დღეს - 10 ივლ
სტანდარტი
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: ხარისხის კონტროლი / გარემოს დაცვა / შრომის უსაფრთხოება
შრომის უსაფრთხოების ინსპექცია - ინდუსტრია / სფერო: დასვენება და მოგზაურობა
რესტორანი/კაფე/ბარი - გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- განაკვეთი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- გამოცდილება აუცილებელია: გამოცდილება 5 წლიდან
- მინიმალური განათლების დონე: საშუალო განათლება, ბაკალავრი
- ენები: ინგლისური,რუსული,თურქული
ამბასადორი ბათუმი აილენდი აცხადებს ვაკანსიას HSE მენეჯერი პოზიციაზე.
Ambassadori Island Batumi აჭარის რეგიონის შეუქცევადი განვითარების შთამბეჭდავი სიმბოლოა–ინოვაციური პროექტი, რომელიც თავისი უნიკალური მდებარეობით, მასშტაბითა და მრავალფუნქციური კონცეფციით ახალი ტურისტული და ეკონომიკური ცენტრის როლს შეასრულებს.
მდებარეობა: ბათუმი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი, ადგილზე
ჩვენ გთავაზობთ:
- კვების უზრუნველყოფა;
- ჯანმრთელობის დაზღვევა;
- 30%-იანი ფასდაკლება ამბასადორი ჯგუფის სასტუმროებსა და რესტორნების ქსელში;
- პროფესიული განვითარება;
- მეგობრული სამუშაო გარემო.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილება HSE მიმართულებით სამშენებლო პროექტებზე;
- უმაღლესი განათლება ინჟინერიაში, უსაფრთხოების ან შესაბამის სფეროში;
- უსაფრთხოების სტანდარტებისა და რეგულაციების სიღრმისეული ცოდნა;
- გამოცდილება რისკების შეფასებასა და ინციდენტების გამოძიებაში;
- პროაქტიული მიდგომა და უსაფრთხოების კულტურის დანერგვის უნარი;
- ძლიერი კომუნიკაციისა და ლიდერული უნარები;
- ენები: ქართული – სავალდებულო, ინგლისური – სამუშაო დონეზე, რუსული ან თურქული – პლიუსი.
ძირითადი მოვალეობები:
- ჯანმრთელობის, უსაფრთხოების და გარემოს დაცვის (HSE) პოლიტიკებისა და პროცედურების შემუშავება, დანერგვა და მართვა;
- რისკების იდენტიფიცირება, შეფასება და შესაბამისი პრევენციული ზომების გატარება;
- უსაფრთხოების რეგულაციებთან (მაგ. OSHA და სხვა) შესაბამისობის უზრუნველყოფა რეგულარული აუდიტებისა და ინსპექციების გზით;
- უბედური შემთხვევების, ინციდენტებისა და “near miss”-ების გამოძიება და კორექტიული ქმედებების დანერგვა;
- უსაფრთხოების ტრენინგების, ინდუქციებისა და ყოველდღიური toolbox შეხვედრების ორგანიზება;
- გარემოსდაცვითი რისკების მართვა და ნარჩენების მართვის პროცესების კონტროლი;
- საგანგებო სიტუაციების მართვის გეგმების შემუშავება და ტესტირება (ხანძარი, ევაკუაცია და სხვა);
- ტექნიკის, აღჭურვილობის, სკაფოლდინგისა და ინდივიდუალური დაცვის საშუალებების უსაფრთხოების სტანდარტებთან შესაბამისობის კონტროლი;
- კონტრაქტორებისა და სუბკონტრაქტორების HSE მოთხოვნებთან შესაბამისობის მონიტორინგი;
- HSE დოკუმენტაციის წარმოება, ანგარიშგება და მონაცემების მართვა.
სათაურის ველში გთხოვთ მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში, კომპანია იტოვებს უფლებას არ განიხილოს თქვენი კანდიდატურა.
აღნიშნულ ვაკანსიაზე რეზიუმეს გამოგზავნით, ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანიამ დაამუშავოს (შეაგროვოს, შეინახოს, დაამუშავოს, დააჯგუფოს, წაშალოს, გაანადგუროს) მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. კომპანიის მხრიდან თქვენი მონაცემების დამუშავების მიზანია დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვა და კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებული ან/და სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან. შესაბამისად, თქვენი მონაცემები დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით შეინახება არაუმეტეს 6 თვის ვადით.
„პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, თქვენი უფლებაა, მიიღოთ ინფორმაცია კომპანიის მხრიდან თქვენს შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე, ასევე მოითხოვოთ მონაცემების გასწორება, განახლება, შევსება, მონაცემთა დამუშავების შეწყვეტა, დაბლოკვა, წაშლა ან/და განადგურება, რისთვისაც უნდა მოგვმართოთ შემდეგ ელ. ფოსტაზე:
გისურვებთ წარმატებას!
ხარისხის კონტროლი / გარემოს დაცვა / შრომის უსაფრთხოება
შრომის უსაფრთხოების ინსპექცია
ნახვები
უნიკალური ნახვები
