დღეს - 13 აგვ
ვიპ
ავტომატიზაციის ინჟინერი
თბილისი, საბურთალო, ზაქარიაძის ქ.
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: hr@insta.ge
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: ლოგისტიკა / ტრანსპორტი
საწყობის ავტომატიზაცია ენერგეტიკა პროექტის დაგეგმვა და კოორდინაცია სამშენებლო შენობის ავტომატიზაცია - ინდუსტრია / სფერო: წარმოება
მექანიკური ან სამრეწველო ინჟინერია მშენებლობა სამშენებლო მასალები - გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- განაკვეთი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
- ანაზღაურება: ფიქსირებული 2500
- დამატებითი სარგებელი (ბენეფიტები): ჯანმრთელობის დაზღვევა,კორპორატიული მობილური პაკეტი,კომპანიის ავტომობილი,ტრენინგები და პროფესიული ზრდის შესაძლებლობა,ფიტნესი და გამაჯანსაღებელი პროგრამები,კარიერული განვითარების ქოუჩინგი
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- გამოცდილება აუცილებელია: 1-დან 3 წლამდე
- სპეციალობა / სპეციალიზაცია(აუცილებელი):ენერგეტიკა
პროექტის დაგეგმვა და კოორდინაცია - ინდუსტრია / სფერო(აუცილებელი):წარმოება
მექანიკური ან სამრეწველო ინჟინერია მშენებლობასამოქალაქო საინჟინრო საქმე - გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- მინიმალური განათლების დონე: ბაკალავრი
- ენები: ინგლისური
Insta- ელექტრო სისტემების პროექტირების მიმართულებით ერთ-ერთი ლიდერი კომპანიაა საქართველოში, რომელიც უკვე 28 წელზე მეტია წარმატებით საქმიანობს ბაზარზე.
ჩვენ ვნერგავთ სრულ ელექტრო-საინჟინრო გადაწყვეტებს სხვადასხვა სექტორისთვის: ელექტრო- სამონტაჟო სერვისები, ძალოვანი და მართვის ფარების წარმოება, ავტომატიზაცია, სუსტი დენები, განათება და მწვანე ტექნოლოგიები.
წლების განმავლობაში 500-ზე მეტი პროექტი განვახორციელეთ საერთაშორისო და ადგილობრივ პარტნიორებთან, მათ შორის ისეთი გლობალური ბრენდების მხარდაჭერით, როგორიცაა SIEMENS, DELL, BOSCH, EATON, DRAKA.
ჩვენს გუნდში ვიწვევთ ნიჭიერ და განვითარებაზე ორიენტირებულ კანდიდატებს!
ვაკანსია: ავტომატიზაციის ინჟინერი
ადგილმდებარეობა: თბილისი, საბურთალო
სამუშაო საათები: 9:00-18:00 (ორშაბათი -პარასკევი)
ანაზაურება: 2500+ NET
ჩვენ გთავაზობთ:
- კარიერული განვითარების და პიროვნული ზრდის საშუალებას;
- მეგობრულ და სტაბილურ სამუშაო გარემოს;
- ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტს;
- კორპორატიული ნომერი;
- Fitpass (კომპანიის თანადაფინანსებით);
- საშვებულებო დღეების გამოყენების შესაძლებლობას, საგამოცდო პერიოდის დასრულებისთანავე + პირადი დრო;
- შიდა და გარე სასწავლო ტრენინგებს.
ძირითადი მოვალეობები:
- BMS (Building Management System) სისტემების პროექტირებაში, მონტაჟსა და გამართვაში მონაწილეობა;
- ავტომატიზაციის სისტემების პროგრამირება, კონფიგურაცია და ტესტირება;
- სენსორების, კონტროლერების, აქტუატორებისა და სხვა ავტომატიზაციის კომპონენტების შერჩევაში მონაწილეობა;
- BMS სისტემების ინტეგრაცია სხვა საინჟინრო სისტემებთან (ელექტრო, HVAC, ELV);
- სისტემების ექსპლუატაციაში გაშვებისა და მიღება-ჩაბარების პროცესებში მონაწილეობა;
- ტექნიკური პრობლემების იდენტიფიცირება და მათი აღმოფხვრის პროცესში ჩართულობა;
- ტექნიკური დოკუმენტაციის მომზადება და შესრულებული სამუშაოების შესახებ რეპორტინგი;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება ავტომატიზაციის, ელექტროინჟინერიის ან მონათესავე საინჟინრო მიმართულებით;
- ავტომატიზაციის სისტემებთან მუშაობის მინიმუმ 1-3 წლიანი გამოცდილება;
- ინგლისური ენის ცოდნა B2 დონეზე სასურველია.
პროგრამული უნარჩვევები:
- BMS პლატფორმები: Siemens Desigo, Schneider EcoStruxure, Honeywell ან მსგავსი;
- PLC პროგრამირების გარემოები: Siemens TIA Portal, Schneider EcoStruxure Control Expert ან მსგავსი;
- SCADA სისტემები: WinCC, Ignition, Wonderware (საბაზისო დონეზე);
- AutoCAD (სასურველია Revit);
- Microsoft Office პროგრამები (Excel, Word).
გთხოვთ, დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგ ელ.ფოსტაზე: hr@insta.ge და წერილის თემის გრაფაში (subject-ში) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - ‘’ ავტომატიზაციის ინჟინერი’’
ნებისმიერი პერსონალური მონაცემები, რომელიც შპს ‘’ინსტა’’- სთვის ხელმისაწვდომი გახდება თავად „ინსტაში“ ან/და სხვა „ინსტას“ პარტნიორ კომპანიაში გამოცხადებულ ამა თუ იმ ვაკანსიაზე თქვენი განაცხადის განხილვისთვის შემოიფარგლება თქვენ მიერ გადმოგზვანილი CV-ითა და მასზე თანდართულ (ასეთის არსებობის შემთხვევაში) დოკუმენტებში მოცემული მონაცემებით (შემდგომში - კანდიდატის პერსონალური მონაცემები). თქვენი პერსონალური მონაცემები „ინსტას“ ან/და სხვა „ინსტას“ პარტნიორი კომპანიის მიერ შეგროვდება და დამუშავდება კონკრეტულ ვაკანსიაზე თქვენი განაცხადის განხილვის მიზნით და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. თქვენი პერსონალური მონაცემები შეინახება 2 (ორი) წლის ვადით. ეს უკანასკნელი ემსახურება იმ ფაქტს, რომ თუ თქვენი განაცხადი არ იქნა განხილული იმ ვაკანსიაზე, რომელზეც გამოაგზავნეთ განაცხადი, „ინსტა“ შეეცდება თქვენი პერსონალური მონაცემები გამოიყენოს/დაამუშავოს სხვა აქტიურ/მიმდინარე ვაკანსიებზე (როგორც შპს „ინსტაში“, ასევე, სხვა „ინსტა“ პარტნიორ კომპანიებში), რომელიც ხელს შეგიწყობთ კარიერული განვითარებასა და წინსვლაში. გაითვალისიწინეთ, თქვენ მიერ თქვენივე პერსონალური მონაცემების „ინსტა“-სთვის გაგზვანით, თქვენ ადასტურებთ, რომ დეტალურად გაეცანით წინამდებარე შეტყობინების ტექსტის შინაარსს და თანახმა ხართ თქვენი პერსონალური მონაცემები შეგროვდეს, შენახულ იქნას, გადაიცეს ან/და დამუშავდეს ზემოხსენებული ფორმით. ყოველივე ზემოხსენებულზე თანხმობა არის წინაპირობა თქვენი განაცხადის შესაბამის ვაკანტურ ადგილზე განსახილველად. შენიშვნა: ნებისმიერ დროს თქვენ გაქვთ უფლება მოითხოვოთ თქვენი პერსონალური მონაცემების შესახებ ინფორმაცია, მოითხოვოთ მათი შესწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, დამუშავების შეწყვეტა, წაშლა და განადგურება. ზემოაღნიშნულთან დაკავშირებით შეგიძლიათ მიმართოთ „ინსატ“-ს შემდეგ საკონტაქტო მონაცემებზე:
ტელ.: + (995 32) 220-20-20;
ვებ-გვერდი:https://www.insta.ge/ka/
ლოგისტიკა / ტრანსპორტი
საწყობის ავტომატიზაცია
ენერგეტიკა
პროექტის დაგეგმვა და კოორდინაცია
სამშენებლო
შენობის ავტომატიზაცია
ნახვები
უნიკალური ნახვები
