დღეს - 13 ივნ
სტარტი
ნახევარგამტარული და რადიაციული ტექნოლოგიების ლაბორატორია
თბილისი
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ტელეფონი: +995 599959913

ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:

  • სპეციალობა / სპეციალიზაცია: მეცნიერება / განათლება ლაბორატორია, უმაღლესი განათლება
  • ინდუსტრია / სფერო: განათლება უმაღლესი განათლება
  • გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
  • განაკვეთი: სრული განაკვეთი
  • დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
  • სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
  • ანაზღაურება:
    ფიქსირებული 1206

დამსაქმებლის მოთხოვნები:

  • გამოცდილება აუცილებელია:
  • სპეციალობა / სპეციალიზაცია(აუცილებელი):
    მეცნიერება / განათლება ლაბორატორია, უმაღლესი განათლება
  • ინდუსტრია / სფერო(აუცილებელი):
    განათლება უმაღლესი განათლება
  • გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
  • მინიმალური განათლების დონე: მაგისტრი
  • ენები: ქართული
სსიპ სოხუმის ილია ვეკუას ფიზიკა–ტექნიკისინსტიტუტი აცხადებს ღია კონკურსს
შემდეგი სამეცნიერო თანამდებობის დასაკავებლად: ნახევარგამტარული და რადიაციული ტექნოლოგიების ლაბორატორია
მეცნიერ– თანამშრომელი – 1 (ერთი) სრული საშტატო განაკვეთი;
თანამდებობრივი სარგო-1206 ლარი.

ფუნქციები:
  • მასკანირებელი ელექტრონული მიკროსკოპის მისაღებად მოსამზადებელ სამუშაოებში, ინსტალაციაში მონაწილეობის მიღება, მიკროსკოპის გამართული მუშაობის უზრუნველყოფა, მისი ტექნიკური მდგომარეობის მუდმივი ინსპექტირება და მისი მომსახურება მწარმოებლის მიერ დადგენილი მეთოდებითა და ინსტრუქციებით.
  • მასალების (ლითონების, ნახევარგამტარების, დიელექტრიკების, თხელი ფირების, ელექტრონული და მიკროელექტრონული ტექნიკის კომპონენტების, ნანომასალების, პოლიმერების) მორფოლოგიის, შედგენილობის, სტრუქტურის კვლევები ყველა იმ მეთოდისა და დეტექტორის გამოყენებით, რომლებითაც აღჭურვილი იქნება მასკანირებელი ელექტრონული მიკროსკოპი. მიღებული შედეგების ანალიზის წარმოდგენა მაღალი გარჩევისუნარიანობის (ნანომეტრების დონეზე) გამოსახულებების,აგრეთვე გრაფიკების, მასალაში ელემენტთა განაწილების რუკების, ჰისტოგრამებისა თუ ტექსტური ანგარიშების სახით.

მეცნიერ–თანამშრომლის კონკურსის პირობები:
კონკურსანტს უნდა ჰქონდეს:
  • მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;
  • ლაბორატორიის მიმართულების შესაბამისი სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის გამოცდილება;
  • კონკურსანტი კარგად უნდა ფლობდეს სახელმწიფო ენას და ერთ-ერთ უცხო ენას;
  • კონკურსანტი კარგად უნდა ფლობდეს შემდეგ კომპიუტერულ პროგრამებს – Microsoft Office Word, Microsoft Office Excel, ინტერნეტი.

კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა უნდა წარმოადგინონ / ან მითითებულ ელ-ფოსტაზე (xlomidze@sipt.org.ge) უნდა გამოაგზავნონ შემდეგი დოკუმენტები:
  • განცხადება (იხ. განცხადების ფორმა);
  • პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
  • ავტობიოგრაფია/CV;
  • სამეცნიერო ხარისხის დამადასტურებელი დიპლომის ასლი;
  • გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომების ჩამონათვალი, ადგილობრივ და საერთაშორისო კონფერენციებში მონაწილეობის დამადასტურებელი მასალები (ბოლო 5 წლის განმავლობაში);
  • ერთი სამეცნიერო ნაშრომის სტატიის ასლი, რომელიც განმცხადებლის აზრით უკეთესად წარმოაჩენს მის სამეცნიერო პოტენციალს/კვლევის უნარს;
  • ინფორმაცია სამეცნიერო გრანტებში მონაწილეობის შესახებ;
  • პატენტების, საავტორო მოწმობების, ლიცენზიების, გამოყენების აქტების და სამეცნიერო მოღვაწეობასთან დაკავშირებული სხვა დამადასტურებელი დოკუმენტაციის ჩამონათვალი;
  • შესაბამისი დარგის ორი მეცნიერის საკონტაქტო ინფორმაცია, რომელთაც შეიძლება რეკომენდაცია გაუწიონ კონკურსანტს (სახელი, გვარი, ტელეფონი, ელ-ფოსტა, მისამართი).


საკონკურსო საბუთების მიღება იწარმოებს ელექტრონულად ელ-ფოსტაზე: xlomidze@sipt.org.ge და მატერიალური სახით 2026 წლის 15 ივნისის 10 საათიდან 16 ივნისის 18 საათამდე (შაბათ-კვირის გარდა).
კონკურსი გაიმართება 17 ივნისს.
დამატებითი ინფორმაციისათვის საკონტაქტო პირი
ხათუნა ლომიძე ტელეფონი +995 599959913
მეცნიერება / განათლება
ლაბორატორია,
უმაღლესი განათლება
ნახვები
უნიკალური ნახვები