დღეს - 10 სექ
სტანდარტი
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: ბუღალტერია / ფინანსები
ბუღალტრული აღრიცხვა - ინდუსტრია / სფერო: წარმოება
საკვების წარმოება სამომხმარებლო პროდუქტები და სერვისები საკვები და სასმელები - გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- განაკვეთი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- გამოცდილება აუცილებელია: გამოცდილება 2 წლიდან
- სპეციალობა / სპეციალიზაცია(სასურველი):ბუღალტერია / ფინანსები
ბუღალტრული აღრიცხვა - ინდუსტრია / სფერო(სასურველი):წარმოება
საკვების წარმოება სამომხმარებლო პროდუქტები და სერვისებისაკვები და სასმელები - გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- მინიმალური განათლების დონე: ბაკალავრი
- ენები: ინგლისური,რუსული
ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მწარმოებელი კომპანია „ასკანელი“ აცხადებს ვაკანსიას წარმოების ბუღალტრის პოზიციაზე.
კომპანიის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ:
ძირითადი მოვალეობები:
- წარმოებაში გამოყენებული ნედლეულისა და მასალების აღრიცხვა;
- წარმოებული მზა პროდუქციის აღრიცხვა;
- ნედლეულისა და მზა პროდუქციის ჩამოწერის კონტროლი შესაბამისი დოკუმენტაციის საფუძველზე;
- საწყობის ფაქტობრივი ნაშთებისა და ბუღალტრული მონაცემების შესაბამისობის კონტროლი;
- წარმოებასთან დაკავშირებული ბუღალტრული დოკუმენტაციის დამუშავება;
- წარმოების დანაკარგების, ნარჩენებისა და გადახრების მონიტორინგი და ანალიზი;
- ინვენტარიზაციის პროცესში მონაწილეობა;
- წარმოებასთან დაკავშირებული პერიოდული ანგარიშებისა და რეპორტების მომზადება;
- მარაგების აღრიცხვა და კონტროლი;
- წარმოების თანამშრომელთა შრომის ანაზღაურების აღრიცხვა;
- ბუღალტრული მონაცემების სიზუსტისა და შესაბამისობის უზრუნველყოფა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
- ბაკალავრის ხარისხი სასურველია ბიზნეს ადმინისტრირების, ეკონომიკის ან მომიჯნავე დარგში.
- წარმოების ბუღალტრად მუშაობის მინიმუმ 2-წლიანი გამოცდილება;
- 1C-ის ან „1C ბალანსის“ პროგრამის ცოდნა — სასურველია;
- ბუღალტრული აღრიცხვის ძირითადი პრინციპების ცოდნა;
- საოფისე პროგრამების, განსაკუთრებით Excel-ის, ცოდნა;
- მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
- პუნქტუალურობა და ორგანიზებულობა;
- დეტალებზე ორიენტირებულობა;
- ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი;
- დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
- დადგენილ ვადებში სამუშაოს ეფექტურად შესრულების უნარი;
- კარგი საკომუნიკაციო უნარები.
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი - პარასკევი, 10:00 - 18:00 სთ.
მის: ქ. თბილისი, სამგორის რაიონი, კახეთის გზატკეცილი # 110 ა. ლილო მოლის მიმდებარედ.
კომპანია უზრუნველყოფს ტრანსპორტირებას, კვებასა და ჯანმრთელობის დაზღვევას. ასევე შეგიძლიათ ისარგებლოთ FitPass-ის სერვისით.
დაინტერესების შემთხვევაში გამოგვიგზავნეთ ქართულენოვანი რეზიუმე შემდეგ მისამართზე: vacancy@askaneli.ge და სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
გისურვებთ წარმატებას.
ბუღალტერია / ფინანსები
ბუღალტრული აღრიცხვა
ნახვები
უნიკალური ნახვები
