დღეს - 12 ივნ
სტანდარტი
საიტ მენეჯერი
თბილისი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:

  • სპეციალობა / სპეციალიზაცია: ადმინისტრაცია / ბიზნესის მართვა პროექტების მართვა, ხარისხის კონტროლი, პროექტების კოორდინირება
  • ინდუსტრია / სფერო: დასვენება და მოგზაურობა სტუმართმოყვარეობა
  • გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
  • განაკვეთი: სრული განაკვეთი
  • დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
  • სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან

დამსაქმებლის მოთხოვნები:

  • გამოცდილება აუცილებელია: გამოცდილება 2 წლიდან
  • სპეციალობა / სპეციალიზაცია(აუცილებელი):
    ადმინისტრაცია / ბიზნესის მართვა პროექტების მართვა, ხარისხის კონტროლი, პროექტების კოორდინირება
  • ინდუსტრია / სფერო(აუცილებელი):
    დასვენება და მოგზაურობა სტუმართმოყვარეობა
  • მინიმალური განათლების დონე: ბაკალავრი
  • ენები: ინგლისური,რუსული
თბილისის ბულვარი - პირველი სრულმასშტაბიანი ურბანული კურორტი თბილისში - ეძებს სამშენებლო პროექტის გამოცდილ საიტ მენეჯერს, რომელიც გახდება მასშტაბური დეველოპერული პროექტის განხორციელების მნიშვნელოვანი ნაწილი.

თუ გსურთ იმუშაოთ თანამედროვე, მრავალფუნქციურ და საერთაშორისო სტანდარტების პროექტზე, სადაც გაერთიანებულია საცხოვრებელი, სასტუმრო, კომერციული და რეკრეაციული ინფრასტრუქტურა - ეს შესაძლებლობა თქვენთვისაა.


სამუშაო ადგილი: თბილისი, ბეშენოვას ქუჩა 20

ფუნქცია-მოვალეობები:
  • არქიტექტურული, კონსტრუქციული და საინჟინრო ქსელების პროექტირების მომზადების პროცესში მონაწილეობის მიღება;
  • სამშენებლო სამუშაოების ზედამხედველობა საპროექტო დოკუმენტაციის, მშენებლობის ნებართვის, მეთოდოლოგიის და კანონმდებლობის შესაბამისად;
  • სამშენებლო პროცესების ყოველდღიური მონიტორინგი და კონტროლი;
  • პროექტების განხორციელებისას ცვლილებების საჭიროებების საინჟინრო-ტექნიკური ანალიზი, გადაწყვეტილებების ალტერნატივების მომზადება, განხილვა პროექტის მენეჯერთან ერთად;
  • ხარჯთაღრიცხვების რევიზია და პროექტთან შედარება;
  • შესრულებული სამუშაოების ხარისხის შეფასება და გამოვლენილი ხარვეზების დაფიქსირება;
  • შესასრულებელი სამუშაოების დეფექტური აქტის მომზადების უნარი;
  • სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოების შესრულების ვადის კონტროლი სახელშეკრულებო გეგმა-გრაფიკის შესაბამისად;
  • ობიექტზე სამშენებლო-სარემონტო და სამონტაჟო სამუშაოების პროცესის კონტროლი;
  • კომპანიის მიერ შემუშავებული სამუშაოების მეთოდოლოგიის და ხარისხის მკაცრი კონტროლი;
  • შესასრულებელი სამუშაოების გეგმების, ნახაზებისა და პროექტების შესწავლა/წაკითხვა
  • სამშენებლო ობიექტებზე ეტაპობრივად შესასრულებელი სამუშაოების შეჯამება და რეპორტინგი;
  • სამშენებლო ობიექტის დეტალური აზომვა, შესრულებული და შესასრულებელი სხვადასხვა სამუშაოს რეალური მოცულობის დადგენა;
  • მასალების სტანდარტებთან და სხვა მოთხოვნებთან შესაბამისობის კონტროლი, გადახრებზე და შეუსაბამობებზე რეაგირება (ხარისხის სერტიფიკატებთან, ასევე პროექტის და დამკვეთის მოთხოვნებთან და ა.შ.);
  • ფარული სამუშაოების შესრულების კონტროლი და შესაბამისი აქტების შედგენა-დამოწმება სამშენებლო ობიექტზე შრომის უსაფრთხოების ნორმების დაცვა და კონტროლი;
  • უშუალო ხემძღვანელის მიერ დავალებების შესრულება სამშენებლო პროცესებთან დაკავშირებით.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება - სამშენებლო/საინჟინრო მიმართულებით (აუცილებელი);
  • მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება სამშენებლო პროცესების მართვის და კონტროლის მიმართულებით;
  • MS office, AutoCad და Archicad-თან მუშაობის გამოცდილება (აუცილებელია)
  • სახარჯთაღრიცხვო ფორმების წარმოების ან კონტროლის გამოცდილება (აუცილებელი)
  • ინგლისური და რუსული ენების ცოდნა (სასურველია)

თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ კომპანიამ დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები 1 წლის განმავლობაში. დამსაქმებელმა თქვენი რეზიუმე შესაძლოა განიხილოს სხვა რელევანტური ვაკანსიის შემთხვევაშიც.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე ელ. მისამართზე: hr@ginoaquapark.ge

გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება!

გისურვებთ წარმატებას!

ადმინისტრაცია / ბიზნესის მართვა
პროექტების მართვა,
ხარისხის კონტროლი,
პროექტების კოორდინირება
ნახვები
უნიკალური ნახვები