დღეს - 30 ივლრედაქტირებულია - დღეს
სტანდარტი
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: იურიდიული
იურისპრუდენცია - ინდუსტრია / სფერო: სამომხმარებლო პროდუქტები და სერვისები
საკვები და სასმელები - გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- განაკვეთი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
- ანაზღაურება: ფიქსირებული 500
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- სამუშაო გამოცდილება: გამოცდილებას არ აქვს მნიშვნელობა - განიხილებიან როგორც გამოუცდელი, ასევე გამოცდილი კანდიდატები
- მინიმალური განათლების დონე: საშუალო განათლება, ბაკალავრი, მაგისტრი, დოქტორი, პროფესიული კოლეჯი
- სტუდენტებისთვის: კი
- ენები: ინგლისური,რუსული
შპს „აიდიეს ბორჯომი თბილისი“ წარმოადგენს საერთაშორისო კომანია IDS ბორჯომის ჯგუფის წევრს. კომპანიის ძირითად საქმიანობას წარმოადგენს კომპანია IDS ბორჯომი საქართველოს მიერ წარმოებული მინერალური და წყაროს წყალის, ასევე ლიმონათისა და ბორჯომის ენერგეტიკული სასმელის გაყიდვა და დისტრიბუცია საქართველოს ტერიტორიაზე.
ადმინისტრაციის დეპარტამენტში, იურიდიულ განყოფილებაში ვეძებთ იურისტ-სტაჟიორს.
ოფისის მისამართი: ქ.თბილისი; ილია ბაბუციძის ქ. #14;
სამუშაო განაკვეთი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-18:00 (1 სთ შესვენება);
სტაჟირების პერიოდი: 7 თვე;
სტაჟირება არის ანაზღაურებადი - ხელზე ასაღები 500 ლარი
ძირითადი მოვალეობები:
- ხელშეკრულებების, მიღება-ჩაბარების აქტების, ბრძანების პროექტების და სხვა მსგავსი დოკუმენტების მომზადება;
- მომზადებული დოკუმენტის ორმხრივად ხელმოწერის უზრუნველყოფა, ხელმოწერილი ეგზემპლარების დაბრუნების მონიტორინგი და მათი დაარქივება;
- კომპანიის წარმომადგენლობა მესამე პირებთან (მათ შორის სადაზღვევო კომპანიებთან) ურთიერთობაში;
- სახელმწიფო შესყიდვების ხელშეკრულებების შემოწმება წინასწარ დადგენილი ფორმის მიხედვით.
საჭირო პიროვნული და პროფესიული უნარები:
- ბაკალავრიატის დამამთავრებელი კურსის სტუდენტი ან კურსდამთავრებული (იურიდიული ფაკულტეტი, სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის სპეციალიზაციით);
- ინგლისური ენის ცოდნა - B2 დონე;
- რუსული ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.
გამოცდილება:
- არ მოითხოვება
- MS office პროგრამების ცოდნა;
ჩვენ გთავაზობთ:
- საერთაშორისო კომპანიაში მუშაობის გამოცდილებას;
- ჯანმრთელობის დაზღვევას;
- სატელეფონო ლიმიტს.
- გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ შერჩევის შემდეგ ეტაპზე გადავლენ მხოლოს ის კანდიდატები, ვისი მონაცემებიც მაქსიმალურად შეესაბამება ვაკანსიის მოთხოვნებს.
შერჩევის ეტაპები:
1. შეხვედრა ეიჩართან და უშუალო ხელმძღვანელთან
დაინტერესებული პირები, განცხადების სრული ტექსტის სანახავად და სააპლიკაციო ფორმის შესავსებად, გთხოვთ, მიჰყევით ბმულს: https://cleverstaff.net/i/vacancy-TvtfvV
გისურვებთ წარმატებებს!
თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანიის მიერ დამუშავდება "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, რეზიუმეს ვაკანსიასთან შესაბამისობის შეფასებისა და შემდგომი თანამშრომლობის მიზნით.
მონაცემები მუშავდება თქვენი თანხმობის საფუძველზე და მათი მოწოდება ნებაყოფლობითია. ამასთან, თქვენ გაქვთ დამუშავების შესახებ ინფორმაციის მიღების, მონაცემთა გაცნობისა და ასლის მიღების, გასწორების, განახლებისა, შევსების, დამუშავების შეწყვეტის, წაშლის ან განადგურების, დაბლოკვის, პორტირებისა და თანხმობის გამოხმობის უფლება, ასევე საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებები.
წინამდებარე ვაკანსიაზე რეზიუმეს გამოგზავნით, თქვენი თანხმობა ზემოაღნიშნულ პირობებზე მიღებულად ჩაითვლება.
იურიდიული
იურისპრუდენცია
ნახვები
უნიკალური ნახვები
