დღეს - 20 ივნ
სტარტი
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: ბუღალტერია / ფინანსები
ფინანსური ანალიზი - ინდუსტრია / სფერო: ფინანსები
ფინანსური მომსახურება - გამოცდილების დონე / რგოლი: საწყისი რგოლი
- განაკვეთი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: სტაჟირება შემდგომი დასაქმების პერსპექტივით
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- სამუშაო გამოცდილება: გამოცდილებას არ აქვს მნიშვნელობა - განიხილებიან როგორც გამოუცდელი, ასევე გამოცდილი კანდიდატები
- მინიმალური განათლების დონე: ბაკალავრი
- სტუდენტებისთვის: კი
- ენები: ქართული
ჰოლდინგური კომპანია ებიტ ჯგუფი აცხადებს ვაკანსიას ფინანსური ანალიტიკოსის პოზიციაზე.
პოზიცია განკუთვნილია კანდიდატებისთვის, რომლებსაც აქვთ ფინანსური ანალიზის ან ფინანსური მართვის სფეროში პრაქტიკული გამოცდილება და სურთ პროფესიული განვითარება ბიზნესის ფინანსური მართვის მიმართულებით.
ებიტ ჯგუფი არის ლიდერი საკონსულტაციო ჯგუფი ფინანსების მართვის მიმართულებით (www.ebit.ge).
ჩვენ ვუზრუნველყობთ კომპანიების მომგებიანობის ზრდას, კომპანიების ფინანსურ სტაბილურობას, ვქმნით კომპანიის საჭიროებებზე მორგებულ ფინანსურ მოდელებს და ვნერგავთ კონტროლისა და მართვის საერთაშორისო მეთოდებს.
ვემუშავებით 10-ზე მეტ ბიზნესს სექტორს და ვუზიარებთ ჩვენს მრავალწლიან გამოცდილებას.
ჩვენი მთავარი მისიაა ბიზნეს-კომპანიების ფინანსური სტაბილურობისა და მაღალი მომგებიანობის მაჩვენებლების უზრუნველყოფა მდგრადი განვითარებისთვის.
ჩვენ შევქმენით ფინანსების მართვის მაღალკვალიფიციური სტანდარტი.
ჩვენ ყოველდღიურ რეჟიმში ვზრუნავთ თანამშრომლების სწავლებასა და განვითარებაზე, რათა მაქსიმალურად სწრაფად მიაღწიონ იმ ნიშნულს, რასაც ჰქვია „ექსპერტი ფინანსურ საკითხებში“ .
ფუნქცია მოვალეობები:
- კლიენტი კომპანიების ფინანსური მაჩვენებლების ანალიზი, მენეჯერული ანგარიშგებების მომზადება და შედეგების შეფასება;
- ფინანსური და საოპერაციო მაჩვენებლების განსაზღვრა, მონიტორინგი და შედეგების შეფასება;
- ფინანსური პროგნოზების, სცენარების ანალიზისა და ფინანსური მოდელების შემუშავება ბიზნესისა და საინვესტიციო გადაწყვეტილებების მხარდასაჭერად;
- ბიუჯეტირების პროცესში მონაწილეობა, ფაქტობრივი და დაგეგმილი შედეგების შედარებითი ანალიზი, გადახრების მიზეზების იდენტიფიცირება და რეკომენდაციების მომზადება;
- ფულადი ნაკადების დაგეგმვისა და ფინანსური რესურსების ეფექტიანი მართვის პროცესებში ჩართულობა;
- ბიზნესისა და საინვესტიციო პროექტების ფინანსურ შეფასებაში მონაწილეობა;
- სხვადასხვა დანიშნულების ანალიტიკური ანგარიშებისა და პრეზენტაციების მომზადება;
- კლიენტ კომპანიებთან სამუშაო შეხვედრებში მონაწილეობა, ანალიზის შედეგებისა და რეკომენდაციების წარდგენა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
- უმაღლესი განათლება ფინანსების, ეკონომიკის, ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით;
- მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება ფინანსური ანალიზის, ფინანსური მართვის მიმართულებით;
- MS Excel-ის მაღალ დონეზე ფლობა და მონაცემებთან მუშაობის პრაქტიკული გამოცდილება;
- განვითარებული რაოდენობრივი და მათემატიკური უნარები;
- ძლიერი ანალიტიკური და კრიტიკული აზროვნების უნარი;
- პროფესიული განვითარებისა და ახალი ცოდნის მუდმივად გაღრმავების მოტივაცია;
- ეფექტური წერითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი, მათ შორის ფინანსური ინფორმაციისა და ანალიტიკური დასკვნების გასაგებად და არგუმენტირებულად წარდგენის უნარი სხვადასხვა აუდიტორიისთვის.
სამუშაო გრაფიკი: საოფისე
სამუშაო დღეები: ორშაბათი- პარასკევი
რას გთავაზობთ:
მრავალ ინდუსტრიაში მუშაობის გამოცდილებას — სხვადასხვა სექტორის ფინანსურ პროცესებთან შეხება მოგცემთ უნიკალურ პრაქტიკულ ცოდნას, რომლის მიღებაც ტრადიციულ გარემოში ბევრად მეტ დროს მოითხოვს;
პროფესიული განვითარების შესაძლებლობას — IFRS სტანდარტების სრულ სასწავლო პროგრამას და კომპანიის შიდა ტრენინგებსა და საგანმანათლებლო კურსებს;
კარიერული ზრდის შესაძლებლობას — ანალიტიკური როლიდან მენეჯერულ პოზიციებზე გადასვლის მკაფიო და დაჩქარებულ განვითარების გზას.
დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ, თქვენი რეზიუმე გამოაგზავნოთ ელ.მისამართზე: career@ebit.ge
განცხადებები მიიღება 2026 წლის 20 ივნისის ჩათვლით
თქვენს მიერ გაგზავნილი პერსონალური მონაცემები დაექვემდებარება დამუშავებასა და შენახვას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად. კანდიდატთა სარეზერვო ბაზაში თქვენ შესახებ ინფორმაცია შეინახება არაუმეტეს 1 წლის ვადით სხვა რელევანტურ პოზიციაზე განხილვის მიზნით, თუ არ გსურთ თქვენ შესახებ ინფორმაციის კანდიდატთა სარეზერვო ბაზაში განთავსება, გთხოვთ, მოგვმართოთ: career@ebit.ge. ამ ვაკანსიაზე რეზიუმეს გადმოგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას, თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდეს.
ბუღალტერია / ფინანსები
ფინანსური ანალიზი
ნახვები
უნიკალური ნახვები
