18 მაი - 14 ივნ
ვიპ
მშენებელი ინჟინერი
თბილისი, ფონიჭალა, ღოღობერიძის ქ.
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ტელეფონი: +995 595503503

ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:

  • სპეციალობა / სპეციალიზაცია: სამშენებლო სამშენებლო სამუშაოები
  • ინდუსტრია / სფერო: მშენებლობა მშენებლობა
  • გამოცდილების დონე / რგოლი: უფროსი რგოლი
  • განაკვეთი: სრული განაკვეთი
  • დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
  • სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
  • ანაზღაურება:
    ფიქსირებული 3000

დამსაქმებლის მოთხოვნები:

  • გამოცდილება აუცილებელია: გამოცდილება 5 წლიდან
  • სპეციალობა / სპეციალიზაცია(აუცილებელი):
    სამშენებლო სამშენებლო სამუშაოები
  • ენები: ქართული,ინგლისური,რუსული
მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობის პროცესის მართვის უზრუნველყოფის მიზნით სამშენებლო კომპანია სოლუმ დეევლოპმენტი ( www.solum.ge) იწვევს მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილებით პრაქტიკოს მშენებელ ინჟინერს (პრარაბს) რომელიც
არის მკაფიოდ ჩამოყალიბებული ლიდერული თვისებებით დაჯილდოებული და შეუძლია მის დაქვემდებარებაში არსებული 20 მდე მუშა პერსონალისგან შემდგარი გუნდის შედეგიანი მართა.
არის საკმაოდ ენერგიული რომ გაუმკლავდეს 12 სართულიან საცხოვრებელი კორპუსის ობიექტზე სხვადასხვა ტიპის სამუშაოების ერთდროულ მონიტორინგს დაწყებული პირველი სართულიდან დამთავრებული მე 12 სართულით.
არის მზად აიღოს თავის თავზე სრული პასუხისმგებლობა სამშენებლო პროცესის დათქმული ხარისხით და უსაფრთხოების წესების დაცვით შესრულებაზე

მოცემული პერსონალის ფუნქცია მოვალეობებში შევა:
  • საპროექტო დოკუმენტაციის მიხედვით ობიექტზე დასაქმებული პერსონალის და ბრიგადების ხელმძღვანელობა. შესაბამისი მითითებების და განმარტებების მიცემა რაც დაკავშირებულია სამშენებლო პროცესის მიმდინარეობასთან. საჭიროების შემთხვევაში დამხმარებ პირების კერძოდ არქიტექტორის, კონსტრუქტორის, საინჟინრო ქსელების საპროექტო გუნდის ჩართვა ტექნიკური საკითხების განხილვაში და სწორი გადამოწმებული გადაწყვეტილებების მიღება.
  • ქვეკონტრაქტორი კომპანიების მიერ შესრულებული სამუშაოების მოცულობების დათვლა. შესრულებული სამუშაოების ხარისხის დამოწმება (სამუშაოების ჩაბარება). ინფორმაციის გადაცემა ოფისისთვის მიღება ჩაბარების აქტის მოსამზადებლად.
  • მშენებლობაზე საჭირო სამშენებლო მასალების მოთხოვნის დროული ფორმირება და შესყიდვის სამსახურისზე გადაცემა. მიღებული სამშენებლო მასალების მითვლა, ხარისხის ვიზუალური შემოწმება.
  • სამშენებლო პროექტის მსვლელობისას საპროექტო დოკუმეტნაციაში გამოვლენილი ტექნიკური ხასიათის ხარვეზების, გაუმჯობესების წინადადებების შესახებ ინფორმაციის მიწოდება კომპანიის მენეჯმენტზე პროექტში კორექტირებებების დროულად ინიცირების მიზნით
  • სამშენებლო პროექტით გათვალისწინებული მშენებლობის ეტაპების დასრულების ინიცირება, კომუნიკაცია საზედამხედველო კომპანიის ინსპექტორთან ეტაპების დროულად დახურვის მიზნით
  • ობიექტზე დასაქმებული შრომის უსაფრთხოების მენეჯერთან ნაყოფიერი თანამშრომლობა შრომის უსაფრთხოების ნორმების დამრღვევი პირების დროული გამოვლენა, გაფრთხილება. საჭიროების შემთხვევაში ( განმეორებითი დარღვევა) სამშენებლო უბნიდან მათი განრიდება.

სამუშაო გრაფიკი ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით
სამუშაო უბნის ლოკაცია ზემო ფონიჭალა ღოღობერიძის ქუჩა
ანაზღაურება თვეში ფიქსირებული 3000 ლარი ხელზე + პრემიალური დანამატი პროექტის ხარისხიანად და დრულად დასრულების შემთხვევაში.

დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე:mikheil@solum.ge
ან დაგვიკავშირდით ნომერზე:+995 595503503

სამშენებლო
სამშენებლო სამუშაოები
ნახვები
უნიკალური ნახვები