შემდეგი
დღეს - 06 მაი
სტანდარტი
ექაუნთ მენეჯერი
თბილისი, ნაძალადევი
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: recruitment24@hh.ge
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: გაყიდვები
გაყიდვების განვითარება და სტრატეგია, გაყიდვების ანალიტიკა, B2B /კორპორატიული გაყიდვები - ინდუსტრია / სფერო: ჯანდაცვა
სამედიცინო მოწყობილობა - გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- განაკვეთი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- გამოცდილება აუცილებელია: 1-დან 1 წლამდე
- სპეციალობა / სპეციალიზაცია(აუცილებელი):გაყიდვები
გაყიდვების განვითარება და სტრატეგია, გაყიდვების ანალიტიკა, B2B /კორპორატიული გაყიდვები - ინდუსტრია / სფერო(აუცილებელი):ჯანდაცვა
სამედიცინო მოწყობილობა - ენები: ინგლისური
დასაქმების სააგენტო ეიჩარი (HH recruitment) აცხადებს ვაკანსიას ექაუნთ მენეჯერის პოზიციაზე თბილისიში ერთ-ერთი კომპანიისთვის, რომელიც სამედიცინო მასალების ინდუსტრიაში მოღვაწეობს.
სამუშაო აღწერილობა:
- კომპანიის არსებულ კლიენტებთან მუდმივი კომუნიკაცია, შეკვეთების სწორი დაგეგმვა და დროული შესრულება.
- კლიენტის მხარდაჭერა, შეკვეთების ზუსტი კოორდინაცია და გრძელვადიანი პარტნიორობის შენარჩუნება.
- კლიენტის მოთხოვნების, მიზნებისა და პრობლემების ანალიზი, მათთვის კონსულტაცია და პრობლემის გადაჭრის გზების რეალიზება.
- კლიენტის მიერ დაფიქსირებული საკითხების სწრაფი გადაჭრა და კომუნიკაცია შიდა გუნდთან პრობლემის დროულად აღმოსაფხვრელად.
- პრიორიტეტების სწორად დალაგება და ეფექტური კომუნიკაცია.
- შეკვეთების მიღება, მიწოდების პროცესის კოორდინაცია და ლოგისტიკურ/საწყობის/სერვის გუნდებთან თანამშრომლობა პროდუქციის დროული მიწოდების უზრუნველსაყოფად;
- კომერციული წინადადებების, ფასთაღრიცხვებისა და ტექნიკურ-კომერციული შეთავაზებების მომზადება;
- თანამშრომლობის გაფართოება(Upsell/Cross-sell), დამატებითი პროდუქტებისა და სერვისების შეთავაზება არსებულ კლიენტებზე, სხვადასხვა სიახლეების შეთავაზება და ტექნიკური-ფინანსური ინფორმაციის მიწოდება.
- სამედიცინო ტექნიკისა და პროდუქციის ტექნიკური მახასიათებლების შესწავლა და კლიენტებისთვის პროფესიონალური კონსულტაციის გაწევა;
- პროდუქციის/სამედიცინო ტექნიკის პრეზენტაციების, დემონსტრაციებისა და ტრენინგების ჩატარება ექიმებისა და ტექნიკური პერსონალისთვის;
- არსებულ კლიენტებთან პარტნიორული ურთიერთობის შენარჩუნება, მათთვის სიახლეების შეთავაზება და შედეგების უზრუნველყოფა. გაყიდვების გეგმის შესრულება, შეთანხმებების მიღწევა კომპანიაში არსებულ და ახალ კლიენტებთან.
- მარკეტინგულ აქტივობებში ჩართულობა (პრეზენტაციები, გამოფენები, სემინარები, პროდუქტის დემონსტრაცია და სხვა);
- სხვადასხვა მონაცემთა ბაზის მუდმივი განახლება, გაუმჯობესება და რეგულარული მონიტორინგი;
- მენეჯმენტისთვის პერიოდული ანგარიშგების (რეპორტინგის) მომზადება გაყიდვების შედეგებზე, პროგნოზებსა და აქტივობებზე;
- სახელმწიფო და კერძო ტენდერებში/შესყიდვებში მონაწილეობა, სატენდერო დოკუმენტაციის მომზადებასა და წარდგენაში ჩართულობა;
- გაყიდვის შემდგომი მომსახურების (after-sales service) მონიტორინგი, კლიენტის კმაყოფილების შეფასება და პრობლემების ოპერატიული გადაჭრა;
- კონტრაქტების პირობების შესრულების კონტროლი, გადახდების მონიტორინგი და დებიტორული დავალიანებების მართვაში მონაწილეობა;
- სამედიცინო ტექნიკისა და პროდუქციის უსაფრთხოების, სერტიფიკაციისა და მოქმედი რეგულაციების დაცვა და შესაბამისი მოთხოვნების გათვალისწინება კლიენტებთან მუშაობისას;
- კლიენტების უკუკავშირის შეგროვება და მენეჯმენტისთვის რეკომენდაციების მიწოდება პროდუქტებისა და სერვისის გაუმჯობესების მიზნით;
- კომპანიის შიდა პოლიტიკებისა და ეთიკის სტანდარტების დაცვა;
- ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება ,,დასაქმებულის” კვალიფიკაციის ფარგლებში.
ძირითადი მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი
- მნიშვნელოვანია უმაღლესი განათლება სამედიცინო ან ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით,
- სასურველია გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება
- სასურველია სამედიცინო აპარატურით/სახარჯი მასალებით ვაჭრობის ინდუსტრიაში მუშაობის გამოცდილება
- აუცილებელია ინგლისური ენის ცოდნა B2 დონეზე
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ გამოგზავნეთ CV ელ.ფოსტაზე: recruitment24@hh.ge
გისურვებთ წარმატებებს!
გაყიდვები
გაყიდვების განვითარება და სტრატეგია,
გაყიდვების ანალიტიკა,
B2B /კორპორატიული გაყიდვები
ნახვები
უნიკალური ნახვები