დღეს - 29 ივლრედაქტირებულია - დღეს
სტარტი
კორპორატიული გაყიდვების უმცროსი მენეჯერი
თბილისი, საბურთალო, ვაჟა-ფშაველას გამზ.
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: დაზღვევა
სადაზღვევო მენეჯმენტი გაყიდვები B2B /კორპორატიული გაყიდვები - ინდუსტრია / სფერო: ფინანსები
დაზღვევა - გამოცდილების დონე / რგოლი: საწყისი რგოლი
- განაკვეთი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- სასურველია გამოცდილება: გამოცდილება 1 წლიდან
- სპეციალობა / სპეციალიზაცია(სასურველი):დაზღვევა
სადაზღვევო მენეჯმენტი გაყიდვებიB2B /კორპორატიული გაყიდვები - ინდუსტრია / სფერო(სასურველი):ფინანსები
დაზღვევა - გამოცდილების დონე / რგოლი: საწყისი რგოლი
- მინიმალური განათლების დონე: სხვა
- ენები: ქართული
განვითარება, მხარდაჭერა, შედეგიანობა და შინაგანი სიმშვიდე ის ღირებულებებია, რომლებიც ჩვენს კორპორატიულ კულტურას ქმნიან.
"იმედი L"-ში დასაქმება გულისხმობს სტაბილურობას, სიახლეებს და ცოდნის უწყვეტ გაზიარებას. ჩვენ ვეძებთ გუნდის ახალ წევრს, რომელიც გაიზიარებს ჩვენს ღირებულებებს და ერთად კიდევ უფრო ბევრ წარმატებას მივაღწევთ!
"იმედი L" აცხადებს ვაკანსიას კორპორატიული გაყიდვების უმცროსი მენეჯერის პოზიციაზე
სამუშაო საათები: ორშაბათი - პარასკევი 10:00-18:00
სამუშაო ადგილი: თბილისი, ვაჟა-ფშაველას 53ა
სამუშაო ფორმატი: on-site
ჩვენ გთავაზობთ:
- პოზიტიურ და სტაბილურ სამუშაო გარემოს;
- კარიერული განვითარების შესაძლებლობას;
- პიროვნული და პროფესიული განვითარების პროგრამებს;
- ჯანმრთელობის დაზღვევას და სხვა კორპორატიულ ბენეფიტებს.
ძირითადი მოვალეობები:
- სადაზღვევო ბაზრის კვლევა და სტრატეგიული რეკომენდაციების შემუშავება;
- პოტენციური იურიდიული მომხმარებლების ბაზის შექმნა, მათი მოთხოვნების/საჭიროებების დადგენის და შესაბამისი სადაზღვევო პროდუქტების/მომსახურების შეთავაზების მიზნით;
- დაინტერესებული მომხმარებლებისათვის კონსულტაციის გაწევა, კომპანიაში არსებული სხვადასხვა ტიპის სადაზღვევო მომსახურების მისაღებად;
- მომხმარებლებთან სადაზღვევო ურთიერთობის გასაფორმებლად საჭირო ინფორმაციის გამოთხოვა და შესაბამისი დოკუმენტების მომზადება;
- არსებულ მომხმარებლებთან მუდმივი კომუნიკაცია, სადაზღვევო პროდუქტების/მომსახურების განახლების და განვითარების მიზნით.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- სასურველია გაყიდვებისა და მომხმარებლებთან ურთიერთობის სფეროში მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება
- სასურველია უცხო ენების ცოდნა საკომუნიკაციო დონეზე;
- MS Office პროგრამების ცოდნა.
აუცილებელი უნარები:
- ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
- თავაზიანი და სერვისზე ფოკუსირებული;
- ანალიტიკური აზროვნება;
- მიზანდასახული და შედეგზე ორიენტირებული;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- დროის მართვის უნარი;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.
- ახალი ვებ ტექნოლოგიების გამოყენება.
ვაკანსიით დაინტერესებულ კანდიდატებს შეგიძლიათ გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე/(CV)
სადაზღვევო კომპანია "იმედი L" მადლობას გიხდით ვაკანტური პოზიციით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას.
ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: https://hel-ai.com/apply/YXGUeAW
დაზღვევა
სადაზღვევო მენეჯმენტი
გაყიდვები
B2B /კორპორატიული გაყიდვები
ნახვები
უნიკალური ნახვები
