შემდეგი
19 მაი - 02 ივნ
სტარტი
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: ბუღალტერია / ფინანსები
ბუღალტრული აღრიცხვა - ინდუსტრია / სფერო: ფინანსები
საბანკო საქმიანობა - გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- განაკვეთი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- გამოცდილება აუცილებელია: გამოცდილება 1 წლიდან
- სპეციალობა / სპეციალიზაცია(სასურველი):ბუღალტერია / ფინანსები
ბუღალტრული აღრიცხვა - ინდუსტრია / სფერო(სასურველი):ფინანსები
საბანკო საქმიანობა - გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- მინიმალური განათლების დონე: ბაკალავრი
- ენები: ქართული
”ბბ ლიზინგი” აცხადებს ვაკანსიას “ბუღალტრის” პოზიციაზე.
მოვალეობები:
- ბუღალტრული აღრიცხვის პროგრამაში საოპერაციო (ანაზღაურებები, საექსპლუატაციო, სამეურნეო, საკანცელარიო და ლიზინგთან დაკავშირებული სხვა) ხარჯებისა და შემოსავლების აღრიცხვა;
- ძირითადი საშუალებებისა და არამატერიალური აქტივების აღრიცხვა;
- კონტრაგენტებთან ანგარიშსწორება და საბუთების (ხელშეკრულება, ინვოისი, ზედნადები, ფაქტურა) სისწორის შემოწმება;
- განყოფილების სააღრიცხვო დოკუმენტაციის წარმოება, დახარისხება, დაარქივება და შენახვა;
- საგადასახადო დეკლარაციების შესავსებად საჭირო ინფორმაციისა და გაანგარიშებების მომზადებაში მონაწილეობა;
- შიდა კონტროლის სისტემის მუშაობის პროცესში მონაწილეობა;
- საგადასახადო კანონმდებლობისა და მეთოდოლოგიური სიახლების რეგულარული გაცნობა;
- ხელშეკრულებების რეესტრის წარმოება.
მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება;
- აუცილებელია მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება (სასურველია საფინანსო სფეროში);
- სასურველია კანდიდატს გავლილი ქონდეს საგადასახადო კოდექსის სრული კურსი - ტრენინგი;
- Microsoft Office - ის პროგრამების ცოდნა.
უნარები:
- ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
- პასუხისმგებლობის გრძნობა;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- დეტალებზე ორიენტირებულობის უნარი;
- ანალიტიკური აზროვნება.
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, 2026 წლის 2 ივნისის ჩათვლით, გამოგზავნოთ CV შემდეგ მისამართზე: hr@basisbank.ge, სადაც სათაურის (Subject) ველში აუცილებლად უნდა იყოს მითითებული სასურველი ვაკანსიის დასახელება.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შემდგომ ეტაპზე გადასულ კანდიდატებთან.
გისურვებთ წარმატებას!
ბუღალტერია / ფინანსები
ბუღალტრული აღრიცხვა
ნახვები
უნიკალური ნახვები