ბუღალტერი

თბილისი სრული განაკვეთი დომუს დეველოპმენტ
განათლება: ბაკალავრი გამოცდილება: 3 - 5 წლამდე
ბუღალტერია/ფინანსები: ბუღალტერი (ზოგადი)

შპს "დომუს ალუმინიუმი" აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის თანამდებობაზე.

შპს "დომუს ალუმინიუმი", რომელიც აწარმოებს მაღალი ხარისხის ალუმინის კარ-ფანჯარას, წარმოადგენს სამშენებლო კომპანია "დომუსის" შვილობილ კომპანიას.

http://domusi.ge/

ძირითადი მოვალეობები:

  • კომპანიის ბუღალტრული საქმის წარმოება ბასს სტანდარტებთან შესაბამისობაში;
  • კომპანიის ბუღალტრული საქმის წარმოება საგადასახადო კოდექსთან შესაბამისობაში;
  • საგადასახადო დეკლარაციების შევსება და კანონით დადგენილ ვადებში წარდგენა;
  • პირველადი სააღრიცხვო დოკუმენტაციის შექმნა/შემოწმება/ბუღალტრული გატარება/დაარქივება;
  • საბანკო და სალარო ოპერაციების ყოველდღიური აღრიცხვა;
  • დებიტორ-კრედიტორებთან შედარების აქტების წარმოება (პერიოდულად);
  • ფინანსური და საგადასახადო აუდიტორებისთვის ინფორმაციის მომზადება, მიწოდება ვადებში;
  • ხელფასების, საპენსიო შენატანებისა, სახელფასო დანამატების სახელფასო უწყისების წარმოება;
  • ძირითადი საშუალებების აღრიცხვა და ცვეთების ყოველთვიური წარმოება;
  • საანგარიშო თვის დადგენილ ვადებში დახურვა და ხელმძღვანელობისთვის მიწოდება;
  • ბუღალტერიასთან არსებული საჭირო პროცედურებისა და მეთოდური მითითებების შექმნა და მის განხორციელებაზე კონტროლი;
  • სახელმწიფო სავალდებულო პორტალებზე ინფორმაციის ატვირთვა-დამუშავება;
  • ბუღალტრული აღრიცხვის წარმოებისთვის საჭირო პირველადი დოკუმენტების მოძიება და ასახვა;
  • ბუღალტრული აღრიცხვის პროცესთან დაკავშირებული ფორმების შექმნა და პრაქტიკაში დანერგვა;
  • საბუღალტრო საქმესთან დაკავშირებული სხვა მოთხოვნების შესრულება;


საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება ფინანსების, ბუღალტერიის, ეკონომიკის მიმართულებით;
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
  • საქართველოს საგადასახადო კოდექსის ცოდნა;
  • ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების ცოდნა:
  • საბუღალტრო პროგრამებთან მუშაობის უნარი;
  • MS პროგრამების ცოდნა.


უნარ-ჩვევები:

  • სამუშაოს დამოუკიდებლად დაგეგმვის და ორგანიზების უნარი;
  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
  • პრობლემის გადაწყვეტის უნარი;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • სტრესის მართვის უნარი;
  • თვითგანვითარების უნარი;


ჩვენ გთვაზობთ:

  • მეგობრულ და სასამოვნო სამუშაო გარემოს;
  • ჯანმრთელობის დაზღვევას;


კანდიდატები გაივლიან შერჩევის სამ ეტაპს:

  • კანდიდატთა შერჩევა რეზიუმეებისა და კანდიდატის განცხადის ფორმების საფუძველზე;
  • გასაუბრება;
  • ტესტირება;


სამუშაო ადგილი: თბილისი.

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ თქვენი რეზიუმე (CV) გამოაგზავნოთ შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე: info@domusi.com. გთხოვთ, ელფოსტის სათაურის ველში (subject) მიუთითოთ იმ ვაკანსიის დასახელება. დაუკავშირდებით მხოლოდ შესაბამის კანდიდატებს, რომლებიც გამოგზავნიან სრულყოფილად შევსებულ განაცხადის ფორმას რეზიუმესთან ერთად.

განაცხადის შემოტანის ბოლო ვადაა 10.06.2020

აღნიშნული ვაკანსიის ფარგლებში თქვენ მიერ რეზიუმეს ან/და სხვა მონაცემების შემცველი ინფორმაციის წარდგენით, თქვენ თანხმობას აცხადებთ და კომპანიას აძლევთ შემდეგ უფლებამოსილებას: გაეცნოს/განიხილოს/დაამუშავოს/შეინახოს მოწოდებული ინფორმაცია/ გამოიყენოს მარკეტინგული კომუნიკაციისათვის/გადასცეს მასთან აფილირებულ პირებს ამავე მიზნებით/აღნიშნული უფლებამოსილება გაცემულად ჩაითვლება წინამდებარე მიზნობრიობის ამოწურვამდე ვადით, მათ შორის მომავალში ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში, თქვენი კანდიდატურის განხილვისათვის.თქვენ მიერ გამოგზავნილი ინფორმაცია დამუშავდება სახელშეკრულებო, მათ შორის, შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის, ასევე მარკეტინგული მიზნებისათვის, მოქმედი კანონმდებლობის დაცვით.
თქვენ გაქვთ უფლება ნებისმიერ დროს მოგვმართოთ ამავე გზით და მოითხოვოთ მონაცემების წაშლა ან/და გამოყენების შეწყვეტა.