ბუღალტერი ფოთში

ფოთი სრული განაკვეთი ბევრილი ჯგუფი
განათლება: ბაკალავრი გამოცდილება: 5 - 7 წლამდე
ბუღალტერია/ფინანსები: ბუღალტერი (ზოგადი)

შპს „ბევრილი ჯგუფი“ აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა: ფოთი

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება ფინანსების ან ეკონომიკის მიმართულებით
  • ბუღალტრად მუშაობის მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილება
  • აუცილებელია ბუღალტერიის ცოდნა ; (ექსელის მაღალ დონეზე ცოდნა)
  • საბუღალტრო პროგრამის ORIS და ORIS Manager- ის ცოდნა
  • საგადასახადო კოდექსის, ფინანსური, სააღრიცხვო, საგდასახადო საკანონმდებლო ნორმების და შესაბამისი ნორმატიული აქტების ცოდნა

მოვალეობები:

  • ელექტრონული ზედნადებების და ანგარიშფაქტურების მართვა, შედარება კონტროლი
  • სასაწყობო ნაშთების ყოველთვიური შედარება და კონტროლი
  • ოპერატორების ნამუშევარის დღის ბოლოს შემოწმება და კონტროლი.
  • სალაროს და ბანკის ოპერაციები
  • ყველა სახის საბუღალტრო ოპერაციის შესრულება, რაც შეიძლება გამოყენებულ იქნეს პროდუქციის წარმოებაში
  • შედარებული ინფორმაციის წარდგენა , გაგზავნა სათაო ოფისში.
  • ხელმძღვანელობის და უშუალო უფროსის სხვა შესაბამისი დავალებების შესრულება

პიროვნული მახასიათებლები:

  • სამუშაო დროის ეფექტურად განაწილებისა და მართვის უნარ-ჩვევები;
  • კომუნიკაბელურობა;
  • ორგანიზებულობა;
  • პუნქტუალურობა;
  • მოტივირებულობა;
  • კომპანიასთან ერთად მუდმივი განვითარებისა და ზრდის სურვილი.

ანაზღაურება:შეთანხმებით - კვალიფიკაციის შესაბამისად

სამუშაო განაკვეთი: 09:00-18:00, 1 საათი შესვენება

განაცხადის მიღების პროცედურები: დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV ფოტოსურათთან ერთად შემდეგ მისამართზე: accounting@bevrili.ge

გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება

განაცხადის შემოტანის ბოლო ვადა: 06 დეკემბერი, 2019 წ.