დღეს - 11 ივნ
ვიპ
ჰორეკა წარმომადგენელი/მენეჯერი
თბილისი
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: hr@ancientvalley.ge
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: გაყიდვები
გაყიდვების წარმომადგენლობა და მოლაპარაკება - ინდუსტრია / სფერო: სამომხმარებლო პროდუქტები და სერვისები
საკვები და სასმელები, ღვინო და ალკოჰოლური სასმელები - გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- განაკვეთი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
- ანაზღაურება: ფიქსირებული 1600
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- გამოცდილება აუცილებელია: 2-დან 3 წლამდე
- ენები: ინგლისური
- მართვის მოწმობა: B კატეგორია
ღვინის მწარმოებელი და ექსპორტიორი კომპანია “ეინშენთ ველი” (https://ancientvalley.ge/ ) ეძებს კანდიდატს ჰორეკა წარმომადგენლის/მენეჯერის პოზიციაზე, თბილისში.
კომპანია ფლობს საწარმოებს რაჭასა და კახეთში. ღვინო იყიდება როგორც ადგილობრივ ბაზარზე, ასევე, ექსპორტზე.
ჩვენი მიზანია, შევქმნათ ძლიერი პოზიციონირება ადგილობრივ HoReCa სექტორში და გავაფართოოთ პარტნიორული ქსელი.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- HoReCa სექტორში (რესტორნები, ბარები, სასტუმროები) გაყიდვების განვითარება
- სტრატეგიული კლიენტების (Key Accounts) მართვა და გრძელვადიანი ურთიერთობების შენება
- ახალი პარტნიორების იდენტიფიცირება და მოზიდვა
- პროდუქციის პრეზენტაცია, დეგუსტაციების და ტრენინგების ორგანიზება
- მოლაპარაკებების წარმოება და კომერციული პირობების შეთანხმება
- გაყიდვების გეგმის შესრულება და შედეგების ანალიზი
- ბაზრის ტენდენციებისა და კონკურენტების მონიტორინგი
ძირითადი მოთხოვნები:
- მინიმუმ 2-3 წლიანი გამოცდილება გაყიდვებში (მათ შორის FMCG სექტორში)
- სასურველია HoReCa მიმართულებით მუშაობის პრაქტიკული გამოცდილება
- ბრენდის პრეზენტაციისა და storytelling-ის უნარი
- ინგლისური ენის ცოდნა
- მართვის მოწმობა (B კატეგორია) და საკუთარი ავტომობილი.
- ძლიერი კომუნიკაციისა და მოლაპარაკების უნარები
რას გთავაზობთ ჩვენ:
- ანაზღაურების პაკეტი: ფიქსირებული 1600 ლარი ხელზე ასაღები და ბონუსი;
- ჯანმრთელობის კორპორატიული დაზღვევა;
- საკომუნიკაციო ხარჯები - ულიმიტო;
- ცვეთის ყოველთვიური ანაზღაურება;
- საწვავით უზრუნველყოფა;
თუკი ზემოთ აღწერილმა გააღვივა თქვენი ინტერესი რომ გაგვიცნოთ, მოუთმენლად ველოდებით თქვენს რეზიუმეს: hr@ancientvalley.ge
მადლობა დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!
გაყიდვები
გაყიდვების წარმომადგენლობა და მოლაპარაკება
ნახვები
უნიკალური ნახვები
