დღეს - 25 ივნ
სტანდარტი
ღია კონკურსი მედიცინის ფაკულტეტის დიპლომირებული მედიკოსის ქართულენოვან საგანმანათლებლო პროგრამაზე აკადემიური თანამდებობების დაკავების მიზნით
თბილისი
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: info@unilevel.ge
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: მეცნიერება / განათლება
უმაღლესი განათლება ტენდერი/კონკურსი კონკურსი - ინდუსტრია / სფერო: განათლება
განათლების მენეჯმენტი, უმაღლესი განათლება - გამოცდილების დონე / რგოლი: უფროსი რგოლი
- განაკვეთი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- გამოცდილება აუცილებელია:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია(აუცილებელი):მეცნიერება / განათლება
უმაღლესი განათლება ტენდერი/კონკურსიკონკურსი - ინდუსტრია / სფერო(აუცილებელი):განათლება
განათლების მენეჯმენტი, უმაღლესი განათლება - გამოცდილების დონე / რგოლი: უფროსი რგოლი
- მინიმალური განათლების დონე: დოქტორი
- ენები: ინგლისური
შპს უნივერსიტეტი უნილეველი 2026 წლის 25 მაისიდან აცხადებს ღია კონკურსს მედიცინის ფაკულტეტის დიპლომირებული მედიკოსის ქართულენოვან საგანმანათლებლო პროგრამაზე აკადემიური თანამდებობების დაკავების მიზნით. კონკურსი ცხადდება 13 (ცამეტ) საშტატო ერთეულზე, შემდეგი მიმართულებებით:
ა) საბაზისო სამედიცინო დისციპლინები: პროფესორი - 1 (ერთი) საშტატო ერთეული, ასოცირებული პროფესორი-1 (ერთი) საშტატო ერთეული, ასისტენტ-პროფესორი - 1 (ერთი) საშტატო ერთეული
მიმართულებები
- ანატომია
- ფიზიოლოგია
- ბიოქიმია
- ჰისტოლოგია/ემბრიოლოგია
- მოლეკულური ბიოლოგია
- სამედიცინო ფიზიკა/ბიოფიზიკა
ბ) პრეკლინიკური დისციპლინები: პროფესორი - 1 (ერთი) საშტატო ერთეული), ასოცირებული პროფესორი - 1 (ერთი) საშტატო ერთეული, ასისტენტ-პროფესორი - 1 (ერთი) საშტატო ერთეული
- მიმართულებები
- პათოლოგია
- ფარმაკოლოგია
- მიკრობიოლოგია
- იმუნოლოგია
- კლინიკური უნარები
გ) კლინიკური დისციპლინები:
გ.ა) პროფესორი - 1 (ერთი) საშტატო ერთეული
- მიმართულებები
- შინაგანი სნეულებები
- ქირურგია (ზოგადი ქირურგია)
- დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობა ( პედიატრია/ მეანობა-გინეკოლოგია)
გ.ბ) ასოცირებული პროფესორი-1 (ერთი) საშტატო ერთეული, ასისტენტ-პროფესორი - 3 (სამი) საშტატო ერთეული, ასისტენტი - 2 (ორი) საშტატო ერთეული
მიმართულებები
- შინაგანი მედიცინა
- ქირურგია
- პედიატრია
- მეანობა და გინეკოლოგია
- ნევროლოგია
- ფსიქიატრია
- კარდიოლოგია
- ანესთეზიოლოგია და რეანიმაცია
- საოჯახო მედიცინა
- ინფექციური დაავადებები
- დერმატოლოგია
- ენდოკრინოლოგია
- კარდიოლოგია
- გასტროენტეროლოგია
- ოფთალმოლოგია
- ოტორინოლარინგოლოგია
- ტრავმატოლოგია და ორთოპედია
- უროლოგია
- ონკოლოგია
- გადაუდებელი მედიცინა
- რადიოლოგია
კონკურსში მონაწილეობის მისაღებად კანდიდატმა ელექტრონულად უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტები:
- პირადი განცხადება (დანართი N1);
- პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
- CV (რეზიუმე), სადაც მითითებული იქნება გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომების ჩამონათვალი;
- შესაბამისი აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
- სპეციალობის სერტიფიკატი (კლინიკური დისციპლინების შემთხვევაში);
- სსიპ - შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაცემული ცნობები ,,სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლეობის შესახებ’’ და „უფლების ჩამორთმევის შესახებ“ ;
- ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტი (არსებობის შემთხვევაში);
- ერთი სამეცნიერო ნაშრომი, რომელიც კანდიდატის აზრით საუკეთესოდ წარმოაჩენს მის კვლევით უნარებს.
კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, კონკურსანტმა უნდა დააკმაყოფილოს ქვემოთ მოყვანილი შესაბამისი კრიტერიუმები:
ა) პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე:
- დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს:
- სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 6 (ექვსი) წლის გამოცდილება;
- კლინიკური დისციპლინების შემთხვევაში – დამატებით სპეციალობის სერტიფიკატი და სულ მცირე ბოლო 9 (ცხრა) წელი კლინიკური გამოცდილება.
- სამეცნიერო პუბლიკაციების რაოდენობა და ხარისხი (განსაკუთრებით ბოლო 5 წლის განმავლობაში.
ბ) ასოცირებული პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე:
- დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;
- სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება;
- კლინიკური დისციპლინების შემთხვევაში – დამატებით სპეციალობის სერტიფიკატი და სულ მცირე ბოლო 5 წელი კლინიკური გამოცდილება;
- სამეცნიერო პუბლიკაციების რაოდენობა და ხარისხი (განსაკუთრებით ბოლო 5 წლის განმავლობაში).
გ) ასისტენტ-პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე:
დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;
კლინიკური დისციპლინების შემთხვევაში – დამატებით სპეციალობის სერტიფიკატი და სულ მცირე ბოლო 3 წელი კლინიკური გამოცდილება;
სამეცნიერო პუბლიკაციების რაოდენობა და ხარისხი (განსაკუთრებით ბოლო 5 წლის განმავლობაში)
დ) ასისტენტის აკადემიურ თანამდებობაზე:
შესაბამისი მიმართულების სადოქტორო პროგრამის დოქტორანტი.
საკონკურსო განცხადებები მიიღება 2026 წლის 26 ივნისიდან 30 ივნისის ჩათვლით, შემდეგ ელექტრონულ მისამართებზე: info@unilevel.ge, hr@unilevel.ge . სათაურის ველში (subject) უნდა მიეთითოს შესაბამისი მიმართულება და აკადემიური თანამდებობა.
კონკურსის შედეგები გამოცხადდება 2026 წლის 21 ივლისს.
კონკურსის შედეგები გამოქვეყნდება უნილეველის ოფიციალურ ვებგვერდზე: https://unilevel.ge
დეტალური ინფორმაცია კონკურსის პირობებისა და ვადების შესახებ, გთხოვთ, იხილოთ ვებგვერდზე: https://unilevel.ge/ge/news/01-12/
კონკურსანტის მიერ წარმოდგენილი საკონკურსო დოკუმენტები "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცადეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. კონკურსანტმა უნდა გაითვალისწინოს, რომ მისი პერსონალური მონაცემები უნივერსიტეტის მხრიდან დამუშავდება შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისთვის. საკონკურსო დოკუმენტაციის გამოგზავნით თქვენ ავტომატურად ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულ პირობებს.
მეცნიერება / განათლება
უმაღლესი განათლება
ტენდერი/კონკურსი
კონკურსი
ნახვები
უნიკალური ნახვები
