ბუღალტერი

თბილისი სრული განაკვეთი EUROMEDICAL
განათლება: ბაკალავრი გამოცდილება: 2 - 3 წლამდე ენები: რუსული, ინგლისური
ბუღალტერია/ფინანსები: ბუღალტერი (ზოგადი)

„ბრიტანულ ქართული საწარმო ევრომედიკალი“ აცხადებს ვაკანსიას  ბუღალტრის თანამდებობაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი

ძირითადი მოთხოვნები და მოვალეობები:

  • უმაღლესი განათლება ეკომონიკური ან საბანკო-საფინანსო განხრით;
  • მთავარ ბუღალტრად მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
  • უცხო ენების ცოდნა: ინგლისური, რუსული;
  • საოფისე პროგრამების ცოდნა;
  • საგადასახადო კოდექსის ცოდნა;
  • ყოველთვიური და წლიური დეკლარაციების მომზადება;
  • ყოველდღიური საბუღალტრო ოპერაციების შესრულება;
  • შესყიდვების და გაყიდვების აღრიცხვა;
  • სალარო და საბანკო ოპერაციების აღრიცხვა.
  • სამუშაო გამოცდილება INFO და ORIS პროგრამაში.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • ბუღალტრული აღრიცხვა-ანგარიშგების წარმოება;
  • ყოველთვიური და წლიური საგადასახადო დეკლარაციების მომზადება და წარდგენა შესაბამის ორგანოში;
  • ძირითადი საშუალებების აღრიცხვა და კონტროლი;
  • საბანკო ოპერაციების ასახვა პროგრამაში და გადარიცხვების განხორციელება;
  • ხელშეკრულებების და საბუღალტრო დოკუმენტაციის წარმოება და კონტროლი;
  • ხელფასების აღრიცხვა  და დებიტორების კონტროლი;
  • საჭიროების შემთხვევაში დამატებითი დავალებების შესრულება.

დამატებითი უნარ-ჩვევები:

  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • ორგანიზებულობა, დისციპლინირებულობა;
  • სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • წინასწარ გაწერილ ვადებში მუშობის უნარი

თუ თქვენი მონაცემები აკმაყოფილებს ზემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს, გთხოვთ, გამოგზავნოთ CV ფოტოსურათით შემდეგ მისამართზე: info@euromedical.ge .

წერილის სათაურში ("subject") აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება - "ბუღალტერი"

გისურვებთ წარმატებებს!