დღეს - 03 სექ
სტანდარტი
სტაჟირება სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის სტუდენტთა მომსახურების ჯგუფში
თბილისი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:

  • სპეციალობა / სპეციალიზაცია: მეცნიერება / განათლება უმაღლესი განათლება
  • ინდუსტრია / სფერო: განათლება უმაღლესი განათლება
  • გამოცდილების დონე / რგოლი: საწყისი რგოლი
  • განაკვეთი: ნაწილობრივი განაკვეთი
  • დასაქმების ფორმა: სტაჟირება
  • სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან

დამსაქმებლის მოთხოვნები:

  • სამუშაო გამოცდილება: გამოცდილებას არ აქვს მნიშვნელობა - განიხილებიან როგორც გამოუცდელი, ასევე გამოცდილი კანდიდატები
  • განათლების დონე(ები): ბაკალავრი
  • სტუდენტებისთვის: კი
  • ენები: ქართული,ინგლისური
სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის სტუდენტთა მომსახურების ჯგუფში სტაჟიორთა შესარჩევად კონკურსის გამოცხადების შესახებ

გამოცხადდეს კონკურსი სტაჟიორთა შერჩევის მიზნით სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის სტუდენტთა მომსახურების ჯგუფში ანაზღაურების გაეშე სტაჟირებაზე- 5 (ხუთი) ვაკანსია.
კონკურსში მონაწილეობის მიღების უფლება აქვს ბაკალავრიატის სტუდენტს.
კონკურსში მონაწილე პირმა სასურველია იცოდეს: ა) სახელმწიფო ენა (წერა, კითხვა, მეტყველება); ბ) ინგლისურ ენა (წერა, კითხვა, მეტყველება);

აპლიკანტი უნდა ფლობდეს:
  • საოფისე კომპიუტერულ პროგრამებს - Microsoft Word (მაღალ დონეზე, მათ შორის: სქოლიოების გაფორმება და სხვა ტექნიკური დეტალების ზედმიწევნით ცოდნა).
  • Microsoft Excel
  • Microsoft PowerPoint
  • Adobe Acrobat Reader (კომენტარების დართვა ტექსტისათვის)
  • ინტერნეტს.

სტაჟიორის შერჩევისას ყურადღება მიექცევა შემდეგ პიროვნულ მახასიათებლებს (უნარებს):
  • პუნქტუალობა/დისციპლინა/ორგანიზებულობა;
  • პასუხისმგებლიანობა;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
  • დავალების დადგენილ ვადაში შესრულება;
  • გუნდური მუშაობის კულტურა;
  • ტექნიკური და კომპიუტერული უნარ-ჩვევები;
  • კრიტიკული აზროვნება/ანალიზის უნარი;
  • კომუნიკაბელურობა (მათ შორის, უცხო ენაზე კომუნიკაციის უნარი;
  • ცვლილებებისადმი სწრაფი ადაპტაცია

სტაჟიორის ფუნქცია- ვალდებულებებია:
  • სტაჟიორის ძირითადი ფუნქციები განსაზღვრული იქნება სტაჟირების ხელმძღვანელის ზეპირი/წერილობითი მითითების შესაბამისად, რომელთა შორისაა:
  • კომპეტენციის ფარგლებში, უნივერსიტეტისა და ფაკულტეტის სტრუქტურულ ერთეულებთან თანამშრომლობა;
  • სტუდენტთა აკადემიური რეგისტრაციის პროცესის ორგანიზება - სტუდენტთა მომსახურების ჯგუფის თანამშრომლების დახმარება აკადემიური რეგისტრაციის პროცესში(ბაკალავრიატი);
  • რეგისტრაციის პერიოდში სასწავლო ბაზის რედაქტირება და რეგისტრაციის პროცესისთვის მომზადებაში შესაბამისი სამსახურების დახმარება;
  • აკადემიური რეგისტრაციების დროს შემოსული კორესპონდენციის განხილვასა და პასუხების მომზადებაში თანამშრომლების დახმარება;
  • სტუდენტებისათვის კონსულტაციების გაწევა, ცნობების ორგანიზება (მათ შორის ინგლისურენოვანი), შემოსული კორესპოდენციის განხილვა და პასუხის მომზადება;
  • სასწავლო პროცესში არსებული პრობლემების შესახებ სტუდენტებისგან მიღებული ინფორმაციის მიწოდება ფაკულტეტის ადმინისტრაციისთვის მათი მოგვარების მიზნით (საჭიროების შემთხვევაში უკუკავშირი სტუდენტებთან);
  • სამსახურის საქმიანობიდან გამომდინარე, ხელმძღვანელის მიერ მიცემული სხვა დავალებების შესრულება.

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად სტაჟიორობის კანდიდატმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი საბუთები:
  • განცხადება კონკურსში მონაწილეობის თაობაზე (დანართი N2 და დანართი N2,1 ,,პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ );
  • CV;
  • საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
  • განათლების დამადასტურებელი, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტი/ან ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ;
  • უცხო ენის ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტი (საჭიროების შემთხვევაში);
  • ცნობა „სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისათვის ნასამართლობის შესახებ“ (სტაჟიორის პოზიციის დაკავების შემთხვევაში).

დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადა განისაზღვროს 2026 წლის 27 აგვისტოდან 2 სექტემბრის ჩათვლით.

კონკურსში მონაწილეობის მსურველი აპლიკანტის შერჩევა განხორციელდება სააპლიკაციო პაკეტის განხილვის საფუძველზე საკონკურსო კომისიის მიერ. არასრულად დოკუმენტების წარმოდგენის შემთხვევაში, საკონკურსო კომისიის მიერ აპლიკანტის დოკუმენტები არ განიხილება. აპლიკანტი, ვის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტები დააკმაყოფილებს საკონკურსო მოთხოვნებს, წინასწარი შეტყობინების საფუძველზე შესარჩევ კომისიასთან გაივლის გასაუბრებას (კონკრეტული თარიღი და დრო ეცნობებათ წინასწარ). გასაუბრების შედეგები აპლიკანტს ეცნობება პირადად;.

ანაზღაურების გარეშე სტაჟირების გავლის პერიოდია 6 (ექვსი) თვე, სამუშაო საათები კვირაში არანაკლებ 30 საათისა შაბათ-კვირის გარდა.

აპლიკანტის მიერ საკონკურსო დოკუმენტების მიღება განისაზღვრება 2026 წლის 27 აგვისტოდან 2 სექტემბრის ჩათვლით 17 საათამდე, ელექტრონულ ფოსტაზე : stajireba@tsu.ge სათაურის ველში უნდა მიეთითოს - სტაჟირება იურიდიული ფაკულტეტის სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის სტუდენტთა მომსახურების ჯგუფი.
მეცნიერება / განათლება
უმაღლესი განათლება
ნახვები
უნიკალური ნახვები
მსგავსი განცხადებები