დღეს - 02 ოქტ
სტანდარტი
ანაზღაურებადი სტაჟირება ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის კანცელარიაში
თბილისი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:

  • სპეციალობა / სპეციალიზაცია: მეცნიერება / განათლება უმაღლესი განათლება ტრენინგ-კურსები/სასწავლო პროგრამები განათლების სექტორი
  • ინდუსტრია / სფერო: განათლება უმაღლესი განათლება
  • გამოცდილების დონე / რგოლი: საწყისი რგოლი
  • განაკვეთი: სრული განაკვეთი
  • დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
  • სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან

დამსაქმებლის მოთხოვნები:

  • სამუშაო გამოცდილება: გამოცდილებას არ აქვს მნიშვნელობა - განიხილებიან როგორც გამოუცდელი, ასევე გამოცდილი კანდიდატები
  • განათლების დონე(ები): საშუალო განათლება, ბაკალავრი, მაგისტრი, დოქტორი, პროფესიული კოლეჯი, სხვა
  • ენები: ქართული,ინგლისური
გამოცხადდეს კონკურსი სტაჟიორის შერჩევის მიზნით სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის კანცელარიაში ანაზღაურებად სტაჟირებაზე – 1 (ერთი) ვაკანსიაზე.
კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს უმაღლესი განათლების მქონე პირს (ბაკალავრის ან მაგისტრის აკადემიური ხარისხით) ან უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების დამამთავრებელი კურსის სტუდენტს.

კონკურსში მონაწილე პირი უნდა იცნობდეს:
  • ა) საქართველოს ზოგად ადმინისტრაციულ კოდექსს;
  • ბ) საქართველოს პრეზიდენტის №414 ბრძანებულებას „საქმისწარმოების ერთიანი წესების შესახებ“;
  • გ) საქართველოს იუსტიციის მინისტრის №174 ბრძანებას „დაწესებულებათა არქივების მუშაობის წესების შესახებ“;
  • დ) საქართველოს კანონს „ეროვნული საარქივო ფონდისა და ეროვნული არქივის შესახებ“;
  • ე) საქართველოს მთავრობის №64 დადგენილებას „სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში საქმისწარმოების ავტომატიზებული სისტემის მინიმალური სტანდარტის შესახებ“;
  • ვ) საქართველოს კანონს „უმაღლესი განათლების შესახებ“;
  • ზ) უნივერსიტეტის წესდებას;
  • თ) ფაკულტეტის დებულებას.

კონკურსანტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:
  • ა) ქართული ენის ცოდნა;
  • ბ) ინგლისური ენის ცოდნა (სასურველია);
  • გ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების, მათ შორის Microsoft Office-ის პროგრამების, ცოდნა.

სტაჟიორის შერჩევისას ყურადღება მიექცევა შემდეგ პიროვნულ მახასიათებლებსა და უნარებს:
  • ა) ყურადღებიანობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • ბ) ოპერატიულობა;
  • გ) სხვადასხვა ამოცანაზე პარალელურად, დამოუკიდებლად და ეფექტიანად მუშაობის უნარი;
  • დ) ფორსმაჟორულ სიტუაციაში მუშაობის უნარი;
  • ე) გუნდურობისა და კომუნიკაბელურობის უნარი;
  • ვ) პუნქტუალურობა და დროის ეფექტიანი მართვის უნარი;
  • ზ) ცვლილებების ადეკვატურად აღქმისა და სიახლეების სწრაფად ათვისების უნარი;
  • თ) დასაბუთების უნარი.

სტაჟიორის ძირითადი ფუნქცია-მოვალეობებია:
  • ა) ფაკულტეტზე შემოსული და გასული დოკუმენტაციის ელექტრონულ ბაზაში რეგისტრაცია და ადრესატებისთვის გაგზავნა;
  • ბ) ფაკულტეტზე მომზადებული დოკუმენტების (ცნობების, წერილების და სხვ.) გატარება; გ) დეკანის ბრძანებების რეგისტრაცია;
  • დ) ფაკულტეტზე მიმდინარე კონკურსების (დეკანის, პროფესორის, ასოცირებული პროფესორის, ასისტენტ-პროფესორის) ფარგლებში კონკურსანტთა საბუთების მიღება, დამუშავება და კომისიისთვის დროულად გადაცემა, აგრეთვე საკონკურსო მასალების საქმისწარმოების წესების დაცვით შენახვა;
  • ე) ფაკულტეტზე მიმდინარე სამეცნიერო ფორუმებისა და კვლევითი პროექტების მასალების მიღება, რეგისტრაცია და შესაბამის სამსახურებში გადაცემა (მიღება-ჩაბარების აქტებით);
  • ვ) ცენტრალურ კანცელარიასთან კოორდინირებული მუშაობა;
  • ზ) საჭიროების შემთხვევაში, ფაკულტეტზე მომზადებული დოკუმენტების ასლების დამოწმება;
  • თ) საჭიროებიდან გამომდინარე, კანცელარიის უფროსის, ადმინისტრაციის, ცენტრალური კანცელარიისა და დეკანის სხვადასხვა მიმდინარე დავალებების შესრულება.

სტაჟიორის ძირითადი ფუნქციები განისაზღვრება სტაჟირების ხელმძღვანელის ზეპირი ან წერილობითი მითითებების შესაბამისად.

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად სტაჟიორობის კანდიდატმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტები:
  • ა) განცხადება კონკურსში მონაწილეობის თაობაზე (დანართი №2 და დანართი №2.1 – „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“);
  • ბ) ავტობიოგრაფია (CV);
  • გ) საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
  • დ) განათლების დამადასტურებელი, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტი ან ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ;
  • ე) უცხო ენის ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტი (საჭიროების შემთხვევაში);
  • ვ) ცნობა „სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისათვის ნასამართლობის შესახებ“ (სტაჟიორის პოზიციაზე შერჩევის შემთხვევაში).

სტაჟირების პერიოდი განისაზღვროს 3 (სამი) თვით. სამუშაო საათები კვირაში არანაკლებ 30 საათისა შაბათ-კვირის გარდა.
ანაზღაურებადი სტაჟირების ოდენობა განისაზღვროს თვეში 700 (შვიდასი) ლარის ოდენობით (საშემოსავლო
გადასახადისა და საპენსიო ანარიცხის ჩათვლით).

კონკურსში მონაწილეობის მსურველი აპლიკანტების შერჩევა განხორციელდეს სააპლიკაციო პაკეტის განხილვის საფუძველზე. სტაჟიორთა კონკურსში პრიორიტეტი მიენიჭებათ უნივერსიტეტის დამამთავრებელი კურსის სტუდენტებს. არასრული დოკუმენტაციის წარმოდგენის შემთხვევაში საკონკურსო კომისია აპლიკანტის განაცხადს არ განიხილავს.
შერჩეული კანდიდატები, რომელთა დოკუმენტაციაც დააკმაყოფილებს საკონკურსო მოთხოვნებს, წინასწარი შეტყობინების საფუძველზე გაივლიან შესარჩევ ზეპირ გასაუბრებას საკონკურსო კომისიასთან. გასაუბრების კონკრეტული თარიღი და დრო კანდიდატებს ეცნობებათ წინასწარ. გასაუბრების შედეგები აპლიკანტებს ეცნობებათ პირადად.

მოთხოვნილი დოკუმენტაცია აპლიკანტმა უნდა გამოაგზავნოს 2026 წლის 29 სექტემბრიდან 2 ოქტომბრის ჩათვლით, 17:00 საათამდე, ელექტრონულ ფოსტაზე: stajireba@tsu.ge.
ელექტრონული წერილის სათაურის (Subject) ველში უნდა მიეთითოს: - „ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის კანცელარიაში ანაზღაურებადი სტაჟირება“.
მეცნიერება / განათლება
უმაღლესი განათლება
ტრენინგ-კურსები/სასწავლო პროგრამები
განათლების სექტორი
ნახვები
უნიკალური ნახვები
მსგავსი განცხადებები