დღეს - 29 ივლრედაქტირებულია - დღეს
სტანდარტი
საზოგადოებრივი მეცნიერებების მასწავლებელი / საბუნებისმეტყველო მეცნიერებების მასწავლებელი - ამერიკული სექტორი
თბილისი, დიდი დიღომი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:

  • სპეციალობა / სპეციალიზაცია: მეცნიერება / განათლება ბუნებისმეტყველება, მე და საზოგადოება ტრენინგ-კურსები/სასწავლო პროგრამები განათლების სექტორი
  • ინდუსტრია / სფერო: განათლება დაწყებითი/საშუალო განათლება
  • გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
  • განაკვეთი: სრული განაკვეთი
  • დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
  • სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან

დამსაქმებლის მოთხოვნები:

  • გამოცდილება აუცილებელია: გამოცდილება 1 წლიდან
  • სპეციალობა / სპეციალიზაცია(აუცილებელი):
    მეცნიერება / განათლება ბუნებისმეტყველება, მე და საზოგადოება
    ტრენინგ-კურსები/სასწავლო პროგრამები განათლების სექტორი
  • ინდუსტრია / სფერო(აუცილებელი):
    განათლება დაწყებითი/საშუალო განათლება
  • გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
  • მინიმალური განათლების დონე: ბაკალავრი, მაგისტრი
  • ენები: ინგლისური
შპს „თბილისის საერთაშორისო სკოლამ“ გასულ სასწავლო წელს მოიპოვა „American International Accreditation Program”-ის უცხოენოვანი ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამის ინგლისურ ენაზე განხორციელების უფლება.

მდებარეობა: თბილისი, დიდი დიღომი, ზურგოვანი, თავისუფლების ქუჩა 10

ამ მნიშვნელოვან საერთაშორისო აღიარებასთან დაკავშირებით, სკოლა აფართოებს გუნდს და აცხადებს ვაკანსიას ამერიკული სექტორისთვის შემდეგი საგნების მასწავლებლების პოზიციებზე: საზოგადოებრივი მეცნიერებების მასწავლებელი (საგნები: მსოფლიო ისტორია, ამერიკის ისტორია, გეოგრაფია) და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების მასწავლებელი (საგნები: ქიმია, ფიზიკა, ბიოლოგია)

პირობები და ანაზღაურება:
  • სამუშაო გრაფიკი - საათობრივი დატვირთვა
  • სკოლა გთავაზობთ საკმაოდ მაღალ და კონკურენტუნარიან ანაზღაურებას, კანდიდატის კვალიფიკაციისა და გამოცდილების გათვალისწინებით.

ძირითადი მოვალეობები:
  • სასწავლო პროცესის წარმართვა ამერიკული საგანმანათლებლო სტანდარტების შესაბამისად;
  • ინგლისურ ენაზე ინტერაქციული, პრაქტიკული და მოსწავლეზე ორიენტირებული გაკვეთილების ჩატარება (ICT-ისთვის: პრაქტიკული მუშაობა კომპიუტერულ ლაბორატორიაში);
  • მოსწავლეთა პროგრესის მუდმივი მონიტორინგი და შეფასება;
  • პოზიტიური, უსაფრთხო და აკადემიური საკლასო გარემოს შენარჩუნება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება შესაბამისი მიმართულებით (ბაკალავრის ან მაგისტრის ხარისხი მათემატიკაში, IT-ში, მეცნიერებებში ან განათლების სფეროში);
  • ინგლისური ენის უზადო ფლობა (C1/C2 დონე) — სწავლება მიმდინარეობს სრულად ინგლისურ ენაზე;
  • შესაბამისი საგნის სწავლების მინიმუმ 1-წლიანი გამოცდილება (სასურველია საერთაშორისო ან ამერიკულ პროგრამაში);
  • თანამედროვე ციფრული ტექნოლოგიებისა და საგანმანათლებლო პლატფორმების ფლობა;
  • ძლიერი კლასის მართვისა და კომუნიკაციის უნარები.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) როგორც ინგლისურ,ისე ქართულ ენაზე ელ-ფოსტაზე: info@tis.edu.ge
სათაურის ველში (Subject) აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება,
შენიშვნა: შპს „თბილისის საერთაშორისო სკოლა“ პატივს სცემს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სტანდარტებს. თქვენი მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული ვაკანსიის კონკურსისთვის.

მეცნიერება / განათლება
ბუნებისმეტყველება,
მე და საზოგადოება
ტრენინგ-კურსები/სასწავლო პროგრამები
განათლების სექტორი
ნახვები
უნიკალური ნახვები