დღეს - 11 ივნ
სტანდარტი
საბითუმო გაყიდვების ხელმძღვანელი
თბილისი, საბურთალო, უნივერსიტეტის ქ.
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: career@connect.com.ge
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: გაყიდვები
საბითუმო გაყიდვები, B2B /კორპორატიული გაყიდვები - ინდუსტრია / სფერო: ენერგეტიკა და სამთო სამუშაოები
ნავთობი და ენერგეტიკა - გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- განაკვეთი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- გამოცდილება აუცილებელია: 2-დან 5 წლამდე
- სპეციალობა / სპეციალიზაცია(აუცილებელი):გაყიდვები
საბითუმო გაყიდვები, B2B /კორპორატიული გაყიდვები - ინდუსტრია / სფერო(აუცილებელი):ენერგეტიკა და სამთო სამუშაოები
ნავთობი და ენერგეტიკა - გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- მინიმალური განათლების დონე: ბაკალავრი
- ენები: ინგლისური,რუსული
ნავთობკომპანია „ქონექთი“ (Connect) 2014 წლიდან წარმატებით ოპერირებს საქართველოს ბაზარზე და ფლობს 140-ზე მეტ ავტოგასამართ სადგურს ქვეყნის მასშტაბით. 2025 წლიდან კომპანია ოპერირებს საკუთარი ნავთობტერმინალით, რაც იმპორტისა და დისტრიბუციის სრული ციკლის ეფექტურად მართვის შესაძლებლობას გვაძლევს.
ნავთობკომპანია „ქონექთი“ (Connect) აცხადებს ვაკანსიას საბითუმო გაყიდვების ხელმძღვანელის პოზიციაზე
ჩვენ ვეძებთ შედეგზე ორიენტირებულ და გამოცდილ გაყიდვების პროფესიონალს, რომელიც შეძლებს კომპანიის საბითუმო მიმართულების განვითარებას, ახალი პარტნიორების მოზიდვას და გაყიდვების ზრდის უზრუნველყოფას.
თუ გაქვთ ძლიერი მოლაპარაკების უნარები, ბიზნეს კავშირების განვითარების გამოცდილება და გსურთ კარიერული ზრდა სტაბილურ და მზარდ კომპანიაში — შემოუერთდით ჩვენს გუნდს.
სამუშაო პირობები:
ძირითადი პასუხისმგებლობები:
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
პიროვნული უნარები:
ჩვენ გთავაზობთ:
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელ-ფოსტის მისამართზე: career@connect.com.ge და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.
თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანიის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე, ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანიის მონაცემთა ბაზაში შეconინახება 6 თვის ვადით.
კომპანია ემიჯნება ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას როგორც ვაკანსიის შესახებ განცხადების გამოქვეყნების და შერჩევის ეტაპზე, ისე შრომითი ურთიერთობის ფარგლებში.
წარმატებებს გისურვებთ !

- სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი — პარასკევი | 10:00 – 18:00
- ადგილმდებარეობა: თბილისი, საბურთალო, უნივერსიტეტის ქუჩა #8ა
- ანაზღაურება: ფიქსირებული + ბონუს სისტემა (გამოცდილებისა და შედეგების მიხედვით)
ძირითადი პასუხისმგებლობები:
- საბითუმო გაყიდვების სტრატეგიის დაგეგმვა და განხორციელება;
- ახალი კლიენტების მოძიება და პარტნიორული ქსელის გაფართოება;
- არსებული კლიენტური პორტფელის განვითარება;
- კომერციული მოლაპარაკებების წარმოება და კონტრაქტების გაფორმება;
- ბაზრისა და კონკურენტული გარემოს ანალიზი;
- გაყიდვების შედეგების მონიტორინგი და ანგარიშგება;
- ფასებისა და კომერციული შეთავაზებების მომზადება;
- კლიენტებთან გრძელვადიანი ურთიერთობების ჩამოყალიბება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება ბიზნესის, მარკეტინგის ან მომიჯნავე მიმართულებით;
- მინიმუმ 5-წლიანი გამოცდილება გაყიდვების სფეროში, სასურველია საბითუმო/B2B მიმართულებით;
- მინიმუმ 2-წლიანი მენეჯერული გამოცდილება;
- პრიორიტეტი მიენიჭებათ კანდიდატებს, რომლებსაც აქვთ გამოცდილება საწვავის, ენერგეტიკის ან მომიჯნავე ინდუსტრიაში.
- ძლიერი კომუნიკაციისა და მოლაპარაკების უნარები;
- შედეგებზე ორიენტირებული და ანალიტიკური მიდგომა;
- CRM სისტემებთან მუშაობის გამოცდილება;
- რუსული და ინგლისური ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა.
პიროვნული უნარები:
- სტრატეგიული აზროვნება;
- ლიდერული უნარები;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- გადაწყვეტილებების სწრაფად და ეფექტურად მიღების უნარი;
- დროის ეფექტურად მართვის უნარი;
- მოლაპარაკებებისა და კონფლიქტების მართვის გამოცდილება.
ჩვენ გთავაზობთ:
- სტაბილურ და განვითარებაზე ორიენტირებულ გარემოს;
- კარიერული ზრდის შესაძლებლობას;
- პროფესიულ განვითარებას;
- კონკურენტულ ანაზღაურებას და ბონუს სისტემას;
- თანამედროვე და დინამიკურ სამუშაო გარემოს.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელ-ფოსტის მისამართზე: career@connect.com.ge და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.
თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანიის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე, ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანიის მონაცემთა ბაზაში შეconინახება 6 თვის ვადით.
კომპანია ემიჯნება ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას როგორც ვაკანსიის შესახებ განცხადების გამოქვეყნების და შერჩევის ეტაპზე, ისე შრომითი ურთიერთობის ფარგლებში.
წარმატებებს გისურვებთ !
გაყიდვები
საბითუმო გაყიდვები,
B2B /კორპორატიული გაყიდვები
ნახვები
უნიკალური ნახვები