კორპორატიული გაყიდვების ხელმძღვანელი

თბილისი სრული განაკვეთი თერმოინდუსტრია
განათლება: ბაკალავრი ენები: ინგლისური, რუსული
გაყიდვები: გაყიდვების მენეჯერი, კორპორატიული კლიენტები (B2B)

შპს თერმოინდუსტრია“ რომელიც არის გათბობა-გაგრილების, წყალგაყვანილობა–კანალიზაციის, კონდიცირების, სატუმბე სადგურების, აუზებისა და ჰელიოსისტემების ერთ-ერთი მსხვილი იმპორტიორია საქართველოში აცხადებს ვაკანსიას კორპორატიული გაყიდვების ხელმძღვანელის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი, ნ. ბოხუას ქუჩა #1

კომპანია უზრუნველყოფს: კვებას და დაზღვევას.

ფუნქცია/მოვალეობები:

  • პოტენციური და ახალი კლიენტების მოძიება;
  • ახალ კლიენტებთან შეხვედრების ორგანიზება;
  • ახალ და არსებულ კლიენტებთან მუდმივი კონტაქტი და სიახლეების შეთავაზება;
  • პოტენციურ კლიენტებთან მოლაპარაკებების წარმართვა და ხელშეკრულების გაფორმების პროცესის მართვა;
  • ახალი და პოტენციური კლიენტებისთვის სპეციალური შეთავაზების მომზადება;
  • კვირის ჭრილში სამუშაოს დაგეგმვა და რეპორტების მომზადება;
  • ბაზარზე მიმდინარე სიახლეების და პროცესების შესწავლა და ანალიზის გაკეთება.

პიროვნული თვისებები:

  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • პრეზენტაციის უნარი;
  • ანალიტიკური აზროვნების უნარი;
  • გუნდურად მუშაობის უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირებული;
  • ორგანიზებული;
  • პუნქტუალური.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება;
  • უცხო ენების ცოდნა (ინგლისური, რუსული)
  • კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (MS Office)

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ ელ.ფოსტაზე: hr@thermoindustria.com სათაურის ველში მიუთითეთ “კორპორატიული გაყიდვების ხელმძღვანელი”, წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი განაცხადი არ განიხილება.

შპს „თერმოინდუსტრია“ მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!