დღეს - 03 ივლ
სტანდარტი
ბრენდის მენეჯერი
თბილისი
Sol de Janeiro
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: vacancy@loccitane.ge
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: მარკეტინგი/ საზოგადოებასთან ურთიერთობა (PR)
ბრენდ - მენეჯმენტი, ბრენდის იდენტობის განვითარება - ინდუსტრია / სფერო: სამომხმარებლო პროდუქტები და სერვისები
სილამაზე/თავის მოვლა - გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- განაკვეთი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
- ანაზღაურება: ფიქსირებული 5000 - 8000
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- გამოცდილება აუცილებელია: გამოცდილება 5 წლიდან
- მინიმალური განათლების დონე: ბაკალავრი
- ენები: ინგლისური
მსოფლიოში აღიარებული პრემიუმ beauty ბრენდი Sol de Janeiro საქართველოში ოფიციალურად შემოდის!
თუ გსურს მართო ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი საერთაშორისო სილამაზის ბრენდი, შექმნა ძლიერი მარკეტინგული კამპანიები, იმუშაო გლობალურ პარტნიორებთან და რეალური გავლენა მოახდინო ბრენდის განვითარებაზე საქართველოს ბაზარზე, ეს შესაძლებლობა შენთვისაა.
„ლოქსიტან ჯგუფის“ წარმომადგენლობა საქართველოში ეძებს ბრენდის მენეჯერს, რომელიც პასუხისმგებელი იქნება Sol de Janeiro-ს წარმატებულ განვითარებასა და პოზიციონირებაზე ადგილობრივ ბაზარზე.
ძირითადი პასუხისმგებლობები
- ბრენდის გლობალური სტრატეგიის ადაპტირება და ეფექტური განხორციელება საქართველოს ბაზარზე;
- წლიური მარკეტინგული და საკომუნიკაციო გეგმის შემუშავება და მართვა;
- ბრენდის ცნობადობისა და მომხმარებელთა ჩართულობის ზრდის უზრუნველყოფა;
- PR, Influencer Marketing, Digital Marketing და სხვა სარეკლამო აქტივობების დაგეგმვა და კოორდინაცია;
- ახალი პროდუქტების ბაზარზე გაშვების (Product Launch) პროცესის მართვა;
- ბრენდის წარმომადგენლებთან და საერთაშორისო პარტნიორებთან მუდმივი კომუნიკაცია;
- ბაზრის, მომხმარებლის ქცევისა და კონკურენტული გარემოს ანალიზი;
- სავაჭრო წერტილებში ბრენდის სტანდარტების და ვიზუალური წარმოდგენის (Merchandising) კონტროლი;
- ღონისძიებების, პრეზენტაციებისა და სპეციალური აქტივობების ორგანიზება;
- გაყიდვების, მარკეტინგული აქტივობებისა და ბრენდის შედეგების მონიტორინგი და ანგარიშგება;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
- მინიმუმ 5-წლიანი გამოცდილება ბრენდის მართვის, მარკეტინგის ან კატეგორიის განვითარების მიმართულებით;
- სასურველია გამოცდილება Beauty, Luxury, FMCG ან Retail სექტორში;
- საერთაშორისო ბრენდებთან ან პარტნიორებთან მუშაობის გამოცდილება;
- ახალი პროდუქტების წარმატებით ბაზარზე გაშვების გამოცდილება;
- უმაღლესი განათლება ბიზნესის ადმინისტრირების, მარკეტინგის ან მომიჯნავე მიმართულებით;
- ინგლისური ენის თავისუფლად ცოდნა (ზეპირი და წერითი);
- ძლიერი ანალიტიკური, სტრატეგიული და კომუნიკაციის უნარები;
- პროექტების დამოუკიდებლად მართვის გამოცდილება;
- შედეგზე ორიენტირებული და ინიციატივიანი მიდგომა;
ჩვენ გთავაზობთ
- კონკურენტულ ანაზღაურებას (5,000 – 8,000 ლარი ნეტ);
- ჯანმრთელობის დაზღვევას და დამატებით ბენეფიტებს;
- პროფესიული და კარიერული განვითარების რეალურ შესაძლებლობას;
- თანამედროვე და კომფორტულ სამუშაო გარემოს;
სამუშაო ადგილი: თბილისი, city tower საბურთალო;
ბრენდის მართვის შსაბამის სამუშაო დროს;
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV ელ. ფოსტაზე:vacancy@loccitane.ge
Subject: Brand Manager – Sol de Janeiro
შენიშვნა: თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შენახულ იქნას 6 თვის განმავლობაში. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.
“ვენორა მეიზონი” კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.
მარკეტინგი/ საზოგადოებასთან ურთიერთობა (PR)
ბრენდ - მენეჯმენტი,
ბრენდის იდენტობის განვითარება
ნახვები
უნიკალური ნახვები
