ლოჯისტიკის მენეჯერი

თბილისი სრული განაკვეთი ბენე ჯგუფი
განათლება: ბაკალავრი გამოცდილება: 1 - 2 წლამდე ენები: რუსული, ინგლისური, თურქული
ლოგისტიკა/ტრანსპორტი: ლოჯისტიკის მენეჯერი

ბენე ჯგუფი" 2013 წლიდან პოზიციონირებს ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზარზე სატრანსპორტო სერვისის მიმართულებით. ლოჯისტიკის სფერო ერთ-ერთი ძირითადი მიმართულებაა. კომპანიის განვითარებაზე ორიენტირებული ხედვა, გამოცდილება და მჭიდრო ინტერნაციონალური ურთიერთობები გვაძლევს საშუალებას მომხმარებელს სწრაფი, კომფორტული, ხარისხიანი და უსაფრთხო მომსახურება შევთავაზოთ.

კომპანია "ბენე ჯგუფი" აცხადებს ვაკანსიას ლოგისტიკის მენეჯერის პოზიციებზე საერთაშორისო გადაზიდვების მიმართულებით.

სამუშაოს აღწერა:

  • არსებულ ლოგისტიკურ ორგანიზაციებთან ურთიერთობა.
  • რეგულარული მოლაპარაკებების წარმართვა უკვე არსებულ პარტნიორებთან და ახალი გადამზიდი კომპანიების მოძიება.
  • შეკვეთების დამუშავება, გადაზიდვების ორგანიზება და მისი ოპერატიულად შესრულების კონტროლი.
  • საქმიანობის შედეგზე ორიენტირება, ყოველდღიური დავალებების შესრულება.
  • პასუხისმგებლობა და გუნდურობა;
  • კომუნიკაბელურობა ;
  • შრომისმოყვარეობა ;
  • სტრესულ სიტუაციებში მუშაობის გამოცდილება და პრობლემის აღმოფხვრა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები :

  • უმაღლესი განათლება
  • სამუშაო გამოცდილება მინიმუმ 1 წელი
  • სავალდებულოა რუსული, ენის ცოდნა, უპირატესად ჩაითვლება ინგლისური, თურქული ენის ცოდნა
  • MS office პროგრამების ცოდნა.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა უნდა გამოაგზავნონ რეზიუმე განახლებული ფოტოსურათით შემდეგ მისამართზე: maka.ge@benegroup.ge და საგნობრივ ველში მიუთითეთ შესაბამისი პოზიცია, რომელზეც გსურთ განიხილოს თქვენი СV. შერჩეული კანდიდატები გაივლიან რამოდენიმე საფეხურიან გასაუბრების პროცესს.

  • აქცენტი კეთდება სტაბილურ თანამშრომლებზე, განვითარების პერსპექტივით,
  • ანაზღაურება: ფიქსირებული + ბონუსი.
  • სამუშაოგრაფიკი: ორშაბათი - პარასკევი (10:00-19:00),