ბუღალტერი

თბილისი სრული განაკვეთი თიბისი დაზღვევა
გამოცდილება: 1 - 2 წლამდე ენები: ინგლისური
ბუღალტერია/ფინანსები: ბუღალტერი (ზოგადი)

კომპანიის შესახებ

სს „თიბისი დაზღვევა“ მომხმარებელს სთავაზობს სადაზღვევო პროდუქტების ფართო სპექტრს, როგორც საცალო, ისე კორპორატიული დაზღვევის მიმართულებით.

„თიბისი დაზღვევის“ მუშაობის მთავარ პრინციპებს წარმოადგენს: მომსახურების ხარისხი, ინოვაციური პროდუქტები და მომხმარებლისადმი ინდივიდუალური მიდგომა.

სს „თიბისი დაზღვევა“ აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის პოზიციაზე.

  • სამუშაო ადგილი: თბილისი;
  • განაკვეთი: სრული;

ჩვენთან დასაქმების შემთხვევაში:

  • შეგეძლებათ იმუშაოთ თანამედროვე, კომფორტულ გარემოში;
  • გექნებათ კარიერის განვითარების შესაძლებლობა;
  • იმუშავებთ განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდთან ერთად.

ფუნქცია-მოვალეობები:

  • საბანკო გადარიცხვების წარმოება;
  • საბანკო ოპერაციების ასახვა და კონტროლი ბუღალტრულ პროგრამაში;
  • სადაზღვევო საქმიანობასთან დაკავშირებული ოპერაციების ასახვა საოპერაციო პროგრამაში;
  • პერიოდულად დებიტორულ-კრედიტორულ კომპანიებთან შედარება და შედარების აქტების გაფორმება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • ბუღალტრად მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
  • საბუღალტრო პროგრამებში მუშაობის გამოცდილება;
  • სასურველია საბუღალტრო პროგრამა ORIS MANAGER-ში მუშაობის გამოცდილება;
  • საქართველოს საგადასახადო კოდექსის ბაზისური ნაწილის ცოდნა;
  • ბუღალტრული აღრიცხვის ძირითადი პრინციპების ცოდნა;
  • სასურველია ინგლისური ენის ცოდნა;
  • ACCA-ს ან სხვა ფინანსური განგრძობითი პროგრამით სწავლა ჩაითვლება უპირატესობად.

პიროვნული თვისებები:

  • გუდური მუშაობის უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნების უნარი;
  • ვერბალური კომუნიკაციის უნარი;
  • დროის ეფექტურად მართვის უნარი.

ვაკანსიით დაინტერესებულ კანდიდატებს შეგიძლიათ გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონულ მისამართზე: vacancy@tbcinsurance.ge 2020 წლის 31 მარტის ჩათვლით.

გთხოვთ, თემის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება „ბუღალტერი“ .

სს „თიბისი დაზღვევა“ კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.

თქვენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ვარაუდის შემთხვევაში, შეგიძლიათ მოგვმართოთ: ცხელი ხაზი 032 2 242 22 22 *313; ელ ფოსტა: Incident_Compliance@tbcinsurance.ge.

გაცნობებთ, რომ სს „თიბისი დაზღვევა“ ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.

ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ასევე შესაძლოა დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 10 წლის ვადით. იმ შემთხვევაში თუ არ გსურთ მონაცემთა შემდგომი დამუშავება, გსურთ მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვთ მოგვმართეთ.

სს „თიბისი დაზღვევა“ მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის.