დღეს - 22 ივლრედაქტირებულია - დღეს
სტანდარტი
ადმინისტრაციული მენეჯერი
თბილისი

ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:

  • სპეციალობა / სპეციალიზაცია: ადმინისტრაცია / ბიზნესის მართვა ადმინისტრირება, ადმინისტრაციული ასისტირება
  • ინდუსტრია / სფერო: სამომხმარებლო პროდუქტები და სერვისები სამომხმარებლო მომსახურება
  • გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
  • განაკვეთი: სრული განაკვეთი
  • დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
  • სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
  • ანაზღაურება:
    ფიქსირებული 3500
    (+ ბონუსი)

დამსაქმებლის მოთხოვნები:

  • სასურველია გამოცდილება:
  • გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
  • მინიმალური განათლების დონე: საშუალო განათლება, ბაკალავრი
  • ენები: ინგლისური,რუსული
სახანძრო უსაფრთხოების კომპანია „ელ+“ აცხადებს ვაკანსიას დეპარტამენტის ადმინისტრაციული მენეჯერის (დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილე)
პოზიციაზე.
კომპანია აცხადებს ვაკანსიას დეპარტამენტის ადმინისტრაციული ასისტენტის პოზიციაზე, რომელიც ფაქტობრივად წარმოადგენს დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილეს და ჩართული იქნება როგორც ადმინისტრაციულ, ასევე საოპერაციო, შესყიდვების და პროექტულ პროცესებში.
დეპარტამენტის მიმართულებებია: ელექტროობა და სუსტი დენები.
სამუშაო ადგილი: ქ.თბილისი, ბერი გაბრიელ სალოსის #126
გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 10 სთ- 18 სთ-მდე

ფუნქცია მოვალეობები:
  • დეპარტამენტის ადმინისტრაციული პროცესების სრული კოორდინაცია და მოწესრიგება;
  • დეპარტამენტის ხელმძღვანელის მხარდაჭერა ყოველდღიურ საოპერაციო საქმიანობაში;
  • მიმდინარე პროექტების ადმინისტრაციული კონტროლი და მონიტორინგი;
  • პროექტებთან დაკავშირებული დოკუმენტაციის მომზადება, აღრიცხვა და არქივაცია;
  • ტენდერებში მონაწილეობა: დოკუმენტაციის მომზადება, გადამოწმება და ვადების კონტროლი;
  • შესყიდვების პროცესში ჩართულობა: მომწოდებლებთან კომუნიკაცია, კომერციული წინადადებების შეგროვება და შედარება;
  • შესყიდვებთან დაკავშირებული დოკუმენტაციის მომზადება და შიდა პროცედურების დაცვა;
  • შიდა და გარე კომუნიკაციის კოორდინაცია (მომწოდებლები, პარტნიორები, სხვა დეპარტამენტები);
  • ანგარიშების, ცხრილების და პრეზენტაციების მომზადება;
  • ინგლისურ ენაზე კომუნიკაცია (წერილობითი და ზეპირი);
  • დეპარტამენტში შემოსული კორესპონდენციის მართვა;
  • უშუალო ხელმძღვანელის ყოველდღიური დავალებების შესრულება (კომპეტენციის ფარგლებში);

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება (სასურველია ტექნიკური ან ადმინისტრაციული მიმართულებით);
  • ინგლისური და რუსული ენის ცოდნა – სავალდებულო;
  • საოფისე პროგრამების ცოდნა: MS Word, Excel, PowerPoint ;
  • ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • ტენდერებში და შესყიდვების პროცესში მონაწილეობის გამოცდილება – სავალდებულო;
  • ადმინისტრაციულ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (სასურველია ტექნიკურ/სამშენებლო სფეროში);
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
  • 1C-ში მუშაობის გამოცდილება;

დამატებით ჩაითვლება უპირატესობად:
  • ელექტროობის ან სუსტი დენების სფეროში მუშაობის გამოცდილება;
  • პროექტულ სამუშაოებში ჩართულობის გამოცდილება;
  • ტექნიკური დოკუმენტაციის წაკითხვის უნარი;

ჩვენ გთავაზობთ:
სტაბილურ სამუშაო გარემოს;
პროფესიული განვითარების შესაძლებლობას;
კარიერულ ზრდას;
მეგობრულ და პროფესიონალურ გუნდს;

ანაზღაურება: ხელზე ასაღები 3500 ლარი + ბონუსი

თუ მზად ხარ გახდე ჩვენი გუნდის წევრი გადადი ბმულზე, გაიგე მეტი და შეავსე განაცხადი: https://elplus.selfrecruit.ge/s/iX6DW
გისურვებთ წარმატებას!

ადმინისტრაცია / ბიზნესის მართვა
ადმინისტრირება,
ადმინისტრაციული ასისტირება
ნახვები
უნიკალური ნახვები