სოციალური მედიის მენეჯერი

თბილისი სრული განაკვეთი კახური ტრადიციული მეღვინეობა
ენები: რუსული
მარკეტინგი, რეკლამა, PR: ინტერნეტ მარკეტინგი

"კახური ტრადიციული მეღვინეობა" ღვინისა და სპირტიანი სასმელების მწარმოებელი ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანიაა კავკასიის რეგიონში. კომპანია დაფუძნდა 2001 წელს. KTW ჯგუფის მიზანია, შეინარჩუნოს ღვინის ძველი უნიკალური გემო, შერწყმული თანამედროვე ტექნოლოგიებთან, შექმნას საკუთარი ხელწერა და სტილი მსოფლიოს მასშტაბით. KTW ჯგუფი ორიენტირებულია მუდმივ ზრდასა და განვითარებაზე.

შ.პ.ს. ,,კახური ტრადიციული მეღვინეობა“ აცხადებს ვაკანსიას სოციალური მედიის მენეჯერის პოზიციაზე

მდებარეობა: ქ. თბილისი

სამუშაო გრაფიკი: სრული

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • რუსული ენის მაღალ დონეზე ცოდნა;
  • მსგავს სფეროში მუშაობის გამოცდილება;
  • სოციალური პლატფორმების მართვისა და კვლევის საბაზისო ცოდნა;
  • გამართული, შემოქმედებითი წერის უნარი;
  • კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა;

ფუნქცია-მოვალეობები:

  • სოციალური ქსელების გვერდების მართვა და ადმინისტრირება;
  • კონტენტის შექმნა და განთავსება;
  • მომხმარებელთა ინტერესების ანალიზი და შესაბამისი კონტენტის შემუშავება;


პიროვნული უნარ-ჩვევები:

  • ორგანიზებული;
  • კრეატიული;
  • პუნქტუალური;
  • პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირებული;

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 2021 წლის 25 აპრილი;


დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ (CV) ფოტოსურათით, ელ.ფოსტაზე: hr@ktw.ge სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება ,,სოციალური მედიის მენეჯერი“. რეზიუმე დაასათაურეთ თქვენი სახელით და გვარით.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

შ.პ.ს. ,, კახური ტრადიციული მეღვინეობა“ მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!