, დაინტერესებული პირების მიერ წარმოდგენილი შემოთავაზებების შეფასების საფუძველზე. დალუქული კონვერტები გაიხსნება და წარმოდგენილი შემოთავაზებები გაეცნობა ყველა მონაწილე მხარეს. კონვერტების გახსნიდან არაუგვიანეს 5 (ხუთი) სამუშაო დღისა სამუშაო ჯგუფი დეტალურად შეაფასებს წარმოდგენილ მასალას და გამოავლენს გამარჯვებულ პირს წინასწარ დადგენილი შეფასების კრიტერიუმების გათვალისწინებით.
გამოქვეყნებული ინტერესთა გამოხატვის გამოცხადება არ ავალდებულებს სსიპ სასწავლო უნივერსიტეტი - ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიას გააფორმოს შესაბამისი ხელშეკრულება დაინტერესებულ პირებთან. აკადემია იტოვებს უფლებას, საკუთარი მოსაზრებით ნებისმიერ მომენტში შეწყვიტოს ან შეცვალოს პროცედურა, გამორიცხოს ნებისმიერი მხარე პროცედურიდან ან უარი თქვას გამოხატულ ინტერესებზე ყოველგვარი ვალდებულების გარეშე.
დაინტერესებულმა პირებმა უნდა წარმოადგინონ წინამდებარე განაცხადის შესაბამისად მომზადებული შემოთავაზება 2026 წლის 3 მაისის 18:00 სთ–მდე, დალუქულ კონვერტებში სსიპ სასწავლო უნივერსიტეტი - ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემის ადმინისტრაციულ შენობაში (ქ. ბათუმი , შოთა რუსთაველის გამზირი №53).
ტენდერი/კონკურსი
კონკურსი,
ტენდერი
ნახვები
უნიკალური ნახვები
