დღეს - 12 ივლრედაქტირებულია - დღეს
ვიპ
ბუნებისმეტყველების ინგლისურენოვანი მასწავლებელი
თბილისი
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: skolaaxalitaoba@newge.edu.ge
ტელეფონი: +995 599 425 407
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: მეცნიერება / განათლება
ბუნებისმეტყველება - ინდუსტრია / სფერო: განათლება
დაწყებითი/საშუალო განათლება - გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- განაკვეთი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- გამოცდილება აუცილებელია:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია(აუცილებელი):მეცნიერება / განათლება
ბუნებისმეტყველება - ინდუსტრია / სფერო(აუცილებელი):განათლება
დაწყებითი/საშუალო განათლება - გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- მინიმალური განათლების დონე: ბაკალავრი
- ენები: ინგლისური
სკოლა „ახალი თაობის” ამერიკული პროგრამა აცხადებს ვაკანსიას ბუნებისმეტყველების ინგლისურენოვანი მასწავლებლის პოზიციაზე.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები: კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს;
უმაღლესი განათლება დარგში ან მომიჯნავე მიმართულებით (მაგისტრის ხარისხი ჩაითვლება უპირატესობად)
სასურველია მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის (60-კრედიტიანი კურსი ან ინტეგრირებული სამაგისტრო პროგრამა) გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატი ან კანონმდებლობით დადგენილი შესაბამისი სტატუსი (უფროსი, წამყვანი ან მენტორი მასწავლებელი).
საგანმანათლებლო სფეროში შესაბამისი საგნის მასწავლებლად მუშაობის არანაკლებ 1-2 წლის გამოცდილება (საერთაშორისო სკოლაში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად);
დამწყები მასწავლებლის შემთხვევაში - სასკოლო პრაქტიკის ან სტაჟირების წარმატებით გავლის გამოცდილება.
ძირითადი პასუხისმგებლობები
- საგნის სწავლება ინგლისურ ენაზე
- მოსწავლეზე ორიენტირებული გაკვეთილების დაგეგმვა და ჩატარება
- მოსწავლეთა პროგრესის შეფასება, აღრიცხვა და ანგარიშგება MAP შეფასების კრიტერიუმების შესაბამისად
- სწავლების დიფერენცირება მოსწავლეთა მრავალფეროვანი საჭიროებების გათვალისწინებით
- კოლეგებთან, მშობლებთან და სკოლის ადმინისტრაციასთან სისტემატური და კონსტრუქციული თანამშრომლობა
- პროფესიულ განვითარებასა და სკოლის აქტივობებში აქტიური მონაწილეობა
საჭირო კომპეტენციები:
- ინგლისური ენის სრულყოფილი ფლობა, გაკვეთილების ინგლისურ ენაზე ჩატარების უნარი;
- საგნის კურიკულუმის, ამერიკული საგანმანათლებლო სტანდარტების სიღრმისეული ცოდნა;
- გრძელვადიანი (წლიური) და მოკლევადიანი (სემესტრული, თემატური, გაკვეთილის) გეგმების დამოუკიდებლად შემუშავებისა და სწავლების პროცესში მათი ეფექტიანად რეალიზების უნარი;
- სწავლების თანამედროვე, ინტერაქტიული, მოსწავლეზე ორიენტირებული მეთოდებისა და დიფერენცირებული მიდგომების ფლობა;
- მოსწავლეთა აკადემიური მიღწევების შეფასების მრავალფეროვანი ინსტრუმენტების (განმავითარებელი და განმსაზღვრელი შეფასება) ცოდნა და ობიექტურად გამოყენება;
- კლასის ეფექტიანი მართვა, პოზიტიური, მზრუნველი და ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული სასწავლო გარემოს შექმნა;
- მოსწავლეთა ინდივიდუალური საჭიროებების იდენტიფიცირება და ინკლუზიური განათლების პრინციპების მხარდაჭერა (სპეციალურ მასწავლებელთან თანამშრომლობით);
- ციფრული წიგნიერება: სკოლის მართვის ელექტრონული სისტემების, საგანმანათლებლო პლატფორმებისა და საოფისე პროგრამების ფლობა
პიროვნული თვისებები:
- კანდიდატი უნდა გამოირჩეოდეს მოზარდებისადმი კეთილგანწყობილი და ემპათიური დამოკიდებულებით, ემოციური მდგრადობითა და ტაქტით.
- აუცილებელია მაღალი პროფესიული ეთიკა, პასუხისმგებლობა, კომუნიკაბელურობა და გუნდური მუშაობის კულტურა.
- სასურველია ორგანიზებულობა, პუნქტუალობა და მუდმივი პროფესიული განვითარებისკენ სწრაფვა.
სკოლაში წარმოსადგენი დოკუმენტაცია
- პირადობის მოწმობის ასლი
- ავტობიოგრაფია / CV (სასურველია ინგლისურად)
- განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ნოტარიულად დამოწმებული ასლი (ატესტატი, დიპლომი)
- ფოტოსურათი ¾-ზე დაბეჭდილი და ციფრული ფორმით
- კვალიფიკაციის ამაღლების დამადასტურებელი დოკუმენტები (ასეთის არსებობის შემთხვევაში)
- სერტიფიცირებული პედაგოგების შემთხვევაში - შესაბამისი სერტიფიკატის ასლი
- მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სქემაში მინიჭებული სტატუსის ამსახველი სერტიფიკატი
- ცნობა ნასამართლეობის შესახებ
- ცნობა სქესობრივ დანაშაულზე ნასამართლეობის შესახებ
- ცნობა უფლების ჩამორთმევის შესახებ
ჩვენ გთავაზობთ:
- ხელფასი განისაზღვრება ინდივიდუალურად, კანდიდატთან შეთანხმებით
- სასიამოვნო, გუნდური და თანამშრომლობაზე დაფუძნებული სამუშაო გარემო
- პროფესიული ზრდისა და განვითარების შესაძლებლობები
- ეკოლოგიურად სუფთა გარემო, კარგად აღჭურვილი საკლასო ოთახები და ლაბორატორიები
- პოზიტიური სასკოლო კულტურა, ორიენტირებული მოსწავლეთა სწავლასა და კეთილდღეობაზე
განაცხადის გაგზავნა
გთხოვთ, დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონულ მისამართზე: skolaaxalitaoba@newge.edu.ge ; ebakaradze@newge.edu.ge
სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ,თუ რომელ ვაკანსიას ეხმაურებით ან დაგვიკავშირდით ნომერზე: +995 599 425 407
განაცხადის გამოგზავნის ბოლო ვადა: 2026 წლის 11 ივლისი
სკოლა „ახალი თაობა" - ამერიკული განათლების ახალი სტანდარტი საქართველოში. თქვენს მიერ გამოგზავნილი ინფორმაცია „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად დამუშავდება ვაკანტურ პოზიციასთან შესაბამისობის დადგენის მიზნებისათვის. სკოლაში დასაქმებასა და შერჩევის პროცესში სრულად გამოირიცხება ნებისმიერი სახის დისკრიმინაცია.
მეცნიერება / განათლება
ბუნებისმეტყველება
ნახვები
უნიკალური ნახვები
