დღეს - 09 დეკ
სტანდარტი
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: შესყიდვები
შესყიდვების მენეჯმენტი - ინდუსტრია / სფერო: სამომხმარებლო პროდუქტები და სერვისები
სამომხმარებლო მომსახურება - გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- განაკვეთი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- გამოცდილება აუცილებელია: გამოცდილება 2 წლიდან
- სპეციალობა / სპეციალიზაცია(აუცილებელი):შესყიდვები
შესყიდვების მენეჯმენტი - ინდუსტრია / სფერო(აუცილებელი):სამომხმარებლო პროდუქტები და სერვისები
სამომხმარებლო მომსახურება - გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- განათლების დონე(ები): საშუალო განათლება, ბაკალავრი, მაგისტრი, დოქტორი, პროფესიული კოლეჯი, სხვა
- ენები: ინგლისური
სახანძრო უსაფრთხოების კომპანია „ელ+“ აცხადებს ვაკანსიას საერთაშორისო შესყიდვების მენეჯერი პოზიციაზე.
ელპლუსი წარმოადგენს მაღალკვალიფიციურ პროფესიონალთა გუნდს, რომელსაც სახანძრო უსაფრთხოების სფეროში საქმიანობის 21 წელზე მეტი სამუშაო გამოცდილება აქვს.
ჩვენს შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ საიტზე: https://elplus.ge/
სამუშაო ადგილი: ქ.თბილისი, ბერი გაბრიელ სალოსის 126.
გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 10:00 - 18:00 სთ
ანაზღაურება: გამოცდილების შესაბამისად
ძირითადი მოვალეობები:
- პროდუქციის შესყიდვა ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზარზე;
- მომწოდებლებთან მოლაპარაკებების წარმოება შესასყიდი პროდუქტის მისაღები
- ხარისხისა და ფასის მისაღწევად;
- არსებულ მომწოდებლებთან ინტენსიური კომუნიკაციის წარმოება, მათი ფასებისა და მოწოდების პირობების გაუმჯობესებების მიზნით;
- მომწოდებლებთან გრძელვადიანი ურთიერთობების შენარჩუნებაზე ზრუნვა;
- შესყიდვების პროცესების დაგეგმვა, განხორციელება და სრული პროცესის, ასევე, თანმხლები დოკუმენტაციის კონტროლი;
- საწყობში არსებული მარაგების კონტროლი და მინიმალური, ასევე, მაქსიმალური ნაშთების განსაზღვრის უზრუნველყოფა;
- შესყიდვების ჭრილში სხვადასხვა პროექტში ჩართვა;
- მომწოდებელთა ბაზის მუდმივი განახლება და კონტროლი;
- პერიოდული ტენდერების ჩატარება და ბაზრის კვლევის წარმოება;
- ERP (1 C) პროგრამაში მიღებული შეკვეთების ასახვა და მომწოდებლებთან
- ანგარიშსწორების კონტროლი.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება შესყიდვები სფეროში;
- სასურველია საერთაშორისო შესყიდვების მიმართულებით გამოცდილება;
- ინგლისური ენის ცოდნა;
- ERP სისტემებთან მუშაობის გამოცდილება (სასურველია 1C);
უნარ-ჩვევები:
- ეფექტური კომუნიკაციის და მოლაპარაკების უნარი;
- ანალიტიკური და სტრატეგიული აზროვნების უნარი;
- დროის სწორი მართვის უნარი;
- პრობლემის გადაჭრის უნარი;
- ორგანიზების უნარი;
- გუნდური მუშაობის უნარი;
თუ მზად ხარ გახდე ჩვენი გუნდის წევრი გადადი ბმულზე, გაიგე მეტი და შეავსე განაცხადი: https://elplus.selfrecruit.ge/s/fEk3Y
გამოხმაურება (სხვა ვებგვერდზე)
შესყიდვები
შესყიდვების მენეჯმენტი
ნახვები
უნიკალური ნახვები
