დღეს - 01 ოქტ
ვიპ
კონსტრუქციული სამუშაოების ზედამხედველი
ბათუმი
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: b.miminoshvili@gmail.com
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: სამშენებლო
სამშენებლო სამუშაოები, ტექნიკური ზედამხედველობა - ინდუსტრია / სფერო: მშენებლობა
მშენებლობა - გამოცდილების დონე / რგოლი: უფროსი რგოლი
- განაკვეთი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
- დამატებითი სარგებელი (ბენეფიტები): ჯანმრთელობის დაზღვევა,ტრენინგები და პროფესიული ზრდის შესაძლებლობა
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- გამოცდილება აუცილებელია: გამოცდილება 4 წლიდან
- სპეციალობა / სპეციალიზაცია(აუცილებელი):სამშენებლო
სამშენებლო სამუშაოები, ტექნიკური ზედამხედველობა - ინდუსტრია / სფერო(აუცილებელი):მშენებლობა
მშენებლობა - გამოცდილების დონე / რგოლი: უფროსი რგოლი
- განათლების დონე(ები): ბაკალავრი, მაგისტრი, დოქტორი
- ენები: ინგლისური
სამშენებლო კომპანია ,, კოტეკონს კონსთრაქშენი“ აცხადებს ვაკანსიას კონსტრუქციული სამუშაოების ზედამხედველის (Structural Supervisor) პოზიციაზე
სამშენებლო კომპანია „კოტეკონს კონსთრაქშენ" ბათუმში მიმდინარე ერთ-ერთი პროექტისთვის ეძებს კონსტრუქციული სამუშაოების ზედამხედველს.
კომპანია, 20 წელზე მეტი გამოცდილებით, ვიეტნამის ერთ-ერთი წამყვანი სამშენებლო კომპანიაა, რომელიც ახორციელებს მსხვილმასშტაბიან საცხოვრებელ, კომერციულ, სამრეწველო და ინფრასტრუქტურულ პროექტებს თანამედროვე სამშენებლო ტექნოლოგიებითა და საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობით.
საქართველოში მიმდინარე არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი კომპანიის გრძელვადიან ხედვას, მაღალ ამბიციებსა და ქართული სამშენებლო სექტორის განვითარებაში აქტიურ ჩართულობას უსვამს ხაზს.
ვეძებთ მოტივირებულ და პასუხისმგებლიან პროფესიონალს, რომელსაც სურს განვითარება, საერთაშორისო სტანდარტების მქონე პროექტზე მუშაობა და გამოცდილ სპეციალისტებთან თანამშრომლობა.
ფუნქცია-მოვალეობები:
- ყალიბის, არმატურისა და ბეტონის სამუშაოების ზედამხედველობა ობიექტზე;
- შესრულებული სამუშაოების შესაბამისობის კონტროლი დამტკიცებულ ნახაზებთან, სპეციფიკაციებთან და ACI / EN მოთხოვნებთან;
- ბეტონის ჩაწყობის წინ შემოწმებების ჩატარება და შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება;
- ქვეკონტრაქტორებისა და სამუშაო ბრიგადების კოორდინაცია ყოველდღიურ კონსტრუქციულ სამუშაოებზე;
- პროგრესის, გადახრებისა და ობიექტზე არსებული საკითხების ანგარიშგება მშენებლობის მენეჯერთან;
- სამუშაო ზონაში შრომის უსაფრთხოების ნორმების დაცვის კონტროლი.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება სამოქალაქო მშენებლობის ან სამშენებლო კონსტრუქციების მიმართულებით;
- მაღალსართულიანი შენობების მშენებლობის გამოცდილება (მინიმუმ 1–2 დასრულებული პროექტი;
- ACI და EN სტანდარტების კარგი ცოდნა;
- კონსტრუქციულ სამუშაოებში ობიექტზე მუშაობის მინიმუმ 4 წლიანი გამოცდილება;
- ინგლისური ენის სამუშაო, საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;
- კონსტრუქციული ნახაზების წაკითხვისა და ინტერპრეტაციის უნარი.
სამუშაო პირობები:
- სამუშაო საათები 09:00 – 18:00, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით;
- სამუშაო ადგილი - ქ. ბათუმი, ბარბიუსის 6;
- ანაზღაურების განსაზღვრა მოხდება მხარეთა შეთანხმებით, დასაქმებულის კვალიფიკაციის შესაბამისად.
ჩვენთან დასაქმების შემთხვევაში გთავაზობთ:
- კომპანიის მიერ სრულად დაფინანსებულ სამედიცინო დაზღვევა;
- კორპორატიულ სიმ-ბარათი უფასო ინტერნეტითა და სალაპარაკო წუთებით;
- პროფესიული ზრდის შესაძლებლობა.
დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოაგზავნეთ თქვენი СV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: b.miminoshvili@gmail.com 2026 წლის 30 სექტემბრის ჩათვლით
სათაურის ველში გთხოვთ მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში, კომპანია იტოვებს უფლებას არ განიხილოს თქვენი კანდიდატურა.
თქვენ მიერ CV-ის გამოგზავნით, თქვენ თანხმობას აცხადებთ შპს ,,კოტეკონს კონსთრაქშენმა“ დაამუშავოს თქვენი პერსონალური მონაცემები დასაქმების მიზნით. თქვენი პერსონალური მონაცემები შეინახება შპს „კოტეკონს კონსტრაქშენის“ ბაზაში 1 წლის ვადით.
გისურვებთ წარმატებას!
სამშენებლო
სამშენებლო სამუშაოები,
ტექნიკური ზედამხედველობა
ნახვები
უნიკალური ნახვები
