ინვენტარიზატორი ბათუმში

ბათუმი სრული განაკვეთი ნაზილბე +
გამოცდილება: 2 - 3 წლამდე
ბუღალტერია/ფინანსები: ბუღალტერი (ზოგადი)

სუპერმარკეტების ქსელი „ნაზილბე +“ აცხადებს ვაკანსიას ინვენტარიზატორის პოზიციაზე.

  • ანაზღაურება - გამოცდილების მიხედვით
  • სამუშაო განაკვეთი - სრული
  • სამუშაო ადგილი - ბათუმი

მოვალეობები:

  • ინვენტარიზაციის კონტროლის ოპტიმიზაციის მიზნით შეიმუშაოს პროგნოზები და სტრატეგიები და ხელი შეუწყოს მის სრულფასოვან განხორციელებას.
  • შეისწავლოს საწყობში, დარბაზში და მარაგებში არსებული პროდუქციის ნუსხა, მათი განლაგების და დალაგების წესები.
  • განსაზღვროს ყოველდღიურად ასაღწერი პროდუქციის არსებობა;
  • მოამზადოს სარეკომენდაციო წერილი და დანაკლისების თავიდან აცილების მიზნით გასცეს რჩევები
  • შეიმუშაოს და განსაზღვროს ინვენტარიზაციის დღეები (დაგეგმილი/დაუგეგმავი) და პროცესი (ხელი არ შეუშალოს მაღაზიის მუშაობას);
  • პროგრამულად ასახოს ზუსტი მაჩვენებლები.
  • ზუსტად ასახოს არსებული ნაშთები

ძირითადი მოთხოვნები:

  • ტექნიკური განათლება (ბუღალტრული)
  • სააღრიცხვო პროგრამებში FMG - მარკეტში ან INFINATI-ში მუშაობის გამოცდილება
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლის გამოცდილება

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV მისამართზე: nazilbehr@gmail.com ელექტრონული ფოსტის სათაურში (subject) აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატურებთან.