დღეს - 27 ივნ
სტანდარტი
საერთაშორისო შესყიდვების სპეციალისტი
თბილისი
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ტელეფონი: +995 577116813

ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:

  • სპეციალობა / სპეციალიზაცია: შესყიდვები შესყიდვების მენეჯმენტი, შესყიდვების ანალიტიკა
  • ინდუსტრია / სფერო: ჯანდაცვა ფარმაცევტული პროდუქტები
  • გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
  • განაკვეთი: სრული განაკვეთი
  • დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
  • სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან

დამსაქმებლის მოთხოვნები:

  • გამოცდილება აუცილებელია: გამოცდილება 2 წლიდან
  • სპეციალობა / სპეციალიზაცია(აუცილებელი):
    შესყიდვები შესყიდვების მენეჯმენტი, შესყიდვების ანალიტიკა
  • ინდუსტრია / სფერო(აუცილებელი):
    ჯანდაცვა ფარმაცევტული პროდუქტები
  • გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
  • მინიმალური განათლების დონე: ბაკალავრი
  • ენები: ინგლისური
შპს ჯიემთი ფარმა წამყვანი ფარმაცევტული კომპანიაა საქართველოში, რომელიც 2015 წლიდან ახორციელებს ფარმაცევტული პროდუქტის იმპორტსა და დისტრიბუციას.
ჩვენი საქმიანობა ეფუძნება გამჭვირვალობას, ხარისხის უწყვეტ უზრუნველყოფასა და ზრდას და პარტნიორებთან გრძელვადიანი, სტრატეგიული ურთიერთობების შენებას.

შპს ჯიემთი ფარმა აცხადებს ვაკანსიას საერთაშორისო შესყიდვების სპეციალისტის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი
განაკვეთი: სრული

რას გთავაზობთ ჩვენ?!
  • დინამიურ და საინტერესო სამუშაო გარემოს
  • იდეების განხორიციელების შესაძლებლობას
  • მეგობრულ და შედეგზე ორიენტირებულ გუნდს
  • კარიერულ ზრდასა და განვითარებას

რისი კეთება მოგიწევს ჩვენთან?
  • საერთაშორისო მომწოდებლებთან ყოველდღიური კომუნიკაცია და შეკვეთების დაგეგმვა;
  • პროდუქციის ფასების, წარმოებისა და მიწოდების პირობების ოპტიმიზაცია კომპანიის სტრატეგიული მიზნებიდან გამომდინარე;
  • ახალი მომწოდებლების მოძიება და შეფასება ხარისხის, ფასისა და სანდოობის კრიტერიუმებით;
  • საბუთების მომზადება და კონტროლი (ინვოისები, შეფუთვის ფურცლები, სერთიფიკატები და სხვა);
  • ტრანსპორტირებისა და საბაჟო პროცედურების კოორდინაცია;
  • ბაზრის ყოველთვიური მონიტორინგი და ფასების შედარებითი ანალიზი კონკურენტულ გარემოში;
  • პერიოდული ანგარიშგებების მომზადება შესყიდვებისა და დანახარჯების შესახებ;
  • შიდა განყოფილებებთან (ბუღალტერია, საწყობი, გაყიდვები) ეფექტური თანამშრომლობა შესყიდვების პროცესის შეუფერხებლად წარმართვისთვის.

რა დაგჭირდება ამ პოზიციაზე?
  • უმაღლესი განათლება;
  • შესყიდვების სფეროში მინ. 2 წლიანი მუშაობის გამოცდილება;
  • აუცილებელია ინგლისური ენის ფლობა (წერილობითი და ზეპირი);
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (MS Office);

რომელი უნარები დაგეხმარება საქმის უკეთ შესრულებაში?!
  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
  • შედეგზე ორიენტირებულობა, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • ორგანიზებულობა, ანალიტიკური აზროვნება;
  • გუნდთან მუშაობის უნარი;
  • სამუშაო სპეციფიკასა და ცვლილებებთან სწრაფი ადაპტაციის უნარი;

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოაგზავნეთ რეზიუმე: info@gmt-pharma.com
ან დაგვიკავშირდით ტელ: +995 577116813

გთხოვთ, დანიშნულებაში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.

მადლობას გიხდით ვაკანტური პოზიციით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!
შესყიდვები
შესყიდვების მენეჯმენტი,
შესყიდვების ანალიტიკა
ნახვები
უნიკალური ნახვები