დღეს - 14 აგვ
სტანდარტი
დაწყებითი საფეხურის კოორდინატორი
თბილისი
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: r@millennium-school.org
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: მეცნიერება / განათლება
საშუალო განათლება ტრენინგ-კურსები/სასწავლო პროგრამები განათლების სექტორი - ინდუსტრია / სფერო: განათლება
დაწყებითი/საშუალო განათლება - გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- განაკვეთი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- გამოცდილება აუცილებელია: გამოცდილება 1 წლიდან
- სპეციალობა / სპეციალიზაცია(სასურველი):მეცნიერება / განათლება
საშუალო განათლება ტრენინგ-კურსები/სასწავლო პროგრამებიგანათლების სექტორი - ინდუსტრია / სფერო(სასურველი):განათლება
დაწყებითი/საშუალო განათლება - გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- მინიმალური განათლების დონე: ბაკალავრი, მაგისტრი, დოქტორი
- ენები: ქართული
ათასწლეულის სკოლაში გვჯერა, რომ თითოეულ ადამიანს უნიკალური შესაძლებლობები და მისწრაფებები აქვს.
ათასწლეულის სკოლა არის სკოლა, სადაც სხვადასხვა საჭიროების მოსწავლეები სკოლაშივე სწავლობენ საკუთარი შესაძლებლობების, მისწრაფებების გამოვლენასა და სასარგებლოდ გამოყენებას. millennium-school.org
ვეძებთ დაწყებითი საფეხურის კოორდინატორს, რომელიც იზრუნებს I-VI კლასების საგანმანათლებლო პროცესის ეფექტიან ორგანიზებაზე, დამრიგებელთა გუნდის განვითარებასა და თითოეული მოსწავლის აკადემიური, სოციალური და ემოციური კეთილდღეობის მხარდაჭერაზე.
ძირითადი პასუხისმგებლობები:
ათასწლეულის სკოლა არის სკოლა, სადაც სხვადასხვა საჭიროების მოსწავლეები სკოლაშივე სწავლობენ საკუთარი შესაძლებლობების, მისწრაფებების გამოვლენასა და სასარგებლოდ გამოყენებას. millennium-school.org
ვეძებთ დაწყებითი საფეხურის კოორდინატორს, რომელიც იზრუნებს I-VI კლასების საგანმანათლებლო პროცესის ეფექტიან ორგანიზებაზე, დამრიგებელთა გუნდის განვითარებასა და თითოეული მოსწავლის აკადემიური, სოციალური და ემოციური კეთილდღეობის მხარდაჭერაზე.
ძირითადი პასუხისმგებლობები:
- ზრუნავს I-VI კლასების მოსწავლეთა აკადემიური, სოციალური და ემოციური განვითარების პროცესის ეფექტიან დაგეგმვასა და მონიტორინგზე;
- კოორდინაციას უწევს დამრიგებლებისა და მასწავლებლების თანამშრომლობას, რათა თითოეული მოსწავლის განვითარებაზე ორიენტირებული სასწავლო პროცესი იყოს უზრუნველყოფილი;
- აქტიურად თანამშრომლობს შესაბამისი სკოლის ფსიქოლოგებთან, ადმინისტრაციასა და სხვა გუნდებთან;
- დამრიგებელთა გუნდთან ერთად გეგმავს და ავითარებს არაფორმალურ საგანმანათლებლო პროგრამებს, მათ შორის „სხვა დღეს“, დილის შეხვედრებსა და გახანგრძლივებულ პროგრამას;
- ხელს უწყობს დამრიგებელთა პროფესიულ განვითარებას, გუნდური თანამშრომლობის კულტურის გაძლიერებასა და საუკეთესო პრაქტიკების დანერგვას;
- ადამიანური რესურსების მენეჯერთან ერთად მონაწილეობს ახალი დამრიგებლების შერჩევის, ადაპტაციისა და განვითარების პროცესში;
- მშობლებთან ამყარებს პარტნიორულ ურთიერთობას და უზრუნველყოფს ეფექტურ, რეგულარულ კომუნიკაციას;
- მონაწილეობს სკოლის სტრატეგიული და საგანმანათლებლო პროექტების დაგეგმვასა და განხორციელებაში.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება განათლების ადმინისტრირების, განათლების მეცნიერებების ან სხვა შესაბამისი მიმართულებით;
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ ერთწლიანი გამოცდილება;
- სასურველია არაფორმალური განათლების სფეროში მუშაობის გამოცდილება;
- ლიდერული, ორგანიზების, თანამშრომლობისა და ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
- გადაწყვეტილებების მიღებისა და პროცესების კოორდინირების გამოცდილება;
- პროფესიული განვითარების სურვილი და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.
გასაუბრების წარმატებით გავლის შემთხვევაში, კანდიდატი გადადის შესარჩევი პროცესების მეორე ეტაპზე, რომელიც კანდიდატისთვის ინდივიდუალურად შერჩეულ, კონკრეტული საქმიანობის შესრულებას გულისხმობს.
დაინტერესებულმა კანდიდატებმა თქვენი რეზიუმე გადმოაგზავნეთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე hr@millennium-school.org აუცილებელია რომ აპლიკანტმა პოზიციის დასახელება მიუთითოს subject-ის ველში.
დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს. საბუთების მიღება მიმდინარეობს 15 აგვისტოს ჩათვლით.
განაცხადის გაკეთებამდე, გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენ მიერ წარმოსადგენი ინფორმაცია და დოკუმენტები შეიცავს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, შესაძლოა, შეიცავდეს განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც.
პერსონალურ მონაცემებს შპს „ათასწლეულის სკოლა“ დაამუშავებს ვაკანტურ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის განხილვის და გადაწყვეტილების მიღების მიზნით, ასევე, პოზიციაზე შერჩევის შემთხვევაში - შრომით-სახელშეკრულებო ურთიერთობის წარმოშობის მიზნით.
თქვენი რეზიუმე შეინახება განცხადების გაკეთებიდან ერთი წლის ვადით და გამოყენებული იქნება 2025-2026 სასწავლო წლის მანძილზე ვაკანტური პოზიციის წარმოშობის შემთხვევაში.
სკოლაში პერსონალური მონაცემების დამუშავების წესის და პირობების შესახებ დამატებით ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ სკოლის ვებგვერდზე millennium-school.org.
მეცნიერება / განათლება
საშუალო განათლება
ტრენინგ-კურსები/სასწავლო პროგრამები
განათლების სექტორი
ნახვები
უნიკალური ნახვები
