შემდეგი
დღეს - 06 ივნ
ვიპ
დემი შეფი
ბათუმი
რესტორანი
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: Giorgisvanidze80@gmail.com
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: სასტუმრო / რესტორანი / კვება
კულინარია - ინდუსტრია / სფერო: დასვენება და მოგზაურობა
რესტორანი/კაფე/ბარი - გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- განაკვეთი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- სასურველია გამოცდილება:
- გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- ენები: ქართული
რესტორანი აცხადებს ვაკანსიას დემი შეფის პოზიციაზე.
უშუალო ხელმძღვანელი - სუ შეფი
სამუშაო გრაფიკი - სრული
პოზიციის ძირითადი როლი - შეკვეთების დროული, ხარისხიანი შესრულება
ძირითადი ფუნქციები
- გუნდის კოორდინირებული მუშაობის უზრუნველყოფა, გუნდთან აქტიური თანამშრომლობა და კომუნიკაცია;
- თანამშრომლების საჭირო რესურსით უზრუნველყოფა მათი მოვალეობების შეუფერხებლად შესრულებისთვის;
- ცვლის განმავლობაში თანამშრომლების საქმიანობის მონიტორინგი, ობიექტური შეფასება, უკუკავშირის დაბრუნება, მათი კვალიფიკაციის ამაღლებაზე მუდმივი ზრუნვა;
- ჯანსაღი სამუშაო გარემოს ხელშეწყობა;
- კერძების დადგენილი რეცეპტების, პროდუქტის განსაზღვრული რაოდენობების და სტანდარტების შესაბამისად მომზადების მონიტორინგი;
- მიღებული შეკვეთების კოორდინაცია, აღრიცხვა, მზარეულებს შორის ეფექტური განაწილების უზრუნველყოფა;
- კერძების სტუმრამდე მიწოდების მონიტორინგი, კერძის ხარისხის, რაოდენობის, პრეზენტაბელურობის, ტემპერატურის, მიწოდების ხანგრძლივობის და სხვა საჭირო სტანდარტებთან შესაბამისობის დაცვის მონიტორინგი;
- პროდუქციის / სამზარეულოს მარაგების მონიტორინგი;
- პროდუქტის ხარისხის და ვადების მუდმივი მონიტორინგი;
- გარკვეული პერიოდულობით აღწერების/ინვენტარიზაციის პროცესებში ჩართულობა;
- სამუშაო პროცესებში შესაძლო რისკების იდენტიფიცირება და პრევენციული ზომების უზრუნვლეყოფა;
- სანიტარული, ჰიგიენური ნორმების, უსაფრთხოების წესების, შრომის დისციპლინის ნორმების დაცვა; ცვლაში მომუშავე თანამშრომლების მხრიდან აღნიშნული ნორმები, წესების, რეგულაციების დაცვის მონიტორინგი;
- სამზარეულოს/სამუშაო სივრცის მუდმივად სუფთა და მოწესრიგებულ მდგომარეობაში შენარჩუნება;
- სტუმართმოყვარე, ყურადღებიანი, უსაფრთხო და მეგობრული გარემოს შექმნის ხელშეწყობა;
- სტუმრის კმაყოფილებაზე მუდმივი ზრუნვა;
- სამუშაო ინვენტარის და დანადგარების გამართულ მდგომარეობაში შენარჩუნება;
- საჭიროებისას, თანამშრომლების ტრენინგი ინვენტარის, ჭურჭლის და დანადგარების გამოყენების წესების მიზნით. აღნიშნული წესების დაცვის მონიტორინგი;
- საქმიანობასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის მართვა;
- სხვა სტრუქტურულ ერთეულებთან კოორდინირებული მუშაობა;
- მატერიალური და არამატერიული ქონების გაფრთხილება და დაცვა;
- კონფიდენციალური ინფორმაციის დაცვა;
- მოქმედი საკანონმდებლო და ნორმატიული აქტების, შიდა ნორმატიული ინსტრუქციების, კომპანიის შიდა წესების დაცვა;
კვალიფიკაცია
- სასურველია ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
- HACCP – ის სტანდარტების და საქმიანობასთან დაკავშირებული კანონმდებლობის ცოდნა
უნარები
- გუნდური მუშაობის და ლიდერული უნარი;
- რესურსების ეფექტიანი განაწილების უნარი;
- პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი;
- პროაქტიული მუშაობის და ინიციატივის გამოჩენის უნარი;
- სხვისი აზრის მოსმენის, პატივისცემის და გაზიარების უნარი;
- გადაწყვეტილების მიღების და დაგეგმარების უნარი;
- პრობლემური საკითხების მოგვარების უნარი;
- კონფლიქტური სიტუაციების მართვის უნარი;
- ორგანიზებული საქმიანობის წარმართვის უნარი;
დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე: Giorgisvanidze80@gmail.com
სასტუმრო / რესტორანი / კვება
კულინარია
ნახვები
უნიკალური ნახვები