დღეს - 30 ივნ
ვიპ
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: ადამიანური რესურსები
რეკრუტმენტი და ტალანტების მოძიება - ინდუსტრია / სფერო: დასვენება და მოგზაურობა
დასვენება, მოგზაურობა და ტურიზმი - გამოცდილების დონე / რგოლი: საწყისი რგოლი
- განაკვეთი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
- ანაზღაურება: ფიქსირებული 3000
- დამატებითი სარგებელი (ბენეფიტები): ჯანმრთელობის დაზღვევა
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- გამოცდილება აუცილებელია: 2-დან 3 წლამდე
- მინიმალური განათლების დონე: ბაკალავრი
- სტუდენტებისთვის: კი
- ენები: ქართული
მიმინო კავკასიაში ეძებს ენერგიულ და შედეგებზე ორიენტირებულ რეკრუტერს, რომელიც დაგვეხმარება საუკეთესო ტალანტების აღმოჩენასა და მოზიდვაში. თუ გაქვთ ადამიანების „წაკითხვის“ სუპერძალა, იცით, სად და როგორ იპოვოთ პასიური კანდიდატები და გსურთ ტურიზმის სფეროში მუშაობა, ეს პოზიცია თქვენთვისაა!
ძირითადი მოვალეობები:
- სხვადასხვა განყოფილებებთან მჭიდრო კომუნიკაცია და ვაკანსიების პროფილების დეტალური შესწავლა ;
- კანდიდატების აქტიური მოძიება (Sourcing) სხვადასხვა არხების გამოყენებით (LinkedIn, შიდა ბაზები, პროფესიული ქსელები და სხვა);
- რეზიუმეების გადარჩევა, პირველადი გასაუბრებების ჩატარება და კანდიდატების შეფასება;
- შერჩევის პროცესის სრული ციკლის მართვა (ინტერვიუების ჩანიშვნა, უკუკავშირის მიცემა, Job Offer-ის მომზადება);
- კანდიდატების მონაცემთა ბაზის მუდმივი განახლება და მოწესრიგება;
- შრომის ბაზრის ტენდენციების მონიტორინგი და რეკრუტირების პროცესების მუდმივი გაუმჯობესება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- 2-3 წლიანი სამუშაო გამოცდილება რეკრუტინგის, ან ზოგადად ადამიანური რესურსების კუთხით აუცილებელია.
- სასურველია HR სააგენტოში მუშაობის გამოცდილება.
- კანდიდატების მოძიების (Sourcing) თანამედროვე ტექნიკებისა და ხელსაწყოების ცოდნა.
- სხვადასხვა სფეროს სპეციფიკის სწრაფი ათვისების უნარი.
პიროვნული თვისებები:
- ემპათიური, კეთილგანწყობილი, მოლაპარაკებების წარმოებისა და ადამიანების დარწმუნების უნარები;
რას გთავაზობთ ჩვენ:
- ანაზღაურება: 3000 ლარი ხელზე.
- ჯანმრთელობის დაზღვევას.
- ულიმიტო საკომუნიკაციო პაკეტი.
- გუნდის შემაკავშირებელი აქტივობები.
თუკი გავაღვიძეთ შენი ინტერესები, რომ შემოგვიერთდე, მოუთმენლად ველოდებით შენს რეზიუმეს: vacancy@miminotravel.com სათაურში მიუთითე „რეკრუტერი“. მადლობა!
ადამიანური რესურსები
რეკრუტმენტი და ტალანტების მოძიება
ნახვები
უნიკალური ნახვები
