Today - 14 Nov
Vip
HR Specialist
Tbilisi
სპორტ დარბაზი
Application information

Information about vacant position:

  • Specialization/Specialty: Human resources HR Administration, HR management
  • Industry / Field: Recreation & Travel Sports Wellness & Fitness Health, Wellness & Fitness
  • Seniority level: Mid-Level
  • Schedule: Full-time
  • Employment form: Fixed-term contract
  • Work Location: On site

Employer requirement:

  • Experience is mandatory: Experience from 1 year
  • Seniority level: Mid-Level
  • Education level(s): Bachelor, Master, Doctor
  • Languages: Georgian,Russian,English

This announcement is available only in Georgian Language, please see the text below (You can also switch the site Language from header language switcher)

სპორტ დარბაზში ცხადდება ვაკანსია HR სპეციალისტის პოზიციაზე.
სავარაუდო ხელფასი 2000 -2500 ლარი
სამშაო განაკევთი - ორშაბათი-პარასკევი 10:00 სთ - 18:00 სთ

ძირითადი მოვალეობები:
  • პერსონალის საჭიროებების განსაზღვრა ხელმძღვანელებთან თანამშრომლობით და შერჩევის სრული პროცესის მართვა;
  • კანდიდატების მოძიება, გასაუბრება და პროფესიულ კომპეტენციებზე დაფუძნებული შეფასება;
  • ახალი თანამშრომლების ადაპტაციისა და გამოსაცდელი პერიოდის შეფასების პროცესების ორგანიზება;
  • შრომითი ხელშეკრულებების, დამატებითი შეთანხმებების, ბრძანებების, სამუშაო აღწერილობებისა და თანამშრომელთა პირადი საქმეების მომზადება და ადმინისტრირება;
  • შრომითი ურთიერთობის დაწყების, ცვლილებისა და შეწყვეტის პროცესების მართვა კანონმდებლობისა და კომპანიის პროცედურების შესაბამისად, საჭიროების შემთხვევაში იურისტთან კოორდინაციით;
  • სამუშაო დროის აღრიცხვის კონტროლი; ცვლების, ღამის მუშაობის, ზეგანაკვეთური სამუშაოს, დასვენებისა და შვებულებების მონაცემების სიზუსტის უზრუნველყოფა შესაბამის ხელმძღვანელებთან თანამშრომლობით;
  • დისციპლინური საკითხების დოკუმენტირება და შესაბამისი პროცედურების წარმართვა უფლებამოსილების ფარგლებში;
  • თანამშრომელთა შეფასების, სწავლებისა და პროფესიული განვითარების პროცესების დანერგვა და კოორდინაცია;
  • კაზინოს მომსახურების, პროფესიული ეთიკის, კონფიდენციალურობისა და შიდა წესების შესახებ სწავლების ორგანიზება შესაბამის პასუხისმგებელ პირებთან თანამშრომლობით;
  • HR პოლიტიკებისა და შინაგანაწესის შემუშავებაში მონაწილეობა და მათი შესრულების მონიტორინგი;
  • პერსონალის ბრუნვის, ვაკანსიების, დასწრებისა და სხვა ძირითადი HR მაჩვენებლების ანალიზი და ხელმძღვანელობისთვის ანგარიშების მომზადება;
  • თანამშრომელთა პერსონალური მონაცემების დაცული დამუშავებისა და დოკუმენტებზე უფლებამოსილების შესაბამისი წვდომის უზრუნველყოფა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება ადამიანური რესურსების მართვის, ბიზნესის ადმინისტრირების, სამართლის, ფსიქოლოგიის ან სხვა შესაბამისი მიმართულებით;
  • ადამიანური რესურსების მართვის სფეროში მუშაობის არანაკლებ 1-წლიანი გამოცდილება, მათ შორის HR პროცესების დამოუკიდებლად მართვის გამოცდილება;
  • საქართველოს შრომითი კანონმდებლობის პრაქტიკული ცოდნა და საკადრო დოკუმენტაციის წარმოების გამოცდილება;
  • პერსონალის შერჩევის, თანამშრომელთა ადაპტაციისა და შრომითი ურთიერთობების მართვის გამოცდილება;
  • ცვლიან სამუშაო რეჟიმში მოქმედი ორგანიზაციის HR პროცესების ცოდნა;
  • სამუშაო დროის აღრიცხვისა და სახელფასო მონაცემების მომზადების პრინციპების ცოდნა;
  • MS Office-ის, განსაკუთრებით Excel-ის, კარგი ცოდნა;
  • HR პროგრამებსა და სამუშაო დროის აღრიცხვის სისტემებთან მუშაობის უნარი;
  • ქართული, ინგლისური და რუსული ენის მაღალ დონეზე ცოდნა.

დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე: ltd.kalanda@gmail.com
Human resources
HR Administration,
HR management
Views
Unique views