დღეს - 26 აგვ
სტანდარტი
წარმოების ხელმძღვანელი
თბილისი
სარეკლამო საწარმო
ვაკანსიაზე გამოხმაურება

ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:

  • სპეციალობა / სპეციალიზაცია: წარმოება/ოპერაციები საწარმოს ოპერაციები
  • ინდუსტრია / სფერო: სამომხმარებლო პროდუქტები და სერვისები სამომხმარებლო მომსახურება მედია და კომუნიკაციები მარკეტინგი და რეკლამა
  • გამოცდილების დონე / რგოლი: უფროსი რგოლი
  • განაკვეთი: სრული განაკვეთი
  • დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
  • სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
  • ანაზღაურება:
    ფიქსირებული 4000
  • დამატებითი სარგებელი (ბენეფიტები): ჯანმრთელობის დაზღვევა

დამსაქმებლის მოთხოვნები:

  • გამოცდილება აუცილებელია: 3-დან 5 წლამდე
  • სპეციალობა / სპეციალიზაცია(აუცილებელი):
    წარმოება/ოპერაციები საწარმოს ოპერაციები
  • ინდუსტრია / სფერო(აუცილებელი):
    სამომხმარებლო პროდუქტები და სერვისები სამომხმარებლო მომსახურება
    მედია და კომუნიკაციები მარკეტინგი და რეკლამა
  • გამოცდილების დონე / რგოლი: უფროსი რგოლი
  • მინიმალური განათლების დონე: ბაკალავრი, საშუალო განათლება, არასრული საშუალო განათლება, მაგისტრი, დოქტორი, პროფესიული კოლეჯი, სხვა
  • ენები: ქართული
  • მართვის მოწმობა: B კატეგორია
სარეკლამო საწარმო ეძებს წარმოების ხელმძღვანელს რომელიც პასუხისმგებელია გარე რეკლამის წარმოებისა და მონტაჟის პროცესების ეფექტიან დაგეგმვაზე, ტექნიკური გუნდების მართვასა და პროექტების დროულ და ხარისხიან შესრულებაზე.

დაქვემდებარებაში ჰყავს 20-25 თანამშრომელი.

ძირითადი მოვალეობები
  • წარმოებისა და სამონტაჟო ჯგუფების ყოველდღიური საქმიანობის დაგეგმვა, მართვა და კოორდინაცია;
  • პროექტების სპეციფიკის მიხედვით სამუშაოების დაგეგმვა და თანამშრომლების გადანაწილება;
  • სამუშაოების ვადების განსაზღვრა, შესრულების პროცესის მონიტორინგი და ხარისხის კონტროლი;
  • რთული და არასტანდარტული პროექტების დაგეგმვაში მონაწილეობა, ტექნიკური გადაწყვეტილებების შემუშავება და მათი განხორციელების შესაძლებლობის შეფასება;
  • საწარმოში არსებული მანქანა-დანადგარების გამართული მუშაობის კონტროლი და ტექნიკური გაუმართაობის შემთხვევაში შესაბამისი სერვისის ან სპეციალისტების ჩართვის ორგანიზება;
  • წარმოებაში გამოყენებული მასალების ხარჯვისა და ეფექტური გამოყენების კონტროლი;
  • შესყიდვების დეპარტამენტთან კოორდინაცია პროექტებისთვის საჭირო მასალების დროული შესყიდვისა და მიწოდების უზრუნველსაყოფად;
  • წარმოებისა და მონტაჟის პროცესში წარმოშობილი ტექნიკური და საორგანიზაციო პრობლემების ოპერატიულად გადაჭრა;
  • წარმოებისა და მონტაჟის პროცესში შრომის უსაფრთხოების ნორმების დაცვის უზრუნველყოფა, თანამშრომლების მიერ უსაფრთხოების წესების შესრულების კონტროლი და უსაფრთხო სამუშაო გარემოს ხელშეწყობა;
  • პროექტებში ჩართული სხვადასხვა დეპარტამენტის საქმიანობის კოორდინაცია პროცესების შეუფერხებლად წარმართვის მიზნით;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები
  • ტექნიკური მენეჯერის, წარმოების ხელმძღვანელის ან მსგავს პოზიციაზე მუშაობის 3-5 წლიანი გამოცდილება;
  • გუნდის მართვისა და საწარმოო პროცესების ორგანიზების პრაქტიკული გამოცდილება;
  • ტექნიკური ნახაზების კარგად წაკითხვის უნარი;
  • საწარმოო პროცესების ცოდნა;
  • ანალიტიკური აზროვნება და პრობლემების სწრაფად გადაჭრის უნარი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • B კატეგორია მართვის მოწმობის ფლობა;
  • Microsoft Office-ის პროგრამების ცოდნა;

ჩვენ გთავაზობთ
  • სტაბილურ და გრძელვადიან თანამშრომლობას;
  • საინტერესო და მრავალფეროვან პროექტებზე მუშაობის შესაძლებლობას;
  • პროფესიული ზრდისა და განვითარების შესაძლებლობას;
  • ანაზღაურება-4000 ლარი (ნეტი)
  • ჯანმრთელობის დაზღვევა

სამუშაო პირობები
  • სამუშაო გრაფიკი-სრული;
  • სამუშაო ადგილი: თბილისი;
  • ანაზღაურება განისაზღვრება კანდიდატის გამოცდილებისა და კვალიფიკაციის შესაბამისად.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი CV შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: hrrecruitment787@gmail.com და სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: წარმოების ხელმძღვანელი
წარმოება/ოპერაციები
საწარმოს ოპერაციები
ნახვები
უნიკალური ნახვები