მთავარი ბუღალტერი

თბილისი სრული განაკვეთი მანდარინა
განათლება: ბაკალავრი გამოცდილება: 3 - 5 წლამდე ენები: ინგლისური, რუსული
ბუღალტერია/ფინანსები: მთავარი ბუღალტერი

შპს „რითეილ ბიზნეს გრუპ“-ი, სწრაფად მზარდი კომპანიაა, რომელიც აერთიენებს რამოდენიმე ბრენდს. 2008 წელს პირველი ბრენდით „მანდარინა“ ბაზარზე იქნა წარმოდგენილი, ხოლო მიმდინარედ 12 სავაჭრო წერტილით ოპერირებს.

გვსურს გუნდს შევმატოთ პროფესიონალი თანამშრომელი მთავარი ბუღალტერის პოზიციაზე, რომელიც საფინანსო მიმართულებით გააძლიერებს კომპანიას.

შპს „რითეილ ბიზნეს გრუპ“-ი აცხადებს ვაკანსიას მთავარი ბუღალტრის პოზიციაზე.

ფუნქცია-მოვალეობები:

  • ბუღალტრული აღრიცხვის წარმოება. ორგანიზაციის ფინანსური ინფორმაციის შეგროვება,
  • ფლობა, ანალიზი და რეპორტინგი, რათა განსაზღვროს აქტივების, ვალდებულებების, მოგება-
  • ზარალის და სხვა ფინანსური მაჩვენებლების.
  • ბუღალტრული ოპერაციების და დოკუმენტაციის კანონთან შესაბამისობაში მოყვანა.

ძირითადო ფუნქცია-მოვალეობები:

  • ბუღალტრული გატარების (რეალიზაციის, ხარჯების, სალაროს, ბანკის და ა.შ. ოპერაციების) შესრულება;
  • მიმდინარე ბუღალტრული გატარებების მონიტორინგი და შეუსაბამობის შემთხვევაში პროცესის გასწორება;
  • სალაროს ნაშთების კონტროლი;
  • ყოველდღიური საბუთების და სალაროს ნაშთის შედარების აქტების წარმოება;
  • პირველადი დოკუმენტაციის მომზადება (ხელშეკრულებები, ანგარიშ-ფაქტურები, ინვოისები, მიღება-ჩაბარების აქტები) - წარმოება და დაარქივება;
  • ყოველთვიური და ყოველწლიური საგადასახადო დეკლარაციების მომზადება და ჩაბარება განსაზღვრულ ვადებში;
  • ყოველთვიური და კვარტლური რეპორტების წარდგენა საქართველოს სტატისტიკის ბიუროში;
  • ყოველთვიური ანგარიშის წარდგენა საქართველოს საპენსიო ფონდში;
  • საბუღალტრო დოკუმენტაციის წარმოება-აღრიცხვა;
  • ყოველთვიური რეპორტების მომზადება;
  • უშუალო ხელმძღვანელის დავალებების შესრულება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • ბაკალავრიის ხარისხი (ფინანსები/ბუღალტრული აღრიცხვა);
  • იდენტურ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება;
  • საბუღალტრო პროგრამა FINA-ში მუშაობის გამოცდილება, ჩაითველაბა უპირატესობად;
  • MS Office-ის (Word, Excel, Outlook) ცოდნა;
  • საქართველოს და საერთაშორისო საბუღალტრო სტანდარტების და წესების ცოდნა;
  • საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის ცოდნა;
  • ინგლისური და რუსული ენისა საკომუნიკაციო დონეზე ფლობა;
  • ორგანიზებულობა;
  • დეტალებსა და სამუშაოს შესრულების ხარისხზე ორიენტირებულობა;
  • პროფესიონალიზმი და გუნდურობა;
  • დაგეგვმა/ორგანიზების უნარი;
  • სტრესის მართვა;
  • ანალიტიკური აზროვნება;
  • გადაწყვეტილებების სწრაფად მიღების უნარი;
  • განვითარებაზე ორიენტირებულობა;

რეზიუმეების მიღების ბოლო ვადა - 31 იანვარი 2020 წელი

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ გამოაგზავნოთ რეზიუმე ფოტო სურათით ელ. ფოსტაზე: vacancy@mandarina.ge


ვებ გვერდი: www.mandarina.ge