დღეს - 19 აგვ
სტანდარტი
სამეურნეო-ტენიკური თანამშრომელი
თბილისი
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: fixprice.office.hr@gmail.com
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: ლოგისტიკა / ტრანსპორტი
საბაჟო ოპერაციები/დეკლარირებები, იმპორტ/ექსპორტის მენეჯმენტი ადმინისტრაცია / ბიზნესის მართვა სამეურნეო პროცესების მენეჯმენტი, მარაგების მართვა/აღრიცხვა - ინდუსტრია / სფერო: საცალო ვაჭრობა
საცალო ვაჭრობა - გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- განაკვეთი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- სასურველია გამოცდილება:
- გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- მინიმალური განათლების დონე: არასრული საშუალო განათლება, საშუალო განათლება, ბაკალავრი, მაგისტრი, დოქტორი, პროფესიული კოლეჯი, სხვა
- ენები: რუსული
მაღაზიათა ქსელი „ფიქს პრაისი“ 10 წელია ქართულ ბაზარზე წარმატებით მოღვაწეობს და მომხმარებელს სთავაზობს შერეული სახის პროდუქციას, როგორც საკვებს, ასევე საყოფაცხოვრებო ქიმიას, საოჯახო დეკორს, ტექსტილს და ა.შ .
გვესაჭიროება: პასუხისმგებლიანი, გონიერი, სწრაფი, ენერგიული და გაწონასწორებული გუნდის წევრი
დღეისათვის კომპანია ფლობს 10 ფილიალს ქ.თბილისში ქ.. ბათუმსა და ქ. რუსთავში. ქსელი განაგრძობს გაფართოვებას, ასევე სხვადასხვა ქალაქებში ფილიალების გახსნას.
მაღაზიათა ქსელი „ფიქს პრაისი“ აცხადებს ვაკანსიას სამეურნეო-ტენიკური თანამშრომლის პოზიციაზე.
ფუნქცია მოვალეობები:
- კომპანიაში სამეურნეო და ტექნიკური საშუალებების კონტროლი;
- მატერიალურ-ტექნიკური ბაზის უსაფრთხოების და დროული შევსების კონტროლი;
- კომპანიის სტრუქტურულიერთეულების საჭირო ინვენტარით დროული მომარაგება (ავეჯი, აღჭურვილობა, სახარჯი მასალები და ა.შ.);
- საჭირო გეგმიური და არაგეგმიური შეკვეთების ორგანიზება;
- კომპანიის ინვენტარის გეგმიური ინვენტარიზაცია;
- ანგარიშგების წარმოება დადგენილი ფორმით;
- ჩამოწერილი და ვადაგასული პროდუქციის უტილიზაცია;
- პროდუქციის მარკირებისთვის აქციზური მარკების შეძენა და მათი აღრიცხვისთვის შესაბამისი საბუთების შევსება საიტზე;
- მძღოლების მინდობილობების დროული გაფორმება ტვირთის საერთაშორისო გადაზიდვებისთვის;
- აქციზური მარკების დაკვრის პროცესის ორგანიზება-კონტროლი;
- ახალი სტრუქტურული ერთეულების გახსნისთის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის უზრუნველყოფა;
- საბაჟოსა და ბროკერებთან თანამშრომლობა ტვირთის მიღების პროცესში
ძირითადი მოთხოვნები:
- სწორად და გამართულად მეტყველების უნარი;
- კომუნიკაბელური და მოტივირებული;
- აუცილებელია რუსული ენის გამართულად ცოდნა (B2, C1). (რუსული ენის არ მცოდნე მსურველთა რეზიუმე არ განიხილება);
- დამოუკიდებლად და გუნდში მუშაობის უნარი;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- დისციპლინარული;
- პუნქტუალური.
- თავაზიანი
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- სასურველია მსგავს და ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება.
- სასურველია გაყიდვების მიმართულებით მუშაობის გამოცდილება
სამუშაო გრაფიკი: 5+2 (ხუთი დღე სამუშაო, ორი დღე დასვენება )
სამუშაო საათები: 09:00-18:00სთ
დასვენების დღე: შაბათი+კვირა
მაღაზიათა ქსელი "ფიქს პრაისში" თქვენს მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები მაღაზიათა ქსელ "ფიქს პრაისის" მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე, ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე.
დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ CV ელ. ფოსტის მისამართზე: fixprice.office.hr@gmail.com
მაღაზიათა ქსელი "ფიქს პრაისი“ მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!
ლოგისტიკა / ტრანსპორტი
საბაჟო ოპერაციები/დეკლარირებები,
იმპორტ/ექსპორტის მენეჯმენტი
ადმინისტრაცია / ბიზნესის მართვა
სამეურნეო პროცესების მენეჯმენტი,
მარაგების მართვა/აღრიცხვა
ნახვები
უნიკალური ნახვები
