დღეს - 26 ივნ
სტანდარტი
MEP პროექტების მენეჯერი
თბილისი, დიდი დიღომი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:

  • სპეციალობა / სპეციალიზაცია: ადმინისტრაცია / ბიზნესის მართვა პროექტების მენეჯმენტი
  • ინდუსტრია / სფერო: წარმოება განახლებადი ენერგიები და გარემო
  • გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
  • განაკვეთი: სრული განაკვეთი
  • დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
  • სამუშაოს ადგილმდებარეობა: ჰიბრიდული/შერეული

დამსაქმებლის მოთხოვნები:

  • გამოცდილება აუცილებელია: გამოცდილება 2 წლიდან
  • სპეციალობა / სპეციალიზაცია(აუცილებელი):
    ადმინისტრაცია / ბიზნესის მართვა პროექტების მენეჯმენტი
  • ინდუსტრია / სფერო(აუცილებელი):
    წარმოება განახლებადი ენერგიები და გარემო
  • გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
  • მინიმალური განათლების დონე: ბაკალავრი
  • ენები: ინგლისური
  • მართვის მოწმობა: B კატეგორია
ლუქსონ ფაუერი (Luxon Power) არის ენერგეტიკული, საინჟინრო და სატელეკომუნიკაციო სერვისების მიმწოდებელი კომპანია, რომელიც ქმნის ენერგოეფექტურ საინჟინრო გადაწყვეტილებებს ბიზნესისა და კერძო სექტორისთვის.

ჩვენი ძირითადი მიმართულებებია:
ენერგოეფექტური გადაწყვეტილებების შემუშავება და დანერგვა;
განახლებადი ენერგიის სისტემების პროექტირება და მონტაჟი;
უწყვეტი კვებისა და ენერგიის შენახვის სისტემები;
ელექტრო ინფრასტრუქტურის მოწყობა და ავტომატიზაცია;
უსაფრთხოების, სასიგნალო და სუსტი დენების სისტემების ინსტალაცია;
შიდა საინჟინრო ქსელების მოწყობა და ტექნიკური მხარდაჭერა.

Luxon Power აცხადებს ვაკანსიას MEP პროექტების მენეჯერის პოზიციაზე.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები
  • ელექტრო, HVAC და სხვა საინჟინრო (MEP) პროექტების დაგეგმვა, მართვა და შესრულების ყველა ეტაპის მონიტორინგი;
  • დამკვეთთან ხელშეკრულების გაფორმების პროცესში მონაწილეობა და ტექნიკურ-კომერციული საკითხების კოორდინაცია;
  • პროექტებთან დაკავშირებული ადმინისტრაციული და ფინანსური პროცესების მართვა;
  • პროექტის ფარგლებში დამკვეთებთან, კონტრაქტორებთან, მომწოდებლებთან და სხვა დაინტერესებულ მხარეებთან ეფექტური კომუნიკაციის უზრუნველყოფა;
  • პროექტების დაგეგმილ ბიუჯეტსა და ვადებში შესრულების კონტროლი;
  • მასალების, აღჭურვილობისა და მომსახურებების დროული შესყიდვისა და მიწოდების კოორდინაცია;
  • პროექტთან დაკავშირებული რისკების იდენტიფიცირება, შეფასება და მართვა;
  • პროექტის მიმდინარეობისა და შედეგების შესახებ პერიოდული ანგარიშგების მომზადება;
  • ობიექტზე მიმდინარე სამუშაოების ხარისხისა და უსაფრთხოების მოთხოვნების კონტროლი.

პროფესიული მოთხოვნები
  • უმაღლესი განათლება საინჟინრო, ტექნიკურ ან ბიზნესის მართვის მიმართულებით;
  • პროექტების მართვის მიმართულებით მინიმუმ 2-წლიანი სამუშაო გამოცდილება;
  • პროექტების მართვის მეთოდოლოგიებისა და პრინციპების ცოდნა;
  • საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა;
  • ტექნიკური დოკუმენტაციისა და ნახაზების წაკითხვის უნარი;
  • ქართული და ინგლისური ენების მაღალ დონეზე ცოდნა;
  • AutoCAD-ის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
  • ენერგეტიკის, ელექტროობის ან საინჟინრო სისტემების მიმართულებით გამოცდილება ჩაითვლება მნიშვნელოვან უპირატესობად.

პიროვნული უნარები
  • პროექტების ეფექტურად მართვის უნარი;
  • დროისა და რესურსების ეფექტიანი მართვა;
  • პრიორიტეტების სწორად განსაზღვრისა და გადაწყვეტილებების სწრაფად მიღების უნარი;
  • ინფორმაციის ანალიზისა და პრობლემების გადაჭრის უნარი;
  • დამოუკიდებლად და გუნდურ გარემოში მუშაობის უნარი;
  • ეფექტური კომუნიკაციისა და მოლაპარაკებების წარმოების უნარი;
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა და შედეგზე ორიენტირებულობა.

სამუშაო პირობები
  • სამუშაო ადგილი: თბილისი, დიდი დიღომი;
  • სამუშაო განაკვეთი: სრული;
  • ანაზღაურება: ფიქსირებული 2 000 ლარიდან + ბონუსები
  • განაცხადის მიღების წესი

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: info@luxonpower.ge
ელფოსტის სათაურში (Subject) მიუთითეთ: "საინჟინრო პროექტების მენეჯერი"
ადმინისტრაცია / ბიზნესის მართვა
პროექტების მენეჯმენტი
ნახვები
უნიკალური ნახვები