დღეს - 13 ივნ
სტანდარტი
კონსტრუქტორი
თბილისი, ავჭალა, ა.მანაგაძის ქ.
სამშენებლო კომპანია
ვაკანსიაზე გამოხმაურება

ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:

  • სპეციალობა / სპეციალიზაცია: სამშენებლო გადახურვა, რესტავრაცია, არქიტექტურა
  • ინდუსტრია / სფერო: მშენებლობა სამოქალაქო საინჟინრო საქმე
  • გამოცდილების დონე / რგოლი: უფროსი რგოლი
  • განაკვეთი: სრული განაკვეთი
  • დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
  • მივლინებები: კი(40%)
  • სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
  • ანაზღაურება:
    ფიქსირებული 2500 - 4000
  • დამატებითი სარგებელი (ბენეფიტები): ჯანმრთელობის დაზღვევა

დამსაქმებლის მოთხოვნები:

  • გამოცდილება აუცილებელია: 5-დან 10 წლამდე
  • სპეციალობა / სპეციალიზაცია(აუცილებელი):
    სამშენებლო გადახურვა, რესტავრაცია, არქიტექტურა
  • ინდუსტრია / სფერო(აუცილებელი):
    მშენებლობა სამოქალაქო საინჟინრო საქმე
  • გამოცდილების დონე / რგოლი: უფროსი რგოლი
  • მინიმალური განათლების დონე: ბაკალავრი, მაგისტრი
  • ენები: ქართული,ინგლისური

ქართულ ბაზარზე არსებული მსხვილი სამშენებლო კომპანიაა, რომელიც 2012 წლიდან ოპერირებს ბაზარზე და ითვლის სხვადასხვა ტიპისა თუ სირთულის პროექტებს , დაგეგმვიდან დასრულებამდე სრული ციკლის მართვის მრავალწლიან გამოცდილებას ეძებს გამოცდილ კონსტრუქტორს, რომელიც ჩაერთვება სხვადასხვა მასშტაბისა და ტიპის პროექტებში — როგორც სამრეწველო, ასევე სამოქალაქო მიმართულებით.

ძირითადი მოვალეობები:

  • სამოქალაქო და საცხოვრებელი შენობების მზიდი კონსტრუქციების გაანგარიშება და დაპროექტება.
  • ფასადების რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციის პროექტებისთვის არსებული მზიდი ელემენტების მდგრადობის შეფასება.
  • ძველი/ავარიული შენობების კონსტრუქციული გაძლიერებისა და გამაგრების პროექტების მომზადება.
  • სამუშაო ნახაზების (რკინაბეტონის და ლითონის კონსტრუქციები) და დეტალიზაციის კვანძების შემუშავება.
  • საპროექტო დოკუმენტაციის მოქმედ სამშენებლო ნორმებთან და სტანდარტებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა.
  • არქიტექტორებთან, ფასადის დიზაინერებთან და სამშენებლო გუნდთან აქტიური კოორდინაცია.
  • ობიექტებზე ვიზიტი, ტექნიკური მდგომარეობის შესწავლა და საავტორო ზედამხედველობა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება სამოქალაქო ინჟინერიის, ნაგებობების მედეგობის ან მშენებლობის მიმართულებით.
  • სამუშაო გამოცდილება ინჟინერ-კონსტრუქტორის პოზიციაზე (სასურველია რეაბილიტაციისა და სამოქალაქო მშენებლობის პროექტებში).
  • საპროექტო და საანგარიშო პროგრამების მაღალ დონეზე ფლობა ;
  • შენობების დეფორმაციების, ბზარების ანალიზისა და გამაგრების მეთოდოლოგიების ცოდნა.
  • სამშენებლო მასალების (ბეტონი, ლითონი, ხე, კომპოზიტური მასალები) თვისებების კარგად ცოდნა.

რას გთავაზობთ:
  • სტაბილურ სამუშაოს მზარდ და დინამიურ კომპანიაში.
  • მონაწილეობას მასშტაბურ და საპასუხისმგებლო (მათ შორის ისტორიულ) პროექტებში.
  • კონკურენტუნარიან ანაზღაურებას

დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე: kbarazna@scn.ge

სამშენებლო
გადახურვა,
რესტავრაცია,
არქიტექტურა
ნახვები
უნიკალური ნახვები