დღეს - 31 მაი
სტარტი
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: ადმინისტრაცია / ბიზნესის მართვა
პროექტების მართვა, პროექტების კოორდინირება ინჟინერია წყლის რესურსების ინჟინერია - ინდუსტრია / სფერო: მშენებლობა
მშენებლობა - გამოცდილების დონე / რგოლი: უფროსი რგოლი
- განაკვეთი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- გამოცდილება აუცილებელია: გამოცდილება 3 წლიდან
- სპეციალობა / სპეციალიზაცია(აუცილებელი):ადმინისტრაცია / ბიზნესის მართვა
პროექტების მართვა, პროექტების კოორდინირება ინჟინერიაწყლის რესურსების ინჟინერია - ინდუსტრია / სფერო(აუცილებელი):მშენებლობა
მშენებლობა - გამოცდილების დონე / რგოლი: უფროსი რგოლი
- მინიმალური განათლების დონე: ბაკალავრი
- ენები: ინგლისური
კომპანია "არქი", წამყვანი დეველოპერული კომპანია საქართველოში, რომელიც დაარსდა 2006 წელს. უკვე წარმატებით დავასრულეთ 50-მდე პროექტი და ამჟამად გვაქვს 25-ზე მეტი მიმდინარე მშენებლობა საქართველოში.
„არქი“-ში ვეძებთ Plumbing (წყალი, კანალიზაცია, ხანძარქრობა, სანიაღვრე სისტემები) ინჟინერს და მისი ძირითადი ფუქნციები იქნება:
- პროექტირების კონცეფციისა და მიდგომების შემუშავება, მონაცემების შეგროვება და გადამოწმება;
- საპროექტო დოკუმენტაციის შემოწმება კონტრაქტის მოთხოვნებისა და მოქმედი ადგილობრივი/საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად;
- დოკუმენტაციის ტექნიკურ შეფასებაში მონაწილეობა, მიღებული პროექტის რევიზია-ოპტიმიზაცია;
- საჭიროების შემთხვევაში , სისტემების საპროექტო ნახაზის (კვანძის) შედგენა, ტექნიკური მოწყობილობების შერჩევა, კომპონენტების სრული სიის მომზადება და პროექტის სავარაუდო ბიუჯეტის დადგენა;
- პროექტში ცვლილებების შეტანა და პროექტის მიმდინარეობის კონტროლი;
- პროექტის დიზაინის შესაბამისი დანადგარების შერჩევაში მონაწილეობის მიღება;
- ადგილზე სისტემატიური ვიზიტის განხორციელება სამუშაოს პროგრესისა და ხარისხის კონტროლის მიზნით;
- არქიტექტორებთან, კონსტრუქტორებთან, პროექტის მენეჯერებთან კომუნიკაცია და კოორდინაცია;
- სამუშაო ნახაზების მონიტორინგი და დროული, დეტალური ანგარიშგება უშუალო ხელმძღვანელთან;
ძირითადი მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება;
- აუცილებელია მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება;
- აუცილებელია AutoCAD-ის და Revit პროგრამასთან მუშაობის გამოცდილება;
- აუცილებელია საინჟინრო სისტემების პროექტირების გამოცდილება;
- აუცილებელია Microsoft Office - ის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა;
- აუცილებელია ინგლისური ენის ცოდნა.
თუ დაგაინტერესა ჩვენმა ვაკანსიამ და გაქვს შესაბამისი გამოცდილება, მაშინ ველით შენს CV-ს, რომელიც შეგიძლია ატვირთო მითითებულ ბმულზე 2026 წლის 31 მაისის ჩათვლით:
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, თქვენი რეზიუმე მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში შეინახება კომპანიის მონაცემთა ბაზაში. ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას სხვა, მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში.
ადმინისტრაცია / ბიზნესის მართვა
პროექტების მართვა,
პროექტების კოორდინირება
ინჟინერია
წყლის რესურსების ინჟინერია
ნახვები
უნიკალური ნახვები
