მაკდონალდსი მსოფლიოში უმსხვილესი კვების ორგანიზაციაა, რომელიც მსოფლიოს 118 ქვეყანაში ოპერირებს და ყოველდღიურად 68 მილიონზე მეტ ადამიანს ემსახურება.
ქალაქ თბილისში, 1999 წლის 5 თებერვალს, მაკდონალდსის პირველ რესტორანში შესასვლელად 7000-ზე მეტი ადამიანი დადგა რიგში.
ასეთი ჭთამბეჭდავი დებიუტის შემდეგ უკვე არავითარი ეჭვი აღარ არსებობდა კომპანია „მაკდონალდსის“ შემდგომი განვითარების თაობაზე საქართველოში.
ამჟამად საქართველოში მაკდონალდსის 21 რესტორანი ოპერირებს, კომპანიის 1500-ზე მეტი თანამშრომელი ყოველდღიურად ემსახურება ჩვენს სტუმრებს და ისწრაფვის, რათა თითოეულ მათგანს დარჩეს განსაკუთრებული შთაბეჭდილებები რესტორანში სტუმრობისგან.