დღეს - 17 ივლ
სტანდარტი
უნივერსიტეტის ცოდნის გადაცემისა და ინოვაციების ცენტრის მთავარი სპეციალისტი / I კატეგორია
თბილისი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:

  • სპეციალობა / სპეციალიზაცია: მეცნიერება / განათლება უმაღლესი განათლება ტრენინგ-კურსები/სასწავლო პროგრამები განათლების სექტორი
  • ინდუსტრია / სფერო: განათლება უმაღლესი განათლება
  • გამოცდილების დონე / რგოლი: საწყისი რგოლი
  • განაკვეთი: სრული განაკვეთი
  • დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
  • სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
  • ანაზღაურება:
    ფიქსირებული 1330

დამსაქმებლის მოთხოვნები:

  • სამუშაო გამოცდილება: გამოცდილებას არ აქვს მნიშვნელობა - განიხილებიან როგორც გამოუცდელი, ასევე გამოცდილი კანდიდატები
  • მინიმალური განათლების დონე: ბაკალავრი
  • ენები: ქართული
სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი აცხადებს კონკურსს უნივერსიტეტის ცოდნის გადაცემისა და ინოვაციების ცენტრის მთავარი სპეციალისტის (I კატეგორია) საშტატო განრიგით განსაზღვრულ პოზიციაზე კანდიდატის შესარჩევად

უნივერსიტეტის ცოდნის გადაცემისა და ინოვაციების ცენტრის მთავარი სპეციალისტის (I კატეგორია) საშტატო განრიგით განსაზღვრულ პოზიციაზე ანაზღაურება განისაზღვრება თვეში 1330 (ათას სამას ოცდაათი) ლარის ოდენობით (საშემოსავლო გადასახადისა და საპენსიო ანარიცხის ჩათვლით), სამუშაო საათები-09:00 სთ-დან 18:00სთ-მდე ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა.

აპლიკანტს მოეთხოვება:
  • ა) ბაკალავრის აკადემიური ხარისხი;
  • ბ) თსუ-ში მოქმედი რეგულაციების ცოდნა პოზიციის სპეციფიკიდან გამომდინარე: საქართველოს ორგანული კანონი ,,საქართველოს შრომის კოდექსი“, საქართველოს კანონი „უმაღლესი განათლების შესახებ“, თსუ შინაგანაწესი და დისციპლინური პასუხისმგებლობის ნორმები, ეთიკის კოდექსი, თსუ წესდება; საქართველოს კანონი საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ.

აპლიკანტს უნდა ჰქონდეს:
  • ა) გუნდური მუშაობის უნარი;
  • ბ) დამოუკიდებელად მუშაობის უნარი;
  • გ) ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
  • დ)დროის ეფექტიანი მართვის უნარი;
  • ე) ეფექტიანი უკუკავშირის მიწოდების უნარი;
  • ვ) კომუნიკაბელურობა;
  • ზ) პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ცოდნის გადაცემისა და ინოვაციების ცენტრის მთავარი სპეციალისტის (I კატეგორია) საშტატო განრიგით განსაზღვრულ პოზიციაზე დასაქმებულ პირს მოეთხოვება შემდეგი ფუნქციების შესრულება:
  • ა) ცოდნის გადაცემისა და ინოვაციების ცენტრში განთავსებულ ქონებაზე ზედამხედველობა და კონტროლი.
  • ბ) ცოდნის გადაცემისა და ინოვაციების ცენტრის მატერიალური ფასეულობების დაცვა-შენახვაზე და მოძრაობაზე კონტროლი.
  • გ) ცოდნის გადაცემისა და ინოვაციების ცენტრში არსებული აპარატურის და დანადგარების გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა.
  • დ) ცოდნის გადაცემისა და ინოვაციების ცენტრში სასწავლო კურსების ჩატარების ხელშეწყობა.
  • ე) ცოდნის გადაცემისა და ინოვაციების ცენტრში შემოსულ სტუდენტებისათვის კონსულტაციების გაწევა.

კონკურსში მონაწილეობის მსურველ აპლიკანტს მოეთხოვება შემდეგი საბუთების წარმოდგენა:
  • ა) განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე;
  • ბ) CV ქართულ ენაზე (დოკუმენტის PDF ვერსია) ელექტრონულად;
  • გ) განათლების, კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუნენტის ასლები;
  • დ) პირადობის მოწმობის ან პასპორტის სურათიანი გვერდის ასლი;
  • ე) პროფესიული გამოცდილების ამსახველი დოკუმენტი ასეთის არსებობის შემთხვევაში (ამონაწერი შრომის წიგნაკიდან/ ცნობა სამსახურიდან და სხვ.);
  • ვ) კონკურსით გამოცხადებული ვაკანსიის დაკავების შემთხვევაში აპლიკანტმა პერსონალის მართვის დეპარტამენტში უნდა წარმოადგინოს ცნობა ,,სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლობის შესახებ’;

კონკურსში მონაწილეობის მსურველი აპლიკანტის შერჩევა განხორციელდბა სააპლიკაციო პაკეტის განხილვის საფუძველზე საკონკურსო კომისიის მიერ. არასრულად საბუთების გამოგზავნის შემთხვევაში, საკონკურსო კომისიის მიერ აპლიკანტის საბუთები არ განიხილება. აპლიკანტი, ვის მიერ წარმოდგენილი საბუთებიც დააკმაყოფილებს საკონკურსო მოთხოვნებს, წინასწარი შეტყობინების საფუძველზე შესარჩევ კომისიასთან გაივლის გასაუბრებას (კონკრეტული თარიღი და დრო ეცნობებათ წინასწარ). გასაუბრების შედეგები აპლიკანტს ეცნობება პირადად;

მოთხოვნილი დოკუმენტები აპლიკანტების მიერ გადმოგზავნილი უნდა იქნეს 2026 წლის 13 ივლისიდან 2026 წლის 17 ივლისის ჩათვლით 15:00 საათამდე ელექტრონულ მისამართზე: vacancy@tsu.ge სათაურის ველში უნდა მიეთითოს ,,ცოდნის გადაცემისა და ინოვაციების ცენტრის მთავარი სპეციალისტი (I კატეგორია)“.
მეცნიერება / განათლება
უმაღლესი განათლება
ტრენინგ-კურსები/სასწავლო პროგრამები
განათლების სექტორი
ნახვები
უნიკალური ნახვები