შემდეგი
დღეს - 22 ივლრედაქტირებულია - დღეს
სტანდარტი
კორპორატიული გაყიდვების და ქოლ ცენტრის სპეციალისტი
თბილისი, თბილისის ზღვა
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: hr@ginoaquapark.ge
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: ადმინისტრაცია / ბიზნესის მართვა
ქოლ-ცენტრი გაყიდვები B2B /კორპორატიული გაყიდვები - ინდუსტრია / სფერო: ველნესი და ფიტნესი
ჯანმრთელობა, ველნესი და ფიტნესი - გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- განაკვეთი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- გამოცდილება აუცილებელია:
- გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- მინიმალური განათლების დონე: ბაკალავრი, მაგისტრი
- ენები: ინგლისური,რუსული
კურორტი თბილისში "ჯინო აკვაპარკი" უკვე 10 წელია საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის აკვაპარკს სთავაზობს სტუმრებს! ადგილი, რომელიც ოთხივე სეზონზე მასპინძლობს ვიზიტორებს და მათ კმაყოფილებაზე ზრუნავს.
გახდი ჩვენი გუნდის წევრი და მეგობრულ გარემოსთან ერთად, ისარგებლეთ აკვაპარკისა და სპა ცენტრის სპეციალური ბენეფიტებით.
"ჯინო აკვაპარკი" აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: კორპორატიული გაყიდვების და ქოლ ცენტრის სპეციალისტი
სამუშაო ადგილი: თბილისი, ბეშენოვას ქ, #9
სამუშაო გრაფიკი: სრული
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- კომპანიის პროდუქტებისა და სერვისების შესახებ მომხმარებლებისთვის კვალიფიციური კონსულტაციის გაწევა;
- ახალი კორპორატიული კლიენტების მოძიება, მათთან ურთიერთობის დამყარება, საჭიროებების იდენტიფიცირება და შესაბამისი შეთავაზებების მომზადება;
- კლიენტებთან მოლაპარაკებების წარმოება, ხელშეკრულებების გაფორმება და შეთანხმებული პირობების შესრულების კონტროლი;
- არსებულ კლიენტებთან გრძელვადიანი და ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობის განვითარება და შენარჩუნება;
- გაყიდვის შემდგომი მომსახურების პროცესის მონიტორინგი და მომხმარებელთა კმაყოფილების უზრუნველყოფა;
- ყოველთვიური ინვოისების დროული მომზადებისა და მომხმარებლებისთვის მიწოდების კოორდინაცია;
- მომწოდებლებთან კომუნიკაცია, მოლაპარაკებების წარმოება და მიმდინარე საოპერაციო საკითხების ეფექტური მართვა;
- კომპანიის სხვადასხვა დეპარტამენტთან აქტიური კოორდინაცია ბიზნეს პროცესების შეუფერხებლად განხორციელების მიზნით;
- შემომავალი ზარების დროული და ეფექტური დამუშავება, მომხმარებელთა მაღალი ხარისხის მომსახურების უზრუნველყოფა;
- მომხმარებელთა შეკითხვებზე ამომწურავი ინფორმაციის მიწოდება და საჭირო კონსულტაციის გაწევა კომპეტენციის ფარგლებში;
- გამავალი ზარების განხორციელება კომპანიის მომსახურებისა და კომუნიკაციის სტანდარტების შესაბამისად;
- მომხმარებელთა მონაცემების, კომუნიკაციის ისტორიისა და შესრულებული ქმედებების შიდა პროგრამებში ზუსტი და დროული ასახვა;
- ზარებთან, მომხმარებლებთან და გაყიდვებთან დაკავშირებული ინფორმაციის ბაზების მართვა და განახლება;
- ყოველდღიური, ყოველკვირეული და ყოველთვიური ანგარიშგებების მომზადება;
- მომხმარებელთა მომსახურების ხარისხის მუდმივი კონტროლი და გაუმჯობესებაზე ზრუნვა;
- კომპანიის მიზნებიდან და საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე სხვა შესაბამისი დავალებების შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება (სასურველია ბიზნეს ადმინისტრირების / მარკეტინგის, ან მონათესავე სფეროებში)
- გაყიდვების მიმართულებით მუშაობის გამოცდილება
- ინგლისური ან/და რუსული ენის ცოდნა
პიროვნული თვისებები:
- მომხმარებელზე ორიენტირებისა და კარგი კომუნიკაციური უნარები
- მაღალი ემოციური ინტელექტი
- ეფექტური ვერბალური და არავერბალური კომუნიკაციის უნარი;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- დეტალებზე ორიენტირებულობა
- პასუხისმგებლიანობა და ინიციატივიანობა
დაინტერესებულებს კომპანია გთავაზობთ:
- მეგობრულ სამუშაო გარემოს
- კონკურენტულ ანაზღაურებას
- დამატებით ბენეფიტებს (კომპანიის სერვისებით სარგებლობის შესაძლებლობა);
თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ კომპანიამ დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები 1 წლის განმავლობაში. დამსაქმებელმა თქვენი რეზიუმე შესაძლოა განიხილოს სხვა რელევანტური ვაკანსიის შემთხვევაშიც.
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე ელ. მისამართზე: hr@ginoaquapark.ge
გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება !
გისურვებთ წარმატებას!
ადმინისტრაცია / ბიზნესის მართვა
ქოლ-ცენტრი
გაყიდვები
B2B /კორპორატიული გაყიდვები
ნახვები
უნიკალური ნახვები