შიდა კონტროლის უმცროსი სპეციალისტი ბათუმში

ბათუმი სრული განაკვეთი მაღაზიათა ქსელი ორი ნაბიჯი
განათლება: ბაკალავრი
ბუღალტერია/ფინანსები: ბუღალტერი (ზოგადი)

მაღაზიათა ქსელი "ორი ნაბიჯი" აცხადებს ვაკანსიას შიდა კონტროლის უმცროსი სპეციალისტის პოზიციაზე ქალაქ ბათუმში.

ფუნქციები:

  • ფილიალში არსებული პროდუქციის აღწერა
  • პროგრამული ფასების შესაბამისობის კონტროლი
  • შესაბამისი სააქციო მაჩვენებლის არსებობის კონტროლი
  • ინვენტარიზაცის შემდგომ ოქმის შედგენა დადგენილი წესის მიხედვით
  • ინვენტარიზაციის შედეგების პროგრამაში ასახვა
  • ინვენტარიზაციის ანგარიშების მომზადება და ხელმძღვანელისთვის მიწოდებასააქციო საქონელზე

მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი
  • სამუშაო გამოცდილება საცალო გაყიდვების სფეროში მსგავს ან იგივე პოზიციაზე (ჩაითვლება უპირატესობად)
  • დოკუმენტებთან მუშაობის გამოცდილება (ჩაითვლება უპირატესობად)
  • 1C ERP-UP პროგრამასთან მუშაობის გამოცდილება (ჩაითვლება უპირატესობად)
  • საოფისე პროგრამების ცოდნა

პიროვნული მახასიათებლები

  • ანალიტიკური აზროვნების უნარი
  • დეტალებზე ორიენტირებულობა
  • სამუშაოს დადგენილ ვადებში შესრულების უნარი
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა
  • ორგანიზებულობა და პუნქტუალურობა
  • კომუნიკაბელურობა

სამუშაო გრაფიკი: სრული

ვაკანსიით დაინტერესებულ კანდიდატებს შეგიძლიათ გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ჩვენს ელექტრონულ მისამართზე: HR@orinabiji.ge

გთხოვთ, სათაურის ველში (subject) აუცილებლად მიუთითოთ იმ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 19 სექტემბერი, 2019 წელი

ორი ნაბიჯიმადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას.

მაღაზიათა ქსელი „ორი ნაბიჯ“- ში თქვენს მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები მაღაზიათა ქსელ „ორი ნაბიჯ“- ის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე, ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.