ხელოვნური ნაგებობების მმართველი

თბილისი სრული განაკვეთი AWARD
ხელფასი: 2500
განათლება: ბაკალავრი გამოცდილება: 5 - 7 წლამდე ენები: რუსული, ინგლისური
სამშენებლო, უძრავი ქონება: მშენებლობა(ზოგადი)

AWARD ჰოლდინგი წარმოადგენს სხვადასხვა ბიზნეს სეგმენტის მქონე კომპანიათა გაერთიანებას, მაგრამ უპირატესი მნიშვნელობა ენიჭება სამშენებლო მიმართულებას. ჰოლდინგის შემადგენლობაში შედის შემდეგი კომპანიები: „ევორდ კონსტრაქშენი“, „ევორდ დრილინგი“, „ევორდ დიზაინი“, „ევორდ ფექტორი“, „ევორდ ტრანსპორტი“ და სამშენებლო კომპანია „მამისონი“.

„ევორდ ჰოლდინგი“ აცხადებს ხელოვნური ნაგებობების მმართველის ვაკანსიას.

პოზიციის დასახელება: ხელოვნური ნაგებობების მმართველი

კონკურსის ტიპი: ღია კონკურსი

ორგანიზაცია: შპს AWARD Holding

თანამდებობრივი სარგო: 2500 ლარი (NET)

ადგილების რაოდენობა: 1

სამსახურის ადგილმდებარეობა: თბილისი

მუდმივი სამუშაო ადგილი: AWARD Holding -ის თბილისის ოფისი

სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი

ფუნქციები:

  • ყველა პროექტში არსებული ხელოვნური ნაგებობების მართვა,
  • მენარდეების დაქირავება-მოლაპარაკება,
  • სამუშაოთა პროგრესის მართვა,
  • დოკუმენტაციის მართვა,
  • ცვლილებების და აზომვების პროექტის მენეჯერისთვის მიწოდება,
  • თვეში ორჯერ ფორმა 2-ისთვის საჭირო შედეგების შესაბამისი თანამშრომლისთვის მიწოდება,
  • თვეში 3-ჯერ ობიექტებზე ვიზიტი,

განათლება: უმაღლესი

უცხო ენები: რუსულისა და ინგლისური ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად

პროფესია: ინჟინერ-მშენებელი/მეგზევე

სამუშაო გამოცდილება: 5 წელი, აქედან 2 წელი ხელოვნური ნაგებობების მიმართულებით, (სასურველია სამუშაო ზედამხედველის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილებაც).

პიროვნული თვისებები:

  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
  • პუნქტუალურობა
  • შრომისმოყვარეობა
  • ენერგიულობა
  • კომუნიკაბელურობა
  • გუნდურად მუშაობის უნარი

კომპიუტერული პროგრამები, ოპერაციული სისტემები:

პროგრამის დასახელება ცოდნის დონე

Microsoft Office კარგი

AutoCAD კარგი

თუ თვლით, რომ თქვენი მონაცემები აკმაოფილების ზემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს, გთხოვთ გამოაგზავნოთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@award.ge.

შენიშვნა: არ გამოგრჩეთ სათაურის ველში ვაკანსიის დასახელების მითითება. დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.

განცხადების მიღების ბოლო ვადაა 09.02.2020.

გისურვებთ წარმატებას!