ბუღალტერი

თბილისი სრული განაკვეთი OPPA
განათლება: ბაკალავრი ენები: ინგლისური, რუსული
ბუღალტერია/ფინანსები: ბუღალტერი (ზოგადი)

სს “ოპპა” (ყოფილი სს “ნოვა ტექნოლოჯი”) ფინანსურ-ტექნოლოგიურ ბაზარზე 2007 წელს გამოჩნდა და მას შემდეგ მთელი საქართველოს მასშტაბით ოპერირებს. კომპანია ფლობს ელექტრონულ საფულეს www.oppa.ge და PayBox-ის სწრაფი ჩარიცხვის ტერმინალებს. ზრდასა და განვითარებაზე ორიენტირებული კომპანიის გარშემო 300 - ზე მეტი თანამშრომელი ერთიანდება. უახლესი ტექნოლოგიები, სისწრაფე და ხარისხი კომპანიის მთავარი ღირებულებებია.

შემოგვიერთდი და მიაღწიე წარმატებას ჩვენს გუნდთან ერთად!

სს "ოპპა" აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის​ პოზიციაზე

სამუშაო ადგილი: თბილისი.

პოზიციის მიზანი:

მატერიალური, არამატერიალური აქტივების, სასაქონლო მატერიალური ფასეულობის სრულყოფილი აღრიცხვა საგადასახადო კანონმდებლობისა და IFRS სტანდარტის მოთხოვნის შესაბამისად.

ძირითადი ფუნქცია მოვალეობები:

  • მატერიალური და არამატერიალური აქტივების აღრიცხვა ანგარიშგება;
  • სასაქონლო მატერიალური ფასეულობის (საქონლის) აღრიცხვა ანგარიშგება;
  • საბუღალტრო დოკუმენტაციის (ანგარიშ-ფაქტურები, ინვოისები, მიღება-ჩაბარების აქტები,ზედნადებები და სხვა) წარმოება, დაარქივება, შენახვა და კონტროლი;
  • წარმოებული პროდუქციის გატარება ფორმა 2;
  • ინტერნეტ-ბანკთან მუშაობა;
  • უშუალო ხელმძღვანელის დავალებების შესრულება.

სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება ეკონომიკურ ან ფინანსურ სფეროში;
  • ACCA-ს პირველი დონის შესაბამის ცოდნის ფლობა ;
  • საბუღალტრო პროგრამა Oris -ის და ექსელის სრულყოფილი ცოდნა;
  • საქართველოს საგადასახადო კოდექსისა და შესაბამისი ნორმატიული აქტების ცოდნა;
  • IFRS-სტანდარტების ცოდნა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • ინგლისური და რუსული ენების ცოდნა.


უნარები:

  • გუნდური მუშაობა;
  • კრიტიკული და ანალიტიკური აზროვნება;
  • გადაწყვეტილების მიღება, ეფექტური მართვა და ზედამხედველობა;
  • ორგანიზებულობა;
  • კომუნიკაციის უნარი;
  • პროფესიულ ზრდასა და წარმატებაზე ორიენტირებულობა.

ჩვენ გთავაზობთ:

შესაძლებლობას, გახდეთ სწრაფად მზარდი კომპანიის თანამშრომელი.
იმუშაოთ ინოვაციებზე ორიენტირებულ, სასიამოვნო და მეგობრულ სამუშაო გარემოში;
განვითარდეთ პროფესიულად და მოახდინოთ თვითრეალიზაცია.

დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: HR@oppa.ge გთხოვთ სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ იმ პოზიციის დასახელება, რომელზეც აგზავნით განაცხადს, წინააღმდეგ შემთხვევაში, განაცხადი არ განიხილება.

გისურვებთ წარმატებებს!

გაცნობებთ, რომ რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ აცხადებთ თანხმობას სს "ოპპა"-მ დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები ვაკანსიასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით. ამასთან დამსაქმებელმა შესაძლებელია თქვენი მონაცემი შეინახოს და თავსებადობის შემთხვევაში განიხილოს სხვა ვაკანტურ პოზიციაზეც.