19 მაი - 25 მაი
სტანდარტი
ფსიქოლოგიური კონსულტანტი / ტრენინგის ცენტრის ფსიქოლოგი კონსულტანტი
თბილისი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:

  • სპეციალობა / სპეციალიზაცია: სამედიცინო ფსიქოლოგია მეცნიერება / განათლება უმაღლესი განათლება ტრენინგ-კურსები/სასწავლო პროგრამები განათლების სექტორი, ტრენინგ კურსები
  • ინდუსტრია / სფერო: განათლება უმაღლესი განათლება
  • გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
  • განაკვეთი: სრული განაკვეთი
  • დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
  • სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან

დამსაქმებლის მოთხოვნები:

  • გამოცდილება აუცილებელია: გამოცდილება 1 წლიდან
  • სპეციალობა / სპეციალიზაცია(აუცილებელი):
    სამედიცინო ფსიქოლოგია
    მეცნიერება / განათლება უმაღლესი განათლება
    ტრენინგ-კურსები/სასწავლო პროგრამები განათლების სექტორი, ტრენინგ კურსები
  • ინდუსტრია / სფერო(აუცილებელი):
    განათლება უმაღლესი განათლება
  • გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
  • მინიმალური განათლების დონე: მაგისტრი
  • ენები: ქართული,ინგლისური
სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აცხადებს კონკურსს ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის ფსიქოლოგიური კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრის ფსიქოლოგი კონსულტანტის (0.5 განაკვეთი) შტატგარეშე პოზიციაზე კანდიდატის შესარჩევად

თსუ ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის ფსიქოლოგიური კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრის ფსიქოლოგი კონსულტანტის (0.5 განაკვეთი) ანაზღაურება განისაზღვრება თვეში 1330 (ათასსამასოცდაათი) ლარით (საშემოსავლო და საპენსიო ანარიცხების ჩათვლით).
შერჩეული კანდიდატი დასაქმდება სამი თვის გამოსაცდელი ვადით (დასაქმების პერსპექტივით). შრომითი ურთიერთობის სხვა პირობები დაზუსტდება შრომითი ხელშეკრულებით.

აპლიკანტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:
  • უნდა ჰქონდეს მაგისტრის ხარისხი ფსიქოლოგიაში;
  • მუშაობის არანაკლებ ერთ წლიანი გამოცდილება, ან კონკრეტული ფსიქოთერაპიული მიმართულებით სუპერვიზორთან მუშაობის გამოცდილება;
  • ქართულ და ინგლისურ ენაზე გამართული წერის, კითხვის და მეტყველების უნარი;
  • ფლობდეს საოფისე კომპიუტერულ პროგრამებს.

პოზიციისათვის დამახასიათებელი სპეციფიური მოთხოვნები:
  • ადამიანის ქცევის, უნარების, პიროვნების, სწავლის და მოტივაციის, შეფასების მეთოდების, ემოციური ასპექტების შესახებ ცოდნა;
  • ფსიქიკური დისფუნქციის დიაგნოზის, ინტერვენციის და რეაბილიტაციის პრინციპების, მეთოდების და პროცედურების ცოდნა;
  • ჯგუფის ქცევის და დინამიკის ცოდნა;
  • რომელიმე თერაპიული მიმართულების კონსულტაციის პრინციპების ცოდნა;
  • ფსიქოლოგიური მომსახურების ეთიკის ცოდნა.

აპლიკანტს მოეთხოვება შემდეგი პიროვნული თვისებები:
  • ემპათიის უნარი;
  • კონფლიქტური სიტუაციების მართვის უნარი;
  • აქტიური მოსმენის უნარი;
  • კრეატიულობა / შემოქმედებითობა;
  • კომუნიკაბელურობა;
  • გუნდში ეფექტური მუშაობის უნარი;
  • პუნქტუალურობა და დროის ეფექტიანი მართვა;
  • სიტუაციის შესაბამისად, გადაწყვეტილების სწრაფად მიღების უნარი.

აპლიკანტი უნდა იცნობდეს:
  • ფაკულტეტის დებულებას;
  • თსუ წესდებას;

ფსიქოლოგიური კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრის ფსიქოლოგი კონსულტანტის პოზიციაზე დასაქმების შემთხვევაში პირს მოეთხოვება შემდეგი ფუნქციების (ძირითადი მოვალეობები) შესრულება:
  • თსუ სტუდენტთა ინდივიდუალური კონსულტაცია და საჭიროებიდან გამომდინარე ჯგუფური სესიების ჩატარება ფსიქიკური ჯანმრთელობის საკითხებში;
  • თსუ სტუდენტის დახმარება პრობლემებთან გამკლავების უნარების განვითარებაში;
  • მხარდაჭერა ემოციების გამოხატვაში და მათი დახმარება საკუთარი თავის და ურთიერთობების უკეთ გაგებაში;
  • სტუდენტი კლიენტის შესახებ ინფორმაციის მოგროვება ინტერვიუს, დაკვირვების და შეფასების ინსტრუმენტების გამოყენებით. ჩანაწერების და ანგარიშის წარმოება;
  • კლიენტის ფსიქიკური მდგომარეობის შეფასება;
  • კონსულტირების გეგმის შედგენა კლინიკური შეფასების საფუძველზე;
  • პროგრესის შეფასება კონსულტირების გეგმის შესაბამისად;
  • საჭიროების შემთხვევაში, კონსულტირების გეგმასთან დაკავშირებით სხვა სპეციალისტებთან თანამშრომლობა;
  • საჭიროების შემთხვევაში სტუდენტის გადამისამართება შესაბამის სპეციალისტთან და მისთვის სერვისების შესახებ ინფორმაციის მიწოდება;
  • ფსიქოლოგიური კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრის ფეისბუქ გვერდითვის მასალების მომზადება და შესაბამისი სამსახურისთვის მიწოდება;
  • სტუდენტებისთვის საგანმანათლებლო ინფორმაციის მომზადება ფსიქიკური ჯანმთელობის საკითხებზე, სტუდენტების მოთხოვნის და საჭიროების მიხედვით მათთვის ტრენინგის ჩატარება.

კონკურსში მონაწილეობის მსურველ აპლიკანტს მოეთხოვება შემდეგი საბუთების წარმოდგენა:
  • განცხადება
  • CV ქართულ ენაზე (დოკუმენტის PDF ვერსია) ელექტრონულად;
  • უმაღლესი განათლების დამადასტურებელო დიპლომის ასლი;
  • პირადობის მოწმობის ან პასპორტის სურათიანი გვერდის ასლი;
  • კონკურსით გამოცხადებული ვაკანსიის დაკავების შემთხვევაში აპლიკანტმა პერსონალის მართვის დეპარტამენტში უნდა წარმოადგინოს ცნობა - ,,სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლობის შესახებ”.

კონკურსში მონაწილეობის მსურველი აპლიკანტის შერჩევა განხორციელდება სააპლიკაციო პაკეტის განხილვის საფუძველზე საკონკურსო კომისიის მიერ. აპლიკანტები, ვის მიერ წარმოდგენილი საბუთებიც დააკმაყოფილებს საკონკურსო მოთხოვნებს, წინასწარი შეტყობინების საფუძველზე შესარჩევ კომისიასთან გაივლიან გასაუბრებას (კონკრეტული თარიღი და დრო ეცნობებათ წინასწარ). გასაუბრების შედეგები აპლიკანტებს ეცნობებათ პირადად.

მოთხოვნილი დოკუმენტები აპლიკანტის მიერ გადმოგზავნილ უნდა იქნეს 2026 წლის 20 მაისიდან 2026 წლის 25 მაისის ჩათვლით, 17:00 საათამდე ელექტრონულ მისამართზე: vacancy@tsu.ge. სათაურის ველში უნდა მიეთითოს - „ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის ფსიქოლოგიური კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრის ფსიქოლოგი კონსულტანტის პოზიცია“.
სამედიცინო
ფსიქოლოგია
მეცნიერება / განათლება
უმაღლესი განათლება
ტრენინგ-კურსები/სასწავლო პროგრამები
განათლების სექტორი,
ტრენინგ კურსები
ნახვები
უნიკალური ნახვები
მსგავსი განცხადებები